საქართველოში განვითარებული ბოლო დღეების მოვლენებს არაერთი საერთაშორისო გამოხმაურება მოჰყვა, სადაც საერთაშორისო პარტნიორები ყველა მხარეს მოუწოდებენ, რომ თავშეკავება გამოიჩინონ, რათა ესკალაცია და დაძაბულობა თავიდან იქნას არიდებული.
„შეერთებული შტატები ღრმად არის შეშფოთებული საქართველოში ბოლო დროს განვითარებული პოლიტიკური მოვლენებით. მოვუწოდებთ ყველა მხარეს, გამოიჩინონ თავშეკავება და თავიდან აიცილონ ნებისმიერი ქმედება ან რიტორიკა, რამაც შეიძლება გამოიწვიოს დაძაბულობის ესკალაცია ან ძალადობა. ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, იმოქმედოს ევროატლანტიკური მისწრაფებების შესაბამისად და სასამართლო და სისხლის სამართლის დევნის სისტემის პოლიტიკური მიკერძოებისგან გათავისუფლებით განამტკიცოს თავისი ერთგულება დემოკრატიის, ინდივიდუალური თავისუფლებისა და კანონის უზენაესობის პრინციპებისადმი.
„შეერთებული შტატები მხარს უჭერს დემოკრატიულ, უსაფრთხო და წარმატებულ საქართველოს. ჩვენ გავაგრძელებთ თანამშრომლობას საქართველოსთან, ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორთან, კანონის უზენაესობისა და ანგარიშვალდებული ინსტიტუტების მხარდასაჭერად," - ეს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.
ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი, ამერიკელი კონგრესმენი ჯერალდ კონოლისაქართველოში მხარეებს პოლიტიკური კრიზისის სასწრაფოდ დარეგულირებისკენ მოუწოდებს.
„ამის მიღწევა შესაძლებელია მხოლოდ უმრავლესობასა და ოპოზიციას შორის დიალოგისა დ ნდობისთვის პირობების შექმნის გზით. ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეა მზად არის, გააგრძელოს საქართველოს მხარდაჭერა ამ მისწრაფებაში. საერთო დემოკრატიული ღირებულებები როგორც ნატო-ს წევრებს, ისე საქართველოს მსგავს ჩვენს პარტნიორებს შორის, არის ჩვენი უძლიერესი იარაღი მოსკოვში, პეკინსა და სხვაგან ავტოკრატიების წინააღმდეგ", - ნათქვამია განცხადებაში.
ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში ვახტანგ მაისაია „რეზონანსთან" აცხადებს, რომ ახლა დასავლეთის მიერ გაჟღერებული განცხადებები ზომიერი და ბალანსირებული იყო, თუმცა დასძენს, რომ თუ საქართველოში რომელიმე მხარე კონსტიტუციური ჩარჩოებიდან გამოვა, ეს მათ შეფასებებს კი არ გაამძაფრებს, არამედ შესაძლოა ქვეყანა მსოფლიო დემოკრატიული რადარებიდანაც გაქრეს.
„ევრკავშირის პოზიციები ძალიან ბალანსირებული და ზომიერი იყო, მათ მშვიდობა და სტაბილურობისკენ მოუწოდეს, ამერიკის საელჩოს პირველ განცხადებაშიც ეს მესიჯი იყო, მაგრამ მეორე განცხადებაში პირდაპირ იყო ნათქვამი, რომ სასამართლოსა და ძალოვანი სტრუქტურების მიმართ ნდობა ძალიან დაბალია.
„ხოლო სახელმწიფო დეპარტამენტის დღევანდელ განცხადებაში პირდაპირ წერია, რომ პოლიტიზებული სასამართლო დღის წესრიგიდან უნდა იყოს ამოღებული, წინააღმდეგ შემთხვევაში ევროატლანტიკურ ინტეგრაციაზე საუბარი ზედმეტია, მე ასე გავიგე, ეს განცხადებები მით უმეტეს ბაიდენის ადმინისტრაციის პიობებში გაკეთდა.
