გერმანიაში დასაქმების პროგრამამ დაადასტურა, რომ ეკონომიკურად აქტიურ მოსახლეობას გაქცევაზე უჭირავს თვალი

გერმანიაში დასაქმების პროგრამამ დაადასტურა, რომ ეკონომიკურად აქტიურ მოსახლეობას გაქცევაზე უჭირავს თვალი

გერმანიაში ლეგალურად დასაქმების პროგრამამ დიდი აჟიოტადი გამოიწვია. დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს ინფორმაციით, „დროებითი დასაქმების მსურველი შრომითი მიგრანტის სარეგისტრაციო პორტალზე“ ერთ დღეში დარეგისტრირდა 53 274 ადამიანი, მათგან სააპლიკაციო ფორმა - „დროებითი დასაქმება გერმანიაში“ 35 121-მა შეავსო. ეს ნიშნავს, რომ მოსახლეობის ეკონომიკურად აქტიურ ნაწილს ქვეყნიდან გაქცევაზე უჭირავს თვალი.

გერმანიაში ლეგალურად დასაქმების მიზნით რეგისტრაცია 15 თებერვალს დაიწყო. საქართველოს მოქალაქეებს დროებითი ლეგალური დასაქმება 3 თვით შეეძლებათ. სეზონური სამუშაოები გერმანიაში 1-ლი აპრილიდან დაიწყება.

რეგისტრაცია სეზონურ სამუშაოებზე დასაქმებისთვის გაგრძელდება მანამდე, ვიდრე გერმანიის მხარე ითანამშრომლებს ქართულ მხარესთან და გერმანელი დამსაქმებლების მხრიდან შემოვა სამუშაო შეთავაზებები. ეს კი, წარმატებული თანამშრომლობის პირობებში წლები შეიძლება გაგრძელდეს.

საქართველოსა და გერმანიას შორის შეთანხმების სქემა ითვალისწინებს 90 დღის შემდეგ დასაქმებული მოქალაქეების საქართველოში სავალდებულო დაბრუნებას. სამუშაოს გაგრძელების შესახებ გერმანელ დამსაქმებელთან შეთანხმება არის ინდივიდუალური და მასზე არ ვრცელდება სახელმწიფოებს შორის ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობები.

საქართველოსა და გერმანიას შორის დროებითი, ცირკულარული დასაქმების შესახებ შეთანხმება, დასაქმების მსურველს არ უკრძალავს პროგრამაში განმეორებით მონაწილეობას. შესაბამისად, 90-დღიანი ვადის ამოწურვის შემდეგ, საქართველოში დაბრუნებიდან 3 თვეში მას კვლავ შეუძლია გახდეს პროგრამის ბენეფიციარი.

შრომითი კონტრაქტის ვადის ამოწურვის შემდეგ გერმანიაში დარჩენის შემთხვევაში, პირის ყოფნა ევროკავშირის-შენგენის ქვეყნის ტერიტორიაზე ჩაითვლება არალეგალურად. შესაბამისად, ასეთი პირი გაძევებულ იქნება ქვეყნიდან (დეპორტი, რეადმისია) და აეკრძალება ევროკავშირის-შენგენის წევრი ქვეყნის ტერიტორიაზე შესვლა 5 წლამდე ვადით. ამასთან ერთად, შესაძლოა, დაეკისროს ჯარიმა 3000 ევრომდე ოდენობით. გარდა ამისა, დამატებითი სანქცია შეიძლება იყოს ასეთი პირისთვის მომავალში საზღვარგარეთ დასაქმების სახელმწიფო პროგრამებში მონაწილეობის უფლების შეზღუდვა.

სახელმწიფოს მიერ სამუშაო ძალის ქვეყნიდან გაყვანის სტიმულირება არასწორია, რადგან მოსახლეობის გადინება ნეგატიური პროცესია ქვეყნისთვის. თუმცა, ექსპერტთა აზრით, გერმანიის შემთხვევაში, ამ გადაწყვეტილებას ახლავს დადებითი ეფექტიც, თუნდაც ის, რომ ამით საქართველო გზას იკვლევს ევროკავშირისკენ.

