ამერიკიდან სამხრეთ კორეაში - ოფიციალურად: ვაკო ყაზაიშვილის კლუბი ცნობილია

ამერიკიდან სამხრეთ კორეაში - ოფიციალურად: ვაკო ყაზაიშვილის კლუბი ცნობილია

საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი ვაკო ყაზაიშვილი კარიერას „ულსან ჰიუნდაიში“ გააგრძელებს. აღნიშნული ინფორმაცია როგორც სამხრეთ კორეულმა გუნდმა, ასევე ქართველმა შემტევმა დაადასტურა.

28 წლის ფეხბურთელი დეკემბრიდან მოყოლებული უკლუბოდ იყო, მას შემდეგ, რაც „სან ხოსე“ თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვა. მას ამერიკული გუნდის გარდა, არნემის „ვიტესსა“ და ვარშავის „ლეგიაში“ უთამაშია.

სხვათა შორის, „ულსან ჰიუნდაი“ აზიაში ანგარიშგასაწევი ძალაა და ცოტა ხნის წინ აზიის ჩემპიონთა ლიგა ისტორიაში მეორედ მოიგო. პირველად ეს 2012 წელს გააკეთა. გუნდის მთავარ მწვრთნელად მიმდინარე წელს სამხრეთ კორეის ნაკრების ყოფილი მცველი და კაპიტანი ჰონ მინ ბო დაინიშნა, რომელიც კორეელთათვის ტრიუმფალურ 2002 წლის მუნდიალზე ნაკრებს კაპიტნობდა.