„ერთპარტიული პარლამენტით, „ქართული ოცნება“ ჩრდილოეთ კორეის გზას დაადგება“

„ერთპარტიული პარლამენტით, „ქართული ოცნება“ ჩრდილოეთ კორეის გზას დაადგება“

საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური ორ დღეში გაიმართება. „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა და დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ ოპოზიციას მეორე ტურში მონაწილეობისკენ სოციალური ქსელით მოუწოდა.

„2020 წლის საპარლამენტო არჩევნებს ჩვენი ყველა საერთაშორისო პარტნიორი პოზიტიურად აფასებს. დემოკრატიული სტანდარტით, ეს არჩევნები არ ჩამოუვარდებოდა რომელიმე წინა არჩევნებს და მეტიც, შეცვლილმა საარჩევნო სისტემამ არსებითად გააუმჯობესა პარტიების წარმომადგენლობის ხარისხი. მიუხედავად ამისა, ნამდვილად გეთანხმებით, რომ იყო რიგი ხარვეზები და უზუსტობები. იყო იმ ტიპის ხარვეზები, რომლებზეც ხელისუფლება და ოპოზიცია ერთად არიან პასუხისმგებლები. თუმცა, ცხადია, ხელისუფლებას მეტი პასუხისმგებლობა ეკისრება.

როგორც იცით, პარლამენტში ამ რაოდენობის მანდატი ოპოზიციას არასდროს ჰქონია. ხალხის დაკვეთაა, პარლამენტი იყოს მრავალფეროვანი. ხალხის დაკვეთაა, პარლამენტის რიგებიდან ჩვენ ერთად შევეჭიდოთ ჩვენი ქვეყნის საერთო გამოწვევებს, ერთად ვებრძოლოთ კოვიდ 19-ს, სიღარიბეს, ოკუპაციას, ეკონომიკურ სიდუხჭირეს. მინდა მივმართო ოპოზიციის თითოეულ წარმომადგენელს - ჩვენ უნდა მოვახერხოთ საერთო ენის გამონახვა, შევიდეთ პარლამენტში და პარლამენტის ტრიბუნიდან ვუპასუხოთ ჩვენი ქვეყნის საერთო გამოწვევებს, რადგან ამ ქვეყნის მომავალი ყველამ ერთად უნდა ვაშენოთ“, - ასე მიმართა კალაძემ ოპოზიციის წარმოამდგენლებს.

ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტისა და მმართველი გუნდის მოწოდების მიუხედავად, ოპოზიცია პარლამენტში შესვლას არ აპირებს. ეს კიდევ ერთხელ დაადასტურა for.ge-თან საუბარში „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, სერგი კაპანაძემ. მისივე თქმით არჩევნების მეორე ტურისთვის საარჩევნო კომისიის წევრები უკვე გამოიწვიეს და ბრძოლას პარლამენტის გარედან აპირებენ.

„ნაციონალური მოძრაობის“ მსგავსად, „ევროპულმა საქართველომაც“ საბოლოოდ გადაწყვიტა, რომ არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობას არ მიიღებს?

- ჩვენ მონაწილეობას არ მივიღებთ. ამის შესახებ დიდი ხნის წინ განვაცხადეთ და საარჩევნო უბნებიდან ყველა კომისიის წევრი გამოვიწვიეთ. ასე რომ, როგორც სხვა ოპოზიციის წევრები, ჩვენც მონაწილეობას არ ვიღებთ.

ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტმაც პარლამენტში შესვლისკენ მოგიწოდათ. რატომ არ იღებთ აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის რჩევას?

- ამერიკული მხარის პოზიცია გასაგებია. მათ აქცენტი ჰქონდათ გაკეთებული იმაზე, რომ ჩვენ უნდა გამოვიყენოთ სახელმწიფო ინსტიტუციები, მაგრამ როგორც მოსალოდნელი იყო, ყველა ინსტიტუციამ „ქართული ოცნება“ დაიცვა. აქედან გამომდინარე, ამერიკულ მხარეს ჩვენ შექმნილი მდგომარეობა დეტალურად ავუხსენით. ვფიქრობ, ჩვენი პოზიციები გაიგეს.

და, ამერიკის მხრიდან რა დაპირებები მიიღეთ?

- ამერიკის მხრიდან არანაირი დაპირება არ მიგვიღია. ჩვენ ვაპირებთ ბრძოლას არჩევნებისთვის. ველოდებით, რომ ახალი რაუნდი ჩვენი პარტნიორების შუამდგომლობით იქნება. შეხვედრაზე თუკი „ქართული ოცნება“ მოიტანს რაიმე ახალ წინადადებას, რომელიც გონივრული იქნება, მას განვიხილავთ. თუ არადა გვექნება ერთპარტიული, საბჭოეთის პარლამენტი.

