ინძაგი:

ინძაგი: "ბაიერნი" ისედაც ძლიერია და ჩვენ გოლების გატანაში დავეხმარეთ"

რომის „ლაციოს“ მთავარმა მწვრთნელმა სიმონე ინძაგიმ მიუნხენის „ბაიერნთან“ (1:4) მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა. იტალიელი სპეციალისტის განცხადებით, „ბაიერნს“, რომელიც ისედაც ძალიან ძლიერია, გოლების გატანაში დაეხმარნენ და საქმე გაუმარტივეს.

„არაფერი კარგად არ წარმართულა, ბევრი შეცდომა დავუშვით, მაგრამ ზრდისთვის ეს საჭირო იყო. „ბაიერნი“ მსოფლიოში ალბათ საუკეთესო გუნდია და ნამდვილად არსჭირდება დახმარება გოლების გასატანად, მაგრამ ჩვენ 3 გოლის გატანაში დავეხმარეთ და ყველაფერი გავუმარტივეთ. ვიცოდი, რომ „ბაიერნი“ ძალიან ძლიერი იყო, პირველ შეცდომამდე კარგად დავიწყეთ, 0:1-ს შემდეგ ცოტა შიშიც გახლდათ და შემდეგ შესაძლოა, ჩვენს სასარგებლოდ პენალტიც იყო, მაგრამ ისინი მსოფლიოს ჩემპიონები და ძალიან ძლიერები არიან. მათ 4 გოლი გაიტანეს და სამში ჩვენ დავეხმარეთ. არ ვამბობ, რომ „ბაიერნს“ ამას არ იმსახურებდა, მაგრამ ეპიზოდებმა თამაშზე გავლენა მოახდინა. უფრო კარგები უნდა ვყოფილიყავით, მაგრამ ეს თამაში განვითარებაში დაგვეხმარება“, - თქვა ინძაგიმ.

შეგახსენებთ, „ბაიერნისა“ და „ლაციოს“ საპასუხო მატჩი მიუნხენში 17 მარტს გაიმართება.