რაიოლა:

რაიოლა: "ჰოლანდის შეძენა მხოლოდ რამდენიმე გუნდს შეუძლია და აქედან 4 ინგლისურია"

დორტმუნდის „ბორუსიას“ თავდამსხმელი ერლინგ ჰოლანდი თანამედროვე ფეხბურთის მთავარი ამომავალი ვარსკვლავია და ბუნებრივია, მისი მომავალი ყველასთვის საინტერესოა. ნორვეგიელი ფეხბურთელის აგენტმა მინო რაიოლამ განაცხადა, რომ მისი შეძენის შესაძლებლობა მსოფლიოში მხოლოდ 10 გუნდს აქვს და აქედან 4 ინგლისურია.

„ნორმალურია, ჰოლანდი ყველას ამომავალი ვარსკვლავი ჰგონია, რადგან ძნელია იმის გაკეთება, რასაც ის აკეთებს მის ასაკში. ის იქნება მომდევნო ათწლეულის ერთ-ერთი მთავარი ვარსკვლავი, რადგან ვხედავთ, რომ ისეთი ვარსკვლავების ეპოქა მიდის, როგორებიც იბრაჰიმოვიჩი, რონალდუ და მესი არიან.

ჰოლანდის შეძენა მაქსიმუმ მხოლოდ 10 კლუბს შეუძლია და ოთხი პრემიერლიგიდანაა. არმგონია მსოფლიოში არსებობდეს მწვრთნელი ან სპორტული დირექტორი, რომელიც იტყვის, რომ ის არ აინტერესებს. ეს იგივე იქნება, ფორმულა 1-ის გუნდმა თქვას, რომ ჰემილტონით დაინტერესებული არ არის“, - თქვა რაიოლამ.

ამის შემდეგ მინოს პოლ პოგბას შესახებ ჰკითხეს, რომლის მომავალი „მანჩესტერ იუნაიტედში“ ჯერ კიდევ ბუნდოვანია და ამიტომაც, ფრანგის საკითხი აქტუალურია. არც ისე დიდი ხნის წინ რაიოლამ საჯაროდ თქვა, რომ პოგბა „მანჩესტერს“ დატოვებდა, რასაც დიდი გამოხმაურება მოჰყვა და ამჯერად მან ასეთი განცხადება გააკეთა:

„მე უბრალოდ გამოვთქვი აზრი, არ მსურდა პრობლემების შექმნა. არმგონია, რომ ისეთი დიდი მოთამაშეები, როგორებიც პოგბა ან სულშერი არიან, რომლებიც ყველაფერი მოიგეს, დესტაბილიზირდეს რაიოლას სიტყვებით. ყოველთვის, როდესაც ჩემს აზრს ვაფიქსირებ, ინგლისში ყველა გიჟდება. კლუბები საზოგადოებისა და ჟურნალისტების მიერ იმდენად დასტრესილნი არიან, ვისწავლე, რომ ამ თემაზე ბევრი არ უნდა ვილაპარაკო“, - თქვა პოგბამ.