13 იანვარს ციხის კედლები 190-მა პოლიტპატიმარმა დატოვა. იმ დღეს ყველაზე ბევრი პატიმარი გლდანის დაწესებულებიდან გამოვიდა. ემოციებით დატვირთული იყო მათი ოჯახის წევრებთან შეხვედრები. გათავისუფლებულები ძველით ახალ წელს საკუთარ სახლებში შეხვდნენ. სამწუხაროდ, პოლიტპატიმარ ირაკლი თოფურიძემ მხოლოდ ორი დღე იყო თავისუფლებაში. იგი 15 იანვარს, გამთენიისას, საკუთარ სახლში მოულოდნელად გარდაიცვალა. ისე წავიდა ამ ქვეყნიდან, მონატრებულ ოჯახის წევრებთან საუბრით გული ვერც კი იჯერა. ვერც მისმა შვილებმა მოისმინეს მამისგან მისი დაკავების დეტალები, თუ რა მძიმე დღეების გავლა მოუხდა ციხეში.
53 წლის ირაკლი თოფურიძე ე.წ. მუხროვანის ამბოხში მონაწილეობის ბრალდებით გაასამართლეს და 9 წელი ჰქონდა მისჯილი.
მისი გარდაცვალება საზოგადოების განსჯის საგანი გახდა. სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრმა, სოზარ სუბარმა პირობა დადო, რომ თოფურიძის გარდაცვალების მიზეზებით დაინტერესდება. ამ ფაქტის შემდეგ თანამდებობა დაატოვებინეს გლდანის სამკურნალო დაწესებულების მთავარ ექიმს.
რა გახდა 53 წლის ირაკლი თოფურიძის გარდაცვალების მიზეზი და როგორია მისი ოჯახის პოზიცია, ამის გარკვევა მის ქალიშვილთან, ანა თოფურიძესთან ვცადეთ.
ანა თოფურიძე:
-მამა მშენებელი ინჟინერი იყო. მას მუხროვანის ჯართან არანაირი შეხება არ ჰქონდა -უბრალოდ, აფხაზეთის ომის ვეტერანი გახლდათ. სამწუხაროდ, ისე გარდაიცვალა, ვერ მოვასწარით გაგვეგო, რა გადახდა თავს. ის 2009 წლის 5 მაისს დააკავეს. როგორ აღმოჩნდა იმ დღეს მუხროვანის ბაზაში, ჩვენთვის უცნობია. გასამართლების შემდეგ, თვეში ერთხელ, ერთი საათით ვხვდებოდით პაემანზე. შუშიდან ვუყურებდით ერთმანეთს და ტელეფონით ვესაუბრებოდით. ციხიდან გამოსვლის შემდეგ, მამა ფაქტობრივად ერთი დღე იყო სახლში, მეორე დილით, გამთენიისას გარდაიცვალა. ვერ მოვასწარით მასთან გასაუბრება. მისი სასამართლო პროცესები კი აბსურდის თეატრი იყო. ე.წ. მუხროვანის ამბოხის ყველა მონაწილე ერთად გაასამართლეს. ირაკლი თოფურიძე არ აღიარებდა დანაშაულს, ან რა უნდა ეღიარებინა, როცა არანაირი შეხება იმ ფაქტთან არ ჰქონია? დიდ ფსიქოლოგიურ და ფიზიკურ წნეხს გაუძლო, ბოლომდე დარჩა თავის პოზიციაზე, ვერ გატეხეს. 9 წელი მიუსაჯეს. აქედან 3 წელი და 8 თვე გლდანის საპყრობილეში გაატარა. მართალია, განაჩენი გამოტანილი იყო და მუდმივად ვითხოვდით ჩვეულებრივ დაწესებულებაში მის გადაყვანას, მაგრამ უშედეგოდ. ბოლომდე იქ დატოვეს და 13 იანვარს სწორედ გლდანიდან გათავისუფლდა. ამ დროის მანძილზე შეზღუდული ჰქონდა სატელეფონო ზარებიც, 2 კვირაში ერთხელ რეკავდა, მხოლოდ 2 წუთით, მეტი დროით არ მახსოვს, სახლში დაერეკოს -ყველაფერს უზღუდავდნენ. უბრალოდ, მოგვიკითხავდა და თუ რამე სჭირდებოდა, გვეტყოდა. ციხეში ჩვენი შეხვედრები ემოციური იყო, მაგრამ თვითონვე გვამხნევებდა...
