ნაკლებად დამაჯერებლად გამოიყურება, რომ „ქართული ოცნება“ მართლმსაჯულების რეფორმის გეგმით შემოვა ოპოზიციის მაგიდასთან, მაგრამ მართლმსაჯულების რეფორმაზე ბიძინა, რომ წამოვიდეს, რა თქმა უნდა „გირჩი“ შევა პარლამენტში, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა.
„ნაკლებად დამაჯერებლად გამოიყურება, რომ „ქართული ოცნება“ მართლმსაჯულების რეფორმის გეგმით შემოვა ოპოზიციის მაგიდასთან. ზურა ჯაფარიძემაც ამ კონტექტსში თქვა, როცა კითხვა იყო. რეალურად კითხვა იყო, ერთადერთი პირობის გარდა, ბუნებაში თუ არსებობს სხვა პირობები, რის გამოც „გირჩი“ შევა პარლამენტში, ზურა ჯაფარიძემ თქვა, რომ არ გვჯერა, მაგრამ მართლმსაჯულების რეფორმაზე ბიძინა, რომ წამოვიდეს, რა თქმა უნდა „გირჩი“ შევა პარლამენტში, ეგ პირადად ჩემთვის პოლიტიკური მიზანია, ეგ თუ აღსრულდა შეიძლება პოლიტიკიდანაც წავიდე, თუ საჭიროა შევალ პარლამენტში ან არ შევალ, მიზანი მიღწეული მექნება, უბრალოდ არასერიოზულია ახლა „ქართული ოცნებისგან“ მართლმსაჯულების რეფორმაზე საუბარი.
კითხვაზე, აღნიშნულ შემთხვევაში, სხვა პარტიებიც თუ შევლენ პარლამენტში, იაგო ხვიჩია აცხადებს, რომ „სულელი იქნება, ვინც არ წამოვა, უბრალოდ „ქართული ოცნებისგან“ ამ ნაბიჯს არავინ ელოდება“.
„მართლმსაჯულების რეფორმა, რაზეც ოპოზიცია შეთანხმდა, ეგ რომ „ქართულმა ოცნებამ“ დადოს მოლაპარაკების მაგიდაზე, დარწმუნებული ვარ, ყველა ოპოზიციური პარტია შეთანხმდება, რომ შევიდეს პარლამენტში“, – განაცხადა ხვიჩიამ.
რაც შეეხება ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკების მესამე რაუნდს, იაგო ხვიჩია აცხადებს, რომ „მთავარი თემა იქნება, ის თუ რა წინადადებით მივა „ქართული ოცნება“ მესამე რაუნდზე.
„ახლა ოპოზიციის წინადადება იხილება მათ მიერ და შეუძლიათ დაეთანხმონ, უარყონ, დაეთანხმონ გარკვეული პირობებით ან თავიანთი წინადადება დადონ მაგიდაზე. ამ ოთხი ვერსიიდან რომელი განვითარდება, არ ვიცი. მესამე რაუნდზე ოპოზიცია და ხელისუფლება რაღაცაზე ან თანხმდება ან ვერ თანხმდება, მე ასე მესმის“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.