„მძიმე რეალობაა, რომ ადამიანებს ნებისმიერ ფასად სურთ წასვლა ქვეყნიდან არსებული გაჭირვების გამო. ამ შემთხვევაში მათ სურვილს მთავრობაც ასტიმულირებს. ცხადია, სჯობს, რომ ადგილობრივ მიწას მიეჯაჭვო, შეიძლება დღეს სოფლიდან შემოსავლის მიღება ისე, რომ მშიერი არ იყო. მით უმეტეს, არავინ იცის, რამდენად შესრულებადი იქნება სამუშაო პროცესთან დაკავშირებით პირობები.

გარკვეული ნეგატიური ფაქტორის მიუხედავად, შრომითი ძალის მიგრაცია ჩვეულებრივი ამბავია და წინ გადადგმული ნაბიჯია საქართველოს, როგორც ღია ეკონომიკის მქონე სახელმწიფოს აღიარებისთვის. საბოლოო ჯამში, მთავრობის ეს გადაწყვეტილება იმდენს არ დაგვიშავებს, რამდენსაც გვარგებს, რადგან რეალურად ევროკავშირისკენ გვიხსნის გზას.

საბოლოოდ შედეგს როცა ვნახავთ, შევძლებთ მსჯელობას, რამდენად გაამართლა. რაც მნიშვნელოვანია, სოფლის წარმოებაზე ეს ვერ იმოქმედებს. დარჩებიან ისინი, რომლებიც რეალურად სოფელში არიან და წარმოების ზრდით არიან დაინტერესებული“, - განუცხადა „რეპორტს“ ეკონომისტმა პაატა აროშიძე.

ორგანიზაცია „ერი და სახელმწიფოს“ დამფუძნებელი, ზვიად ტომარაძეც დაახლოებით იგივე აზრს იზიარებს:

„ხელისუფლებამ ქვეყნის ეკონომიკურ უსაფრთხოებაზე უნდა იზრუნოს და „ექსპორტზე“ საკუთარი მოსახლეობა კი არა, ადგილობრივი პროდუქცია გაიტანოს, ოღონდ მას შემდეგ, რაც ჯერ ადგილობრივ ბაზარს დააკმაყოფილებს და 85%-იან იმპორტს ჩაანაცვლებს! საქართველოს აქვს შესაბამისი ბიოკლიმატური პირობები, აგრარული პოტენციალი და სხვა კომპონენტები, რითაც შეუძლია 12 მილიონამდე ადამიანის გამოკვება. მხოლოდ ბოსტნეული რომ ავიღოთ, საქართველო აზერბაიჯანზე 10-ჯერ, ხოლო სომხეთზე კი 3-ჯერ ნაკლებს აწარმოებს. 2020 წლის იანვარ-ივლისში ქვეყანაში 1,812 მლნ დოლარის კიტრი და 4,092 მლნ დოლარის პომიდორი თურქეთიდან, ირანიდან და იორდანიიდან შემოვიდა.

ხელისუფლება რომელიც არ ზრუნავს სასურსათო უსაფრთხოებაზე, სურს იყოს მხოლოდ მომხმარებელი და არა მწარმოებელი სახელმწიფო, არის მავნებელი!“ - აღნიშნა ზვიად ტომარაძემ.

Katana . გერმანიაში ლეგალურად დასაქმების პროგრამამ აჩვენა, რომ...
საქართველო დგას უფსკრულის წინაშე!
საქართველოს მოსახლეობას არ სურს საკუთარ ქვეყანაში გაჩერება!
საქართველოს მოსახლეობა ვერ ხედავს საკუთარ მომავალს საკუთარ ქვეყანაში!
ეს არის ხელისუფლების ბრალი: ამ ხელისუფლების, წინა ხელისუფლების, წინას წინა ხელისუფლების...
ზოგადად, საქართველოს უვარგისი ხელისუფლებების ბრალი!
საქართველოში რომ ნიორი ეგვიპტიდან და სამხრეთ ამერიკიდან - ვენესუელადან შემოგვაქვს, ეს არის ტრაგედია!
ქართული მიწის ტრაგედია!..

