ქეთა თოფურია ყველაზე სასურველია

ქეთა თოფურია ყველაზე სასურველია

რუსეთის ყველაზე პოპულარულ არხზე „ემტივი“ სისტემატურად მიმდინარეობს გამოკითხვა, თუ ვინ არის ყველაზე სასურველი სარძლო და სასიძო რუსებისთვის არა მხოლოდ რუსეთში, არამედ მთელ მსოფლიოში.

წამყვან პოზიციებს შოუ-ბიზნესის წარმომადგენლები იკავებენ. მათ შორის აღმოჩნდა ქართველი მომღერალი ქეთა თოფურიაც, რომელიც ათეულში შედის.

თავდაპირველად ქეთა მეოთხე ადგილს იკავებდა, ბოლო პერიოდში კი მეორე ადგილზე გადაინაცვლა და კონკურენციას უმდიდრესი ადამიანების ქალიშვილებსა და ჰოლივუდის ვარსკვლავებსაც იწევს.

ქეთა თოფურიასთან ერთად, სასურველი საცოლეების რიცხვში ქსენია სობჩაკი, პარის ჰილტონი და სხვა ცნობილი ლამაზმანებიც შედიან.