ნეიმარი პსჟ-ში რჩება

ნეიმარი პსჟ-ში რჩება

ბრაზილიის ეროვნული ნაკრების თავდამსხმელი ნეიმარი „პარი სენ-ჟერმენში“ რჩება.

გამოცემა Goal-ის ინფორმაციით, 28 წლის ბრაზილიელმა პარიზულ კლუბთან კონტრაქტი 4 წლით გაახანგრძლივა. მანამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია პსჟ-დან ნეიმარის შესაძლო წასვლის შესახებ.

„პარი სენ ჟერმენის“ მაისურით ბრაზილიელი ფორვარდი მე-4 წელია, თამოშობს. 2017 წელს პსჟ-მ ის „ბარსელონასგან“ 222 მილიონ ევროდ შეიძინა.