მეწისქვილე მეწისქვილე:

მეწისქვილე მეწისქვილე: "ძალიან სამწუხარო რეალობაა, მაგრამ დღეს საქართველოში პოლიტიკურად ანგარიჟირებულმა ადამიანებმა დაკარგეს ჭეშმარიტების აღქმის უნარი"

ფეუსბუქ-მომხმარებელი "მეწისქვილე მეწისქვილე" სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:

"ძალიან სამწუხარო რეალობაა, მაგრამ დღეს საქართველოში პოლიტიკურად ანგარიჟირებულმა ადამიანებმა დაკარგეს ჭეშმარიტების აღქმის უნარი.

მათთვის ჭეშმარიტების განმსაზრელი გახდა პოლიტიკური მდგენელი. ჭეშმარიტების დამდგენი კრიტერიუმები მათთვის გახდა ის, თუ  ვინ ლაპარაკობს ჭეშმარიტებას და ვის სასარგებლოდაა ეს ჭეშმარიტება. იმ დონემდე წახდნენ ადამიანები ამ კუთხით, რომ თუკი ჭეშმარიტება მოწინააღმდეგის წისქვილზე ასხამს წყალს, მზად არიან აღიარონ,  დედამიწა კი არ ბრუნავს მზის გარშემო, არამედ პირიქით.

ადამიანების დიდი მცოდნე ერთი მოაზროვნე წერს,რომ ადამიანებს მიკერძოების ნიჭი მეტი აქვთ, ვიდრე სამართლიანი განსჯის უნარი. ამიტომ იშვიათად ნახავთ კაცს, რომელიც გონიერებასთან ერთად დაჯილდოებული იყოს სამართლიანად, მიკერძოების გარეშე განსჯის უნარითო

ერთი უბრალო მაგალითი: ჩამოსული იყო პომპეო და გახარიამ მის წინაშე დასვა საკითხი, რომ კავკასიაში შეცვლილი ვითარებისა და აქედან გამომდინარე დარღვეული ძალთა ბალანსის გამო, ამერიკას გაეძლიერებინა თავისი სამხედრო კომპონენტი საქართველოში. სულ რამოდენიმე დღეა რაც პომპეო წავიდა და ნაცები  და ლატენტური ნაცები ისევ  ალაპარაკდნენ, რომ თითქოს ოცნება და ივანიშვილი ქვეყანას ამზადებს რუსეთისათვის ჩასაბარებლად. ნაცების ამ რადიკალურად ცრუ ნარატივს რომ იმეორებ, რაც არ უნდა მალო შენი პოლიტიკური კუთვნილება, ნაცი ხარ და თან მძიმედ, ფუნდამენტალურად ჩამოყალიბებული ნაცი, აბა რაა.

ფაქტი კი ისა, რომ ოცნება სერიოზულ კონკურენციას უწევს ნაცებს დასავლეთისა და ამერიკის კარზე ფეხის მოსაკიდებლად და საგრძნობლად შეავიწროვა კიდეც ისინი. ნაცებმა კი ამ გამოწვევას თავიანთი ჩვეულებრივ სტილში, სიცრუით უპასუხეს.

როგორც ჩანს სამყაროსა და სიბრიყვის გარდა არც მიკერძოებას ჰქონია საზღვარი.

P.S. პოსტი დაწერილია ოცნების გასაპრავებლად, გასათეთრებლად, გასარეცხად. გასასუფთავებლად და ა.შ. ეს რომ არ დამეწერა, ნაცები და ლატენტური ნაცები მაინც დაწერდნენ რომ ვაპრავებ ოცნებას და წინ წავუგდე საქმე, ამის დასაწერად რომ არ მოცდნენ და პირდაპირ საქმიანი კომენტარები წერონ. მაგრამ ვფიქრობ, რომ ეს იქნებოდა მათი ძირითადი სათქმელი, სხვას ვერაფერს დაწერენ და გამოდის რომ სათქმელი ავაცალე პირიდან და ვერაფერსაც ვერ დააკომენტარებენ“.