კახა კუჭავა: დარწმუნებული ვარ, რომ არიან პარტიები, რომლებიც გადადგამენ ამ ნაბიჯს და მიიღებენ გადაწყვეტილებას შემოვიდნენ პარლამენტში

კახა კუჭავა: დარწმუნებული ვარ, რომ არიან პარტიები, რომლებიც გადადგამენ ამ ნაბიჯს და მიიღებენ გადაწყვეტილებას შემოვიდნენ პარლამენტში

უარი, რომ არ შევიდნენ პარლამენტში პირველ რიგში არის იმ ევროპულ ღირებულებებზე უარის თქმა, რომელსაც ისინი მხოლოდ სიტყვებით გაიძახიან და, სამწუხაროდ, ქმედებით არ ამტკიცებენ, - ამის შესახებ კახა კუჭავამ „იმედის კვირასთან“ ოპოზიციის ბოიკოტზე საუბრისას განაცხადა. მოქმედი პარლამენტის ვიცე-სპიკერის მიიჩნევს, რომ პარტიების ნაწილი პარლამენტში მაინც შევა.

„ქართველი ამომრჩევლის ნება იყო, რომ მრავალპარტიული ყოფილიყო ეს პარლამენტი. ჩვენ ამას მივაღწიეთ. დღეს ამაზე უარის თქმა პირველ რიგში არის ამომრჩევლის ნებაზე უარის თქმა. მე დარწმუნებული ვარ, რომ არიან პარტიები, რომლებიც გადადგამენ ამ ნაბიჯს და მიიღებენ გადაწყვეტილებას შემოვიდნენ, იქნება მიღწეული შეთანხმება“,- განაცხადა კუჭავამ.

ოპოზიცია 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს არ ცნობს და პარლამენტში შესვლაზე უარს აცხადებს.