„ეს არის ისტორიული გადაწყვეტილება - მმართველი პარტიის დამფუძნებელმა, რომელმაც საპარლამენტო არჩევნები სამჯერ მოიგო, ნებაყოფლობით ჩამოშორდა ყველანაირ პოლიტიკურ თანამდებობას“

„ეს არის ისტორიული გადაწყვეტილება - მმართველი პარტიის დამფუძნებელმა, რომელმაც საპარლამენტო არჩევნები სამჯერ მოიგო, ნებაყოფლობით ჩამოშორდა ყველანაირ პოლიტიკურ თანამდებობას“

ქართულ პოლიტიკაში 2021 წელი საკმაოდ საინტერესოდ დაიწყო, ყველასთვის მოულოდნელად „ქართული ოცნების“ ლიდერმა და თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა პოლიტიკიდან წასვლის გადაწყვეტილება მიიღო. მან აღნიშნული გადაწყვეტილება საზოგადოებას სოციალური ქსელის მეშვეობით შეატყობინა და ვრცელი წერილი გამოაწვეყნა.

„სწორედ ჩვენი ხალხის სიბრძნე და „ქართული ოცნების“ ძლიერ გუნდად ჩამოყალიბება მაძლევს იმის რწმენას, რომ საფრთხე საბოლოოდ განეიტრალებულია და შემიძლია, მშვიდად გავეცალო პოლიტიკას. ვტოვებ პოლიტიკას იმ იმედით, რომ პოლიტიკური ეგოიზმის და ერთი კაცის მიერ ხელისუფლების ხელში ჩაგდების მოუთოკავი სურვილის გამო, დღევანდელი ოპოზიციის ის ნაწილიც დარწმუნდება, ვინც პოლიტიკური ნების უქონლობით, გამოუცდელობით თუ უხერხემლობით, ბოროტებისა და მისი მთავარი შემოქმედების გავლენის ქვეშ მოექცა“, - წერს ბიძინა ივანიშვილი0.

ექსპერტი გია აბაშიძე for.ge-თან საუბრისას აღნიშნავს, რომ ბიძინა ივანიშვილმა ისტორიული ნაბიჯი გადადგა. მისივე თქმით, ივანიშვილი პოლიტიკაში აღარ დაბრუნდება, როგორც ეს 2018 წელს გააკეთა და მთლიანად ბიზნესში გადაინაცვლებს.

ბატონო გია, ქვეყანაში როდესაც პანდემია მძვინვარებს, „ქართული ოცნებისთავმჯდომარემ და ლიდერმა, ბიძინა ივანიშვილმა პოლიტიკიდან წასვლა რატომ გადაწყვიტა?

- ეს არის უნიკალური და ისტორიული გადაწყვეტილება, როდესაც მმართველი პარტიის დამფუძნებელი და თავმჯდომარე, რომელმაც საპარლამენტო არჩევნები სამჯერ მოიგო, ნებაყოფლობით ჩამოშორდა ყველანაირ პოლიტიკურ თანამდებობას. ბიძინა ივანიშვილი ბიზნეს საქმიანობას გააგრძელებს. პირველ რიგში, ეს არის გამოხატულება იმის, რომ ის არსებულ გუნდს, პრემიერ გახარიას და სხვა ლიდერებს ენდობა და ამიტომაც წავიდა.

თქვენ ამბობთ, რომ ივანიშვილი გუნდს ენდობა, აქედან გამომდინარე შეგეკითხებით - ბიძინა ივანიშვილმა არჩევნებამდე საპარლამენტო სია შეადგინა, ასევე საკანონმდებლო ორგანოშიდაალაგავითარება და ახლა გადაწყვიტა წასვლა?

- მე არ ვიტყოდი, რომ საპარლამენტო სია უშუალოდ მან შეადგინა. ეს მოხდა მასთან კონსულტაციების შედეგად, მაგრამ იბადება კითხვა - ხომ არ მობრუნდება, როგორც 2018 წელს გააკეთა? მე ვუპასუხებდი - არა, რადგან ძალიან დიდი განსხვავებაა ლიდერსა და მენეჯერს შორის - მაგალითად, როგორიც არის გახარია და როგორიც იყო კვირიკაშვილი. ამიტომ, ის რომ გახარია სანდო და დაფასებული ლიდერია არა მხოლოდ მმართველი პარტიის მხარდამჭერებში, არამედ ოპოზიციის ნაწილშიც. მარტო გახარიაზე არ მაქვს აქცენტი გაკეთებული, იქ არიან სხვა ლიდერებიც - კალაძე, წულუკიანი და ა.შ. ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს. ეს ნიშნავს იმას, რომ ბიძინა ივანიშვილი გუნდს სრულად ენდობა.

