„გირჩის“ ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ ბათუმში Reformer fitness-ის დარბაზი საცხოვრებელ ფართად იქირავა, - ამის შესახებ მან „ფეისბუქზე“ ლაივ ჩართვისას განაცხადა.
„საჯაროდ ვაკეთებ ასეთ რაღაცას, ზეპირ ხელშეკრულებას ვდებთ, რისი უფლებაც მაქვს, ვქირაობ მთელ ამ დარბაზს ჩემს საცხოვრებელ სახლად. ბათუმში მექნება საცხოვრებელი სახლი, სანამ ეს რეგულაციები არსებობს. აქ ვაპირებ რომ ვიცხოვრო, სადაც მაქვს სავარჯიშო ინვენტარი, რომელსაც აქირავებს მფლობელი ფართთან ერთად და ნებისმიერ ადამიანს, ვინც ბათუმში ვარჯიშობს და დარბაზები დაუკეტეს, შეგიძლიათ მოხვიდეთ აქ სტუმრად ჩემთან სახლში და ივარჯიშოთ.
ხვალიდან არავის არ აქვს უფლება, რომ აქ შემოვიდეს, რადგან ეს ჩემი სახლია და შრომის ინსპექციას თუ უნდა შემოვიდეს და ნახოს სალარო აპარატი მუშაობს თუ არა, - განაცხადა ჯაფარიძემ.