გერმანელი ეპიდემიოლოგი: კორონავირუსმა მუტაცია იტალიაში განიცადა

გერმანელი ეპიდემიოლოგი: კორონავირუსმა მუტაცია იტალიაში განიცადა

კორონავირუსის შტამმა, რომელიც დღეს მსოფლიოში ვრცელდება, მუტაცია იტალიაში განიცადა, - ამის შესახებ გერმანელმა ეპიდემიოლოგმა ალექსანდრ კეკულემ განაცხადა.

მისი მტკიცებით, კორონავირუსის გამომწვევი ვირუსი, SARS-CoV-2 ჩინეთის ქალაქ უხანში გაჩნდა, თუმცა პანდემიისთვის სასტარტო გასროლა არა ჩინეთში, არამედ ჩრდილოეთ იტალიაში განხორციელდა. კოვიდპაციენტთა 99% დღეს სწორედ იმ შტამით არის ინფიცირებული, რომელმაც მუტაცია იტალიაში განიცადა.

კეკულეს მტკიცებით, ვირუსი იტალიაში რამდენიმე კვირის განმავლობაში შეუფერხებლად ვრცელდებოდა, რამაც მას მუტაციის საშუალება მისცა. ამას ხელი იმანაც შეუწყო, რომ ვირუსს თავიდან სერიოზულად არ აღიქვამდნენ.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.