მე კიდევ ერთი რაღაც მენიშნა, მან დანანებით თქვა, რომ ქვეყანაში კონსრუქციული ოპოზიცია არ არსებობს. არაერთხელ მითქვამს, რომ საქართველოს ჟანგბადივით სჭირდება კონსტრუქციული ოპოზიცია. ვფიქრობ, „ნაციონალური მოძრაობის“ კრახის შემდეგ, მათ ლიდერიც კი გაექცათ, ისე რომ არავინ არაფერი იცოდა, ამიტომ 2021 წელი იქნება ახალი პოლიტიკური ძალების გაჩენის წელიწადი. თუ ნორმალური ოპოიციის ნიშა ცარიელია, აუცილებლად შეივსება - ბუნებრივი პროცესია, მით უმეტეს, ოქტომბერში გვაქვს ადგილობრივი არჩევნები და აქედან გამომდინარე, 2021 წელი იქნება ახალი კონსტრუქციული ოპოზიციური ძალების შექმნის წელიწადი.

ოპოზიციური ძალების შექმნაზე საუბრობთ და ხომ არ არის მოსალოდნელი, რომ ივანიშვილმა შექმნას სწორედ კონსტრუქციული ოპოზიცია?

- არ მგონია. ვფიქრობ, ის საერთოდ პოლიტიკიდან გავიდა და მეცენატობას გააგრძელებს. ის ამას ათწლეულები აკეთებდა და ქვეყანაზე მილიარდები აქვს დახარჯული, არა მხოლოდ საქართველოში, არამედ უცხოეთშიც. ტყუილად არ მისცემდნენ საფრანგეთის ხელისუფალნი მას საპატიო ლეგიონერის წოდებას. ის გააგრძელებს მეცენატობას. მან ქონება საქველმოქმედო ფონდს გადასცა. ფონდი მეცენატურად იაქტიურებს. რაც შეეხება პოლიტიკას, არ ველი, რომ ის საერთოდ პოლიტიკას გაეკაროს.

კულუარებში უკვე საუბრობენ, რომ ბიძინა ივანიშვილის წასვლის წამიდანქართულ ოცნებაშილიდერებს შორის ძალაუფლების მოპოვებაზეომიგაჩაღდა. უკვე საუბრობენ კალაძე-კობახიძის-გახარიას დაპირისპირებაზეც...

- ამგვარ ჭორებს, რომელიც დიდი ხანია ვცელდება, არ ვენდობი. ჭორიკანა ოპოზიციონერმა პოლიტიკოსებმა გახარია არაერთხელ „გადააყენეს“. ასეთ ჭორებს არასდროს ვენდობოდი. ის, რაც ხდება, რეალობაა. ყველა თავის თანამდებობაზეა. კიდევ ერთხელ, ხაზგასმით ვამბობ, ეს არის უნიკალური შემთხვევა, მესამედ გამარჯვებული პარტიის ლიდერი თავისი ნებით პოლიტიკიდან მიდის და სადავეებს სანდო გუნდს აბარებს.

თუმცა, ოპოზიციას არ სჯერა, რომ ივანიშვილი პოლიტიკიდან წავიდა. მათი განცხადებითქართული ოცნებისდამფუძნებელი ჩრდილში იქნება და ისე წარმართავს პოლიტიკას...

- ოპოზიციის ჭორებს არ ვენდობი. ჯანსაღი ოპოზიცია ამიტომ უნდა გვყავდეს, რომ კრიტიკა კონსტრუქციული იყოს. დღევანდელი ოპოზიციის ქმედება არის ორღობის ჭორაობა და მეტი არაფერი. ძალიან ვწუხვარ, რომ საქართველოს ოპოზიციას ჰყავს ასეთი ჭორიკანა ე.წ. პოლიტიკოსები.

16 იანვარსქართული ოცნებისყრილობა გაიმართება, სადაც პარტიის თავმჯდომარეს აირჩევენ. გუნდში საკადრო ცვილილებებს ვიხილავთ?

- ბუნებრივია, ნებისმიერ ჯანსაღ პარტიაში ყოველთვის არის ცვლილებები. რადიკალური ცვლილებები იქნება თუ მსუბუქი ცვლილებები, არ ვიცი, მაგრამ ეს მოსალოდნელია. ეს ყველა ქვეყანაში ხდება.

ზაზა ბორია ივანიშვილმა ისე დატოვა თანამდებობა როგორც "პრემიერმა ღარიბაშვილმა" ანუ პანჩური უთავაზეს. თუ ვინ ამას ცოტა ხანში გაიგებთ. ისე ღამე როგორ გძინავს, კოშმარები არ გელანდება? ან სააკაშვილი.
6 დღის უკან
Aburjga Tasmanieli ზაზა თუ შეიძლება ერთი ეს მითხარი, სააკაშვილი რამ შეგაყვარა?!
4 დღის უკან