„ოპოზიციის რამდენიმე პოლიტიკური მოთამაშე პარლამენტში, ადრე თუ გვიან, აუცილებლად შევა“

„ოპოზიციის რამდენიმე პოლიტიკური მოთამაშე პარლამენტში, ადრე თუ გვიან, აუცილებლად შევა“

ქვეყნის მასშტაბით საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური 17 ოლქში მიმდინარეობს. ბარიერგადალახულმა თუ პარლამენტის მიღმა დარჩენილმა ოპოზიციამ, არჩევნების მეორე ტურს ბოიკოტი გამოუცხადა და ამბობს, რომ მასში მონაწილეობას არ მიიღებს. ანალიტიკოსი და ექსპერტი გია აბაშიძე კი for.ge-თან საუბრისას აცხადებს, რომ ქვეყანას ერთპარტიული პარლამენტი არ ეყოლება და ოპოზიცია მანდატებზე უარს არ იტყვის.

დღეს საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური ოპოზიციის გარეშე იმართება. რას ფიქრობთ, ოპოზიციის ამ ქმედებაზე?

- ჯერ კიდევ საკითხავია, მათი ბოიკოტი რამდენად მასშტაბური იქნება. დაველოდოთ დღევანდელ მოვლენებს. მეორე საკითხი ის არის, რომ პოლიტიკური თვითმკვლელობისკენ მიდიან. დასავლელი პარტნიორების არაერთი შეგონების მიუხედავად, ოპოზიცია მაინც სააკაშვილის „ხუშტურებზე“ დადის. ამის გამო პოლიტიკური თვითმკვლელობის ჯარიმას გამოიწერენ. მეტი სხვა არაფერი შეიძლება თქვა ასეთ უგუნურ და დესტრუქციულ ქმედებებზე. სხვანაირად ეს არ აიხსნება.

თქვენ ახსენეთ, რომ ოპოზიცია ექს-პრეზიდენტის „ხუშტურებზე“ დადის. თუმცა, სწორედ, მიხეილ სააკაშვილის განცხადებების გამო მათ შორის აზრთა სხვადასხვაობა გაჩნდა. ამ შემთხვევაში მესამე პრეზიდენტი ოპოზიციის ლიდერად რამდენად შეიძლება რომ ჩაითვალოს?

- ოპოზიციის ერთობა ძალიან მყიფეა. ისინი დაიშლებიან და ფრაგმენტაციას განიცდიან არჩევნების შემდეგ, თუ პარლამენტში არ შევლენ, რადგან მათ დასავლელი ელჩები და ევროპარლამენტარები „დააიგნორებენ“. ამიტომ დადიან სააკაშვილის „ხუშტურებზე“, რომ ისინი თვითდაჯერებულები არ არიან და რომ არ დაადანაშაულონ ბიძინა ივანიშვილთან გარიგებაში. ეს პოლიტიკური აქტორები ამით არიან დაკომპლექსებულები. ვურჩევდი, რომ ამ კომპლექსებიდან გამოვიდნენ და იმოქმედონ დამოუკიდებლად, მათი ამომრჩევლის ხმები გაამართლონ და პარლამენტში შევიდნენ. თუ არადა კიდევ ერთხელ ვიმეორებ, პოლიტიკურ თვითმკვლელობის ჯარიმას გამოიწერენ.

ოპოზიციის წარმომადგენლები ამბობენ, რომ სწორედ მათი ამომრჩევლის ნებას იცავენ, რომელიც გაყალბდა...

- არჩევნების შედეგები ცნობილია და საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ აღიარებულია. ამასთან, პარალელურად, დააკვირდნენ ხმების ხელახლა დათვლის პროცესსაც, რომელიც თითქმის ცესკოს შედეგებს ემთხვევა. რა გაყალბებაზეა საუბარი?! ეს არის სრული უაზრობა და არარაციონალური ანალიზი.

იმის მიუხედავად, რომ საერთაშორისო ორგანიზაციებმა ეს არჩევნები აღიარეს და აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმაც ოპოზიციას მოუწოდა, რომ შესულიყო პარლამენტში, ასევე, ოპოზიცია საქართველოში აკრედიტირებულ ელჩებს შეხვდა. რა შედეგს გამოიღებს დასავლელი პარტნიორების მოწოდება და ასეთი შეხვედრები?

- იმედს ვიტოვებ, რომ რაციონალურად მოაზროვნე ოპოზიციური პარტია, დასავლელი დიპლომატების რჩევას გაითვალისწინებს. ხოლო, რაც შეეხება ნათელაშვილებს და მისნაირ მარგინალებს, რომლებიც გერმანიის ელჩს თავს ესხმიან, მათი პოლიტიკური მოღვაწეობა დასრულებულია და საერთოდ, პოლიტიკური ველიდან გაქრებიან. ასე რომ, იმედს ვიტოვებ რაციონალური აზრი გაიმარჯვებს, ნაწილობრივ ოპოზიციურ პარტიებშიც.

დღევანდელი მონაცემებით ოპოზიცია არჩევნებში არ იღებს მონაწილეობას და როგორც ექსპერტი, თქვენი აზრით, ქვეყნაზე ეს რა გავლენას იქონიებს?

- არ მგონია, რომ ეს პარლამენტი ერთპარტიული იყოს. ოპოზიციის რამდენიმე პოლიტიკური მოთამაშე პარლამენტში, ადრე თუ გვიან, აუცილებლად შევა.

amo პარტიების დაფინანსების საკითხი აუცილებლად უნდა გადაიხედოს. რაში ვუხდით მშიერი ხალხი ამ მარგინალებს მილიონებს? გინდა პარტიის წევრი იყო? გადაიხადე საწევრო! შეინახონ თავიანთი თავი.
3 დღის უკან
ზაზა "ექსპერტი და ანალიტიკოსი" შე საცოდაო ამება. ვინ და გარქვა ეგ სახელები შევეცი იმის დედას სა შენსასაც
1 დღის უკან