"წლის გიგანტი" - გიორგი შერმადინის მორიგი აღიარება

„ტენერიფეს“ ქართველი ცენტრი გიორგი შერმადინი ლიგა ენდესას წლის „გიგანტად“ დასახელდა - სეზონის საუკეთესო მოთამაშედ. ქართველ კალათბურთელს ესოდენ პრესტიჟული ჯილდო ჟურნალ „გიგანტესის“ ვერსიით გადაეცა.

ცნობისთვის, ერთი წლის წინ ამ ჯილდოს კიდევ ერთი ქართველი - თორნიკე შენგელია დაეუფლა.

რაც შეეხება შერმადინს, გიორგი შესანიშნავ სეზონს ატარებს და ორჯერ დაასახელეს ლიგა ენდესას თვის საუკეთესო კალათბურთელად. მიმდინარე სეზონში შერმადინი საშუალოდ 17.3 ქულას, 5.8 მოხსნას და 2.4 პასს აგროვებს.