ჩემი აზრით, ერთადეთი რამე უშველის ამას: როგორც ძველ აგრეგატს დაშლიან ხოლმე მთლიანად(!), დააძრობენ ყველა ჭანჭიკს და ყველა მექანიზმს, გადაარჩევენ ვარგისსა და ახლით ჩაანაცვლებენ უვარგისს, გაწმენდენ, გაასუფთავებენ , დაზეთავენ და ხელახლა ააწყობენ, ასე ხელახლა უნდა აიწყოს მთელი პოლიტიკურ-ეკონომიკური სისტემა საქართველოში.
თავიდან.
ნოლიდან.
მაგრამ არ მეგულება მექანიკოსი, რომელმაც იცის, როგორ უნდა გააკეთოს ეს და ნებასაც მისცემენ, რომ გააკეთოს...
3 წლის უკან
Aburjga Tasmanieli აი ამდენ ბალამუტში მექანიკოსიც გადადგა!!!
ეს არის იმპერიალისტური ძალებისაგან უძლიერესი ზეწოლის შედეგად საქართველოს საპარლამენტო მოცემულობაზე კონსტიტუციური გადაწყობის პირდაპირი შედეგი! სხვა მიზეზებიც ბევრია.
სახელმწიფო ჩამოიშალა! როცა აქ ამ საიტზე მარტოდმარტო გამწარებული რაღაცას ვკიოდი, იმიტომ რომ კარგად ვიცოდი და ვგრძნობდი კიდეც, რომ სახელმწიფო ჩამიშლებოდა.
არაუშავს, წინა დამოუკიდებლობამ 3 წელამდე გაძლო. ახლა 30 წლამდე. მაინც კარგია!
3 წლის უკან
ლაზი ახლა კიდევ აანონსებენ საფრანგეთთან ვმუშაობთ იგივე საკითხზე, რასაც დასაქმების მხრივ გერმანიასთან მივაღწიეთო.
მიღწევა კი არა ჩვენი, ისედაც უბადრუკი ეკონომიკის, საბოლოოდ მოშლაა ეს.
თქვენ უნდა ნახოთ რა ხდება სოფლებში. ვინც ასე თუ ისე დასაქმებული იყო, ყველა უარს ამბობს მუშაობაზე. გერმანიაში წასავლელად ვარ დარეგისტრირებულიო. ზიან სახლში და ელოდებიან, როდის მიაკითხავენ წასაყვანად ლიმუზინით. ისეთით, იქედან ჩამოტანილი ფულით რომ უნდა იყიდონ ან იქედანვე გამოგრიალდნენ სამი თვის შემდეგ. ამათ ჰგონიათ, იმ 10 საათიდან, მესამედს პაპიროსის წევაში გაიყვანენ, მესამედს ტელეფონზე იმესიჯებენ, დანარჩენ დროს, აქაურულად, წაიმუშავებენ. საღამოს კი 95 ევროს ჩაიჯიბავენ.
153000 კაცის გერმანიაში ჩაყვანას 765 რეისი სჭირდება 200 ადგილიანი თვითმფრინავით. მერე მგზავრობის ფასი რა იქნება იცის ვინმემ? ოჯახის მარჩენალ ძროხებს და დედაღორებს სახორცედ ყიდიან ბილეთის ფულის მოსაგროვებლად,ამისკენ ადამიანის წაქეზება შეიძლება?
ეს ყველაფერი მოსახლეობისათვის, ამ ეტაპზე მართლაც სარფიანი რომ გამოდგეს, სამომავლოდ ჩვენს ეკონომიკას რა დაემართება ამაზე უფიქრია ვინმეს?
რა თქმა უნდა, ადამიანებს შრომითი მიგრაციის თავისუფლება უნდა ჰქონდეთ, მაგრამ ამისი წაქეზება და სიღარიბიდან ხსნად გამოცხადება შეიძლება?
3 წლის უკან
Aburjga Tasmanieli ლაზი ძალიან ობიექტური და კარგი კომენტარია! დიდი მადლობა! რაღაცით ჩემს ძველისძველ კომენტარებს ეხმიანება. ანაკლიის პორტის შესახებ რომ ვდებდი. იქ დავთვთვალე ვაგონების რაოდენობა რომელიც სჭირდებოდა 100მილიონიანი +ბათუმი +ფოთი პორტებში ტვირთბრუნვის უზრუნველყოფას! ეს იყო რაღაც საშინელი რიცხვი, ახლა აღარ მახსოვს! ყველაფერ ამას ამ ნაბოდვარს, რომ ვისმენ და ვუყურებ შოკში ვარ! მაგრამ არაფრის ძალა არ მაქვს! ეს ტრაგიკულია!
ბოლო მოგვიღეს "დასავლეთელმა სტრატეგიულმა მოკავშირეებმა"! მაგათ დ... შ... გრიშა კიანმა!
3 წლის უკან