ტერენოფუჯის ტოჩინოშინის დასამარცხებლად სამი წამი დასჭირდა

ტერენოფუჯის ტოჩინოშინის დასამარცხებლად სამი წამი დასჭირდა

ქართველმა სუმოისტმა ლევან გორგაძემ ჰაცუ ბაშოზე ზედიზედ მეორე მარცხი განიცადა. ტოჩინოშინი სეკივაკე ტერენოფუჯის შეხვდა და იორიკირის ილეთით წააგო.

ეს წყვილის მე-13 დაპირისპირება იყო და მონღოლ მეტოქეს დიდი ბრძოლა არ დასჭირვებია. 29 წლის სუმოისტმა შერკინებისთანავე დიდი უპირატესობა მოიპოვა და ტოჩი დოჰიოდან მარტივად გადაიყვანა, რის შემდგომაც ურთიერთშეხვედრებში სოლიდური უპირატესობა აქვს - 9 მოგება და მხოლოდ 2 მარცხი.

ლევანს 3 დღის შემდგომ - 1 მოგების საპირისპიროდ 2 მარცხი დაუგროვდა, მისი მომდევნო მეტოქე კი მე-5 მაეგაშირა ენდო იქნება, რომელსაც აქამდე 14-ჯერ შეხვედრია და 8-ჯერ მისი დამარცხება მოახერხა, 6-ჯერ კი თავად დამარცხდა.