სერბულ “ბორაცში” დუდა სანაძემ სადებიუტო შეხვედრა ჩაატარა. ქართველი კალათბურთელის გუნდი კორაჩის თასის 1/4 ფინალში ბელგრადში „პარტიზანს“ დაუპირისპირდა, 4-ქულიანი სხვაობით 72:76 დამარცხდა და ასპარეზობას გამოეთიშა.
დუდა სასტარტო შემადგენლობაში არ ყოფილა, მან მოედანზე არასრული 17 წუთი გაატარა, რა დროშიც საკუთარ გუნდს 4 ქულა, 1 მოხსნა, 2 პასი და 1 ჩაჭრა მოუტანა. სანაძემ ოთხივე ქულა საჯარიმოს ხაზიდან ჩააგდო, აქედან ორი ბოლო წუთზე.
აღსანიშნავია, რომ პლუს/მინუს კოეფიციენტი საუკეთესო სანაძეს ჰქონდა გუნდში (+6).