„მანჩესტერ სიტის“ შემტევი ნახევარმცველი კევინ დე ბრუინი კლუბთან ახალი ხელშეკრულების გაფორმებასთან ახლოსაა. ჟურნალისტ ნიკოლო სკირას თქმით მოლაპარაკებები თითქმის ბოლო ფაზაშია.
წყაროს ცნობით, „ქალაქელები“ 29 წლის ბელგიელთან კონტრაქტის გაფორმებას 2025 წლამდე აპირებენ და წელიწადში ხელფასის სახით 21 მილიონ ევრის სთავაზობენ.
შეგახსენებთ, რომ კევინ დე ბრუინმა მიმდინარე სეზონში „მანჩესტერ სიტის“ შემადგენლობაში 23 შეხვედრა ჩაატარა და მის ანგარიშზე 3 გოლთან ერთად 15 საგოლე გადაცემაა. მოქმედი კონტრაქტი კი კლუბთან 2023 წლის ზაფხულამდე აკავშირებს.