ასლან აბაშიძეს ძალიან უყვარს ცხოველები, განსაკუთრებით - ძაღლები. ამიტომ გასაკვირი არ არის, აჭარის რეგიონში ადამიანის ოთხფეხა მეგობრებზე უფრო მეტად ზრუნავენ, ვიდრე თბილისში, სადაც უამრავი მაწანწალა ძაღლია - „ამღორძინებლებს“ სწორედ ეს მაგალითი მოჰყავთ და ამბობენ, რომ დედაქალაქში ამ მხრივ კატასტროფული მდგომარეობაა.
ცოფის გავრცელების რეალური საფრთხე კი აშკარაა. ამ საკითხზე „აღორძინება“ განგაშს ტეხს.
ახალგაზრდული კავშირის თავმჯდომარის - კოკა კვინიკაძის მტკიცებით, ქალაქში ცოფია გავრცელებული, რასაც ვეტდეპარტამენტი მალავს.
„აღორძინება“ ქალაქის ვეტსამსახურის უპასუხისმგებლობას აპროტესტებს.
„იმის მაგივრად, რომ ძაღლებზე გამოკვლევა ჩაეტარებინა, უარი თქვა, ძაღლი უპატრონოა“, - ამბობს ახალგაზრდა „ამღორძინებელი“, თან განმარტავს, რომ იმ შემთხვევაში, თუ ამ ფაქტს შესაბამისი რეაგირება არ მოჰყვება, სხვა ზომებს მიმართავენ.