თურქი-მესხები კახეთში ჩასახლდებიან

თურქი-მესხები კახეთში ჩასახლდებიან

ევროსაბჭო საქართველოს ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას სთხოვს.

ამ ვალდებულების თანახმად თურქი-მესხები საქართველოში უნდა დაბრუნდნენ.

ბევრი პოლიტიკოსი ამის წინააღმდეგ ღიად მიდის. ბევრიც ჩუმად უშლის ამ პროცესს ხელს. ფაქტი ისაა, რომ თურქ-მესხები საქართველოში ვერ ბრუნდებიან.

გაზეთმა „რეზონანსმა“ ამასთან დაკავშირებით საინტერესო ამბავი გააჟღერა.

როგორც გაზეთი იუწყება, თურქ-მესხები შესაძლოა კახეთში ჩაასახლონ.

ამ ინფორმაციამ კახელები ძალიან შეაშფოთა. ამასთან დაკავშირებით აღშფოთება უკვე გამოხატა ოპოზიციამ. ისინი ამ საკითხში გაერკვევიან და განცხადებას შემდეგ გააკეთებენ.

ხალხის პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა ალეკო შალამბერიძემ ჩვენთან საუბარში გაბაცხადა, რომ ეს თემა ძალიან საფრთხილოა. და ამასთან დაკავშირებით ფრთხილი და გონიერი გადაწყვეტილების მიღებაა საჭირო.