ქართველი ჩოგბურთლი ნიკოლოზ ბასილაშვილი ავსტრალიის ღია პირველობის პირველივე წრეში დამარცხდა. 23 წლის ამერიკელ ტომი პოლთან მან სამ სეტში 4:6 6:7 4:6 წააგო.
ამ მომენტისთვის ბასილაშვილი ATP-ს რეიტინგში მე-40 ადგილს იკავებს, პოლი კი 53-ე პოზიციაზე იმყოფება. შემდეგ წრეში ამერიკელი ჯორდან ტომპსონსა და კასპერ რუუდის შორის გამარჯვებულს დაუპირისპირდება.