-როგორი იყო თქვენი შეხვედრა ციხის კართან?
-ყველამ ნახა, როგორ გამოვიდა ეკა ბესელია გლდანის ციხიდან პოლიტპატიმრებთან ერთად. იმ კადრებში ირაკლი არსად ჩანს. ყველამ ვიცოდით, რომ არ გამოჩნდებოდა -არ უყვარდა აფიშირება. ციხიდან ყველაზე ბოლოს გამოვიდა, სულ სხვა მხრიდან. ჩვენმა ახლობელმა შემთხვევით დაინახა. თავისი ფეხით გამოვიდა, მაგრამ ძალიან ცუდად გამოიყურებოდა, ძალიან გამხდარი იყო, ფერი არ ედო სახეზე. ჩვენი ბოლო შეხვედრა ციხეში 27 დეკემბერს მოხდა. მაშინ პაემანზე კოჭლობით გამოვიდა. ვკითხე, -რა გჭირს-მეთქი? -ძალიან დიდხანს ვიდექი ფეხზე და ფეხი დამიბუჟდაო. -არ გვიფიქრია, თუ ასე ცუდად იყო. ციხიდან პირდაპირ მშობლების საფლავზე წავიდა და იმის მერე მოვიდა სახლში. პანაშვიდებზე მისი ყოფილი თანასაკნელები რომ მოდიოდნენ, ამბობდნენ, ირაკლი სულ ფეხზე იდგა და ლოცვებს ისე კითხულობდა, მაგრამ ბოლო ორი თვე ფეხზე ვეღარ დგებოდა, ამიტომ ჩვენ გვაკითხებდა ლოცვას ხმამაღლა და თვითონ წამოწოლილი იყოო. თურმე ფეხები შეშუპებული ჰქონდა და ვერ დგებოდა. როგორც გვითხრეს, ეს გულის პრობლემებმა იცის.
-მას ჯანმრთელობის პრობლემა ჰქონდა?
-სრულიად ჯანმრთელი იყო, როცა დააპატიმრეს. ირაკლი მაღალი იყო, თავისი სიმაღლის შესაბამისი წონა ჰქონდა. შეცვლილი ირაკლი პირველად სასამართლო პროცესებზე ვნახეთ -ძალიან გამხდარი მოვიდა. რაც დრო გადიოდა, უფრო ცუდად გამოიყურებოდა. -არაფერი მტკივა, გადასარევად ვარო, ასე პასუხობდა ყველას. მართლა ყველანი შეშფოთებულები იყვნენ მისი გარეგნული მდგომარეობით, მაგრამ ამას რას წარმოვიდგენდით? იმ დღეს ჩვეულებრივ, ოჯახურ გარემოში ვიყავით. დილით რომ ადგა, ბანკში წავიდა და თანასაკნელებს თანხა გადაურიცხა. მერე სახლში დაბრუნდა, მისი მეგობრებიც მოვიდნენ, ცოტა დალია, მაგრამ მთვრალი არ ყოფილა. იმ საღამოს ძალიან გვიანობამდე ვისხედით მამაჩემი, მე და ჩემი ძმა, ვსაუბრობდით ყოფით საკითხებზე. მერე დასაძინებლად წავიდა. გამთენიისას, 7 საათზე დედამ მისი ბოლო ამოსუნთქვა გაიგო, ფაქტობრივად, ძილში გაიპარა. სასწრაფო რომ მოვიდა, უკვე გარდაცვლილი იყო. ბუნებით ოპტიმისტი იყო, სულ ამბობდა, -მე ციხიდან გამოვალ, ამ წლების მოხდა არ მომიწევსო.
-ხომ არ გაქვთ ინფორმაცია, აღმოუჩინეს თუ არა ციხეში სამედიცინო დახმარება?