„რაც მე ნიკა მელიას სასამართლოს ვუყურე, ჩემსა და მის სასამართლო პროცესს შორის პრინციპში განსხვავება არ იყო, იმიტომ, რომ მან არცერთი პოზიცია არ გაითვალისწინა. როცა მოსამართლე ადვოკატებს შეშინებული თვალებით უყურებს, აქ უკვე ყველაფერი ნათქვამია, ეს პირდაპირ ეთერში მიდიოდა, მიხეილ სააკაშვილის დროს ჩვენ ამას ვერ ვხედავდით, თორე იგივენაირად მიდიოდა.
„ეს მომენტი საერთაშორისო გამოხმაურებებში საკმაოდ კარგად ჩანს, მეორეც, როცა საკმაოდ მძიმე დანაშაულს ქვეყანაში ოპოზიციური პარტიის ერთ-ერთ ლიდერს ედავები, შენ ეს საქმე საკმაოდ კარგად შეკრული უნდა გქონდეს და რკინის არგუმენტები უნდა მოგყავდეს, სახელმწიფო გადატრიალების მცდელობაზე, აბსოლუტურეად სულ სხვა დონეზე უნდა ყოფილიყო წარმოჩენილი მტკიცებულებები და არგუმენტები და იმ სკამზე მარტო მელია არ უნდა ყოფილიყო. ეს კი პოლიტიკური ანგაჟირების აშკარა პასაჟს ქმნიდა. მე ობიექტურად ვაფასებ.
„როცა აპირებ, რომ შტურმით აიღო შტაბბინა და ძალა გამოიყენო, სადაც სხვა ოპოზიციური ლიდერებიც არიან, რაც გახარიამ ფაქტიურად დააფიქსირა, ეს უკვე სახელმწიფო გადატრიალებაა, მაგრამ არც მეორე მხარეა მამა აბარამის ბატკანი, როცა სააკაშვილმა მოუწოდა რომ ძალოვანი სტრუქტურების გადაბირებაზე ემუშავათ, ესეც უკვე პოლიტიკური გადატრიალებაა.
„გამძაფრდება თუ არა საერთაშორისო შეფასებები, გამომდინარეობს იქიდან თუ ღარიბაშვილის პოზიციაზეა დამოკიდებული, ბურთი უკვე არა „ქართული ოცნების" არამედ ღარიბაშვილის მოედანზეა, უფრო მეტი ავტორიტეტი აქვს, ვიდრე მთლიანად პარტიის ლიდერშიფს,
„ის, რომ ლიეტუვის ელჩმა სოლიდარობა გამოხატა და „ნაცმოძრაობის ოფისში მივიდა და დღეს კიდევ რამდენადაც ვიცი მათი ქვეყნის დელეგაცია ჩამოდის, ესეც მიანიშნებს, იმაზე, რომ როგორც ამერიკის დეპარტამენტმა ყურადღება სასამართლოს დამოუკიდებლობასა და დეპოლიტიზაციაზე გაამახვილა.
„თუ როგორც ერთი, ისე მეორე მხარე ისეთ ნაბიჯებს გადადგამს, რომელიც სახელმწიფო გადატრიალების სცენარს გამოიწვევს, მერე უკვე საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან მკაცრი შეფასებები კი არა, შეიძლება უკვე საქართველო საერთოდ დემოკრატიული დასავლეთის რადარებიდანაც გაქრეს და ბელარუსს დავემსგავსოთ.
„ჩვენს ქვეყანას კურსი დასავლეთისკენ აქვს აღებული, რუსეთი კი ჩვენი სამხედრო მტერია, თან ამერიკას და რუსეთს შორის ახალი ცივი ომი მიმდინარობს და ბუნებრივია, რუსეთი ყველაფერს შეეცდება და ყველაფერს სათავისოდ გამოიყენებს, მით უმეტეს, რომ ნავალნის გამო ევროპის საპარლამენტო ასამბლეამ უმკაცრესი რეზოლუცია მიიღო და რუსეთს ყურადღების გადატანა და თემის გადაფარვა ყველანაირად სჭირდება."- განაცხადა მაისაიამ.
და ესენი გვეუბნებიან, პარლამენტზე შტურმი ისეთი დანაშაული არ არის, მელია დააპატიმროთო!..
თქვენი ორმაგსტანდარტიანი.....!