იკარდის სახლი გაქურდეს და 400 ათასი ევროს ღირებულების ნივთები მოიპარეს

იკარდის სახლი გაქურდეს და 400 ათასი ევროს ღირებულების ნივთები მოიპარეს

„პარი სენ ჟერმენის“ თავდამსხმელი მაურო იკარდი გაქურდეს. ფრანგული მედიის ცნობით, არგენტინელი ფეხბურთელის სახლში დამნაშავეები მაშინ შევიდნენ, როდესაცის „ლორიენთან“ (2:3) მატჩისთვის გუნდთან ერთად იმყოფებოდა.

როგორც ცნობილი გახდა, იკარდის სახლიდან მოპარული ნივთების საერთო ღირებულება დაახლოებით 400 ათას ევროს შეადგენს. ძარცვის შედეგები იკარდის სახლში მომუშავე ადამიანებმა კვირა დილით შეამჩნიეს.

აღსანიშნავია, რომ გასულ კვირაში პსჟ-ს კიდევ ერთი ფეხბურთელის, სერხიო რიკოს სახლი გაქურდეს. ესპანელ მეკარეს 25 ათასი ევრო, საათები და სამკაულები მოპარეს.