ფრანგული „პარი სენ ჟერმენის“ თავდამსხმელი ნეიმარი ოთხი კვირა იუქმებს, რაც იმას ნიშნავს, რომ ბრაზილიელი ჩემპიონთა ლიგის მერვედფინაში „ბარსელონასთან“ ესპანეთში გასამართ მატჩს გამოტოვებს.
ნეიმარმა ტრავმა საფრანგეთის თასზე „კაენთან“ შეხვედრაში მიიღო და როგორც სამედიცინო გამოკვლევამ აჩვენა, დაზიანება საკმაოდ სერიოზულია.
უფრო მეტიც, ამ ეტაპზე არ არსებობს გარანტია, რომ ნეიმარი პსჟ-ს საპასუხო შეხვედრაში მაინც დაეხმარება, რომელიც 10 მარტს, პარიზში ჩატარდება. შეგახსენებთ, რომ იქამდე გუნდები 16 თებერვალს, „კამპ ნოუზე“ შეხვდებიან.