ახლახანს, სტრასბურგის სასამართლომ გადაწყვეტილება საქართველოდან გაგზავნილ კიდევ ერთ გახმაურებულ საქმეზე გამოაცხადა.
საქმეზე - „შავაძე საქართველოს წინააღმდეგ“, სტრასბურგის ევროპულმა სასამართლომ განაცხადა, რომ 2008 წლის 16 აგვისტოს სერჟანტ როინ შავაძის სიცოცხლის უფლება დაირღვა, დაირღვა არა მხოლოდ მკვლელობით, არამედ საქმის გამოუძიებლობითა და მტკიცებულებების გაყალბებითაც.
2012 წლამდე მომხდარ ფაქტებზე სტრასბურგის სასამართლომ საქართველოს სახელმწიფო სიცოცხლის უფლების დამრღვევად უკვე 13 საქმეზე ცნო; 28 საქმეზე წამების აკრძალვის დარღვევა დაადგინა; თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლების ხელყოფაში სახელმწიფო 14 საქმეზე ამხილა; პირადი ცოვრების დარღვევა 7 საჩივარზე დაადასტურა; საკუთრების უფლების შელახვა 7 საქმეზე დადგინდა. საჩივრებიდან ყველაზე მეტი სამართლიანი სასმართლოს უფლების დარღვევას ეხება. ასეთი კი 36 საქმეა.
ამასთან, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ 2012 წლამდე მომხდარი ფაქტების ჯერ მხოლოდ მცირე ნაწილი განიხილა. რაც შეეხება 2013 წლიდან დღემედ საჩივრებს, ის 8-ჯერ არის შემცირებული და 732-ს შეადგენს. განსხვავებულია შინაარსიც, ახლა საქართველოს მოქალაქეები ძირითადად ოჯახური ძალადობის, ადმინისტრაციული ჯარიმების კანონიერებისა და სასამართლო პროცესების გაჭიანურების გამო ჩივიან. ამ დრომდე ერთი საჩივარიც კი არ გაგზავნილა ციხეში არაადამიანური მოპყრობის ფაქტზე.
„ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმის დანაშაულების კომპენსირება გადასახადების გადამხდელებს უკვე 6 მილიონი ლარი დაუჯდათ.