სინგაპურელმა ქალმა გააჩინა ბავშვი, რომელსაც ორგანიზმში კორონავირუსის ანტისხეულები აღმოაჩნდა

სინგაპურელმა ქალმა გააჩინა ბავშვი, რომელსაც ორგანიზმში კორონავირუსის ანტისხეულები აღმოაჩნდა

სინგაპურელმა ქალმა, რომელიც კორონავირუსით მარტში, ორსულობის დროს დაინფიცირდა, გააჩინა ბავშვი, რომელსაც ორგანიზმში ვირუსის საწინააღმდეგო ანტისხეულები აღმოაჩნდა, - ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი, ადგილობრივ გაზეთზე დაყრდნობით ავრცელებს.

„ჩემი ექიმი ვარაუდობს, რომ კორონავირუსის ანტისხეულები ბავშვს ორსულობის პერიოდში გადავეცი“, - განაცხადა დედამ გაზეთისთვის მიცემულ ინტერვიუში.

ქალს კორონავირუსის შედარებით მარტივი ფორმა ჰქონდა და დაახლოებით 2 კვირაში საავადმყოფოდან გაწერეს.

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის განცხადებით, ჯერჯერობით უცნობია შეუძლია თუ არა კოვიდინფიცირებულ ორსულ ქალს, ორსულობის ან მშობიარობის დროს ვირუსის ნაყოფზე, ან ბავშვზე გადატანა.