პოლიციელი დონაძის ცემისთვის გივი თარგამაძეს აღმკვეთი ღონისძიება არ შეუფარდეს

პოლიციელი დონაძის ცემისთვის გივი თარგამაძეს აღმკვეთი ღონისძიება არ შეუფარდეს

ოთხშაბათს ვაკე-საბურთალოს სასამართლომ არ გაიზიარა გამოძიების შუამდგომლობა „თავისუფლების ინსტიტუტის“ წევრის, გივი თარგამაძისთვის აღმკვეთი ღონისძიების შეფარდების შესახებ.

შეგახსენებთ, რომ გამოძიებამ შუამდგომლობით მიმართა  სასამართლოს თარგამაძისთვის პოლიციის ზედამხედველობის სახით აღმკვეთი ღონისძიების შეფარდების შესახებ.

თარგამაძის ადვოკატ ეკა ბესელიას ცნობით, სისხლის სამართლის საქმე აღძრულია ხულიგნობის მუხლით, რომელიც ითვალისწინებს 3-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას.

აღნიშნული სისხლის სამართლის საქმე აღიძრა გივი თარგამაძის მიერ პოლიციელი დონაძის ცემის ფაქტზე. შუამდგომლობაში გამომძიებელი წერს, რომ თარგამაძემ დონაძე უმიზეზოდ სცემა.