მადრიდის „რეალის“ მთავარმა მწვრთნელმა ზინედინ ზიდანმა კილიან მბაპეს შესახებ ისაუბრა და განაცხადა, რომ მას როგორ რიგითი გულშემატკივარი ისე უყურებს. ფრანგმა აღნიშნა, რომ ფლორენტინო პერესის მისამართით ტრანსფერის თაობაზე არანაირ მინიშნებებს არ აკეთებს.
„ამ თემას აღარ შევეხები. დიახ, ყველა საუბრობს მატჩზე და არავის უკვირს ის, რაც მბაპემ გააკეთა, რადგან მას ვიცნობ. მას როგორც გულშემატკივარი ვუყურებდი და მაგრამ, ჩვენთვის მნიშვნელოვანი ის არის, როგორ ვითამაშებთ „ვალიადოლიდთან“. დანარჩენ შემთხვევაში ყველა მატჩს ვუყურებ და ვაფასებ, როგორც ყველა გულშემატკივარი. გულშემატკივრებს აქვთ თავიანთი მოსაზრებები და მე ფლორენტინო პერესს ამით არანაირ შეტყობინებას არ ვუგზავნი.
მომწონს კარგი ფეხბურთელების ყურება და ის ჰოლანდთან ერთად აწმყოსა და მომავლის ფეხბურთელები არიან. მაგრამ არ ვაპირებ პასუხის გაცემას, რომელი მირჩევნია, მთავარია ასეთი ფეხბურთელები ვიხილოთ და ჩვენ უკვე გვყავს ახალი მესი და კრიშტიანუ“, - თქვა ზიდანმა.
შეგახსენებთ, კილიან მბაპეს მომავალს უკვე კარგა ხანია და ყველაზე ხშირად მადრიდის „რეალს“ უკავშირებენ.