ქარხნის მეპატრონე გიორგი აბაშიძე  ცხრამეტი წლისაა

ქარხნის მეპატრონე გიორგი აბაშიძე ცხრამეტი წლისაა

აჭარის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარე ასლან აბაშიძე ახალგაზრდებში ყველაზე მეტად ნიჭს აფასებს და მისი ქვეყნის სასარგებლოდ გამოყენების უნარიც შესწევს.

ამის დასტურია ბოლო ხანებში მაღალ პოსტებზე დანიშნული არაერთი ნიჭიერი ახალგაზრდა.

ეს ნიჭი, ალბათ, თავის ვაჟიშვილშიც, 19 წლის გიორგი აბაშიძეშიც აღმოაჩინა.

იგი სამი წელი ინგლისის ერთ-ერთ კოლეჯში სწავლობდა. ბატონი ასლანი ბრძანებს: „კმაყოფილი ვარ, რომ გიორგის სულში აგრესიამ არ დაისადგურა.“

ინგლისიდან დაბრუნებულმა გიორგიმ მამის დახმარებით გერმანულ ფირმა „რენოვასთან“ ერთობლივი საწარმო შექმნა და ამჟამად მას ხელმძღვანელობს.

ქარხანა დამკვეთთათვის სამშენებლო მასალებსა და სახლებს ამზადებს.

ბატონი ასლანი საწარმოს ხშირი სტუმარია და შვილის საქმიანობას თვალ-ყურს ყურადღებით ადევნებს.