როდის გაიმართება მართველ გუნდთან მესამე რაუნდი? თქვენ ელოდებით, რომ „ქართული ოცნება“ ახალ წინადადებას შემოგთავაზებთ და ფიქრობთ, რომ ეს შეხვედრა შედეგიანი იქნება?

- ლოგიკური იქნება, რომ კონკრეტული შემოთავაზებები მოიტანონ, რათა განვიხილოთ თუ როგორ განვმუხტოთ შექმნილი სიტუაცია. თუ არ მოიტანენ, მაშინ მივიღებთ ერთპარტიულ პარლამენტს.

საქმე იქითკენ მიდის, რომ ერთპარტიული პარლამენტი იქნება და ეს ოპოზიციის ერთგვარი გეგმა ხომ არ არის, რომ ერთპარტიული პარლამენტის დროს, მართველი გუნდის რეიტინგი დაეცეს და შემდეგ დაინიშნოს ვადამდელი არჩევნები?

- ერთპარტიული პარლამენტი მმართველი გუნდისთვის გამაძლიერებელი ვერაფრით იქნება. ერთპარტიული პარლამენტით, „ქართული ოცნება“ ჩრდილოეთ კორეის გზას დაადგება. შესაბამისად, ეს იქნება მათთვის კიდევ ერთი ვერდიქტი, ამიტომ ეს ყველაფერი ყველაზე უფრო მეტად არ უნდა აწყობდეთ. თუმცა, როგორც ჩანს, არჩევნების გაყალბებით ამ გზას დაადგნენ.

მათ ექნებათ ბერკეტი რომ მთავრობა დააკომპლექტონ და ეს ოპოზიციას რამდენად აწყობს?

- სწორედ, ერთპარტიული პარლამენტი მაგას ნიშნავს, რომ ყველაფრის გაკეთების საშუალება ექნებათ.

არჩევნების დღეს „ევროპული საქართველოს“ სამოქმედო გეგმა რა იქნება?

- აქციები გვექნება, რომლის დეტალებიც მალე გაჟღერდება. რაც დაზუსტებით ვიცი, ყველა ოპოზიციური პარტია ჯაჭვ აქციას გავმართავთ, რომელიც თბილისში იქნება. რა თქმა უნდა, განსხვავებული აქციებიც იქნება.

რაც შეეხება ახალ პარლამენტს, ლეგიტიმაცია არ ექნება. ლეგიტიმაციის არარსებობის პირობებში, მათ რამდენად დაეხმარება, რომ ხელისუფლება შეინარჩუნონ, ამას ყველანი ერთად ვნახავთ.

მიაღწევთ აქციებით და პროტესტით, რომ ვადამდელი არჩევნები დაინიშნოს?

- ნებისმიერ შემთხვევაში ბრძოლას ვაგრძელებთ. თუ არ დაინიშნება „ქართული ოცნება“ არალეგიტიმურ ერთპარტიულ პარლამენტს მიიღებს. უნდა გადაწყვიტოს ამ გზით სიარული ურჩევნია, თუ კომპრომისების გზით სიარული.

kolxi სირგოს დაავიწყდა ალბათ ჩრდილოეთ კორეაზე უარესი ქვეყანა რომ ჰქონდათ მაგათი ხელისუფლების დროს და თან მაგრად ეკიდათ ხალხიც და ქვეყანაც!!!...
3 წლის უკან
kolxi ლეგიტიმაციას ხალხი ანიჭებს პარლამენტს, ქვეყნისათვის სასიკეთო საქმეების კეთება გააგრძელონ და ღმერთმა გაუმარჯოსამ საქმეში მათ, ისე დემოკრატია ხალხის უმრავლესობის ნებას ნიშნავს არა?!
ჰოდა უმრავლესობას ასე ნებავს და სირგოს ჭკუაზე ვერ ივლის ქვეყანა, ეხლა საზღვარგარეთიც მოუწოდებს მათ პარლამენტში შებრძანდითო, არც იმათ უჯერებენ, აბა რაგინდათ, ძალიანაც კარგი თუ არ შეხვალთ პარლამენტი იქნება უმრავლესობის ნების გამოხატულება და იქნებ წავიდეს ქვეყან განვითარებისაკენ და მოვიცილოთ ის შავი ჭირი და პანდემიაზე უარესი ნაცსექტა რომ ჰქვია!!!
3 წლის უკან
kolxi უსირცხვილოები და ნაძირალები... კომპრომისი დამნაშავეებთან არა?!...
3 წლის უკან
kolxi მე ახალ ლოზუნგს შემოგთავაზებდით: "ყველა, ერთი პარტიის წინააღმდეგ"... ჰააა, როგორიაააა:):)))
3 წლის უკან
არაგველი641 კარგია: ყველა ერთი პარტიის წინააღმდეგ!!!
3 წლის უკან