ამირან გამყრელიძე: ჩვენ შევდივართ პიკში და პიკი რამდენ ხანს გაგრძელდება არ ვიცით

ამირან გამყრელიძე: ჩვენ შევდივართ პიკში და პიკი რამდენ ხანს გაგრძელდება არ ვიცით

ინფიცირებულთა რაოდენიბის კლება ჯერ არ არის. პირიქით, მატებაა და ეს მატება კიდევ გაგრძელდება, იმიტომ რომ ჩვენ შევდივართ პიკში და პიკი რამდენ ხანს გაგრძელდება ჩვენ ეს არ ვიცით, ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, ვაშინგტონის უნივერისტეტის გათვლებით, დეკემბრის პირველი კვირა განსაკუთრებით საყურადღებო იქნება, როგორც სიკვდილიანობის, ასევე გარდაცვალების ზრდის მიხედვით.

„მათი პროგნოზის მიხედვით, საქართველომ აუცილებელია გაამკაცროს არსებული რეგულაციების აღსრულება. ასევე დავამატოთ და გავაფართოვოთ ე.წ. წერტილოვანი შეზღუდვები“, - აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.