-არ ვიცი, ბოლო დროს ჩივილებით მიმართა თუ არა ექიმებს, მაგრამ ამ 3 წლისა და 8 თვის განმავლობაში ბევრჯერ მიმართა ექიმს გამოკვლევისთვის, მაგრამ ყველა მოთხოვნა უპასუხოდ რჩებოდა. ერთადერთხელ მოვახერხეთ, რომ ოჯახმა ჩვენი ხარჯებით სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროში გადმოვაყვანინეთ გამოკვლევის ჩასატარებლად. იქ გულიც გამოუკვლიეს, ფილტვებიც და თქვეს, არაფერი სჭირსო. ახლა ვფიქრობ, ეტყობა, ესეც ზერელე გამოკვლევა იყო. თვითონ არასდროს უთქვამს, რომ ჯანმრთელობის პრობლემა ჰქონდა, მაგრამ ციხიდან გამოსული მისი თანასაკნელებისგან ვიგებდით, რომ ცუდად იყო და ამის მერე ჩავუტარეთ გამოკვლევა. ეს ორი წლის წინ იყო. მინდა, პირველ რიგში, მომხდარში ციხის ექიმი დავადანაშაულო. მან პასუხი უნდა აგოს. ირაკლი გვიყვებოდა, როგორ ექცეოდნენ ექიმები პატიმრებს. ნაცემი, დასისხლიანებული პატიმრები რომ შეჰყავდათ ექიმთან, ის იჯდა და მშვიდი სახით ეკითხებოდა, -რა მოგივიდა, ლოგინიდან გადმოვარდიო? მან ბევრი რამის მოყოლა ვერ მოასწრო. არ ვიცით, რეალურად რა ტანჯვა გამოიარა. დეტალებზე არ გვისაუბრია, არ გვინდოდა, ემოციებით დაგვეტვირთა და ვფიქრობდით, ამ თემებზე სასაუბროდ სხვა დრო გვექნებოდა, მაგრამ ასე დასრულდა ყველაფერი. ძალიან მხიარულ და კარგ განწყობილებაზე იყო, როცა დაწვა. იმ საღამოს შევთანხმდით, რომ მეორე დღეს საავადმყოფოში გამოკვლევებზე წავიყვანდი. მითხრა, არაფერი მაწუხებს, მაგრამ თანახმა ვარ, რომ წამოვიდეო.
-ექსპერტიზა ჩაუტარდა? რა იყო მისი სიკვდილის მიზეზი?
-არა, ექსპერტიზა არ ჩაგვიტარებია. ისედაც ძვალი და ტყავი იყო დარჩენილი და კიდევ ვეღარ ვაწვალებდით. ისედაც ვიცით, რაც დაემართა, რა საჭიროა ექსპერტიზა? ექიმებს ვადანაშაულებ მომხდარში და მათ სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას ვითხოვ, იმიტომ, რომ სხვა პატიმრებსაც იგივე არ დაემართოთ. ყველაფერში დამნაშავე სააკაშვილის რეჟიმია, ამას კომენტარიც არ სჭირდება. ექიმის სამსახურიდან გათავისუფლება არ არის საკმარისი. მამაჩემი ყველას უყვარდა. ძალიან კარგად იხსენებდნენ თანასაკნელები.
-ნაცემი იყო?
-სასტიკად სცემეს მოდულის შენობაში, ნეკნები ჩამტვრეული ჰქონდა. გვითხრა, კისერს ქვემოთ სულ ლურჯი ვიყავიო. ემუქრებოდნენ ჩემი ძმის დაჭერითაც, მაგრამ მაინც ვერ გატეხეს. დაკავებამდე თიაქარის ოპერაცია ჰქონდა გაკეთებული, ძლივს დადიოდა, რომელ ამბოხზე იყო საუბარი? ნაოპერაციები ადამიანი სასტიკად სცემეს. არც უმკურნალიათ, ისე შეუხორცდა ჩამსხვრეული ნეკნები. რამდენჯერაც დაიჩივლა, მას ყურადღება იქ არავინ მიაქცია და ბუნებრივია, ალბათ მერე არც მიუმართავს ექიმისთვის. შეეგუა იმას, რომ დახმარებას არავინ აღმოუჩენდა. ამბობდა, არჩევნების შემდეგ პატიმრების მიმართ დამოკიდებულება შეიცვალა, მაგრამ იქ ისევ ის ხალხი მუშაობსო.
-რას ითხოვს თქვენი ოჯახი?
-ვითხოვთ ექიმების დასჯას. ბუნებრივია, მისი სახელის რეაბილიტაციასა და მორალურ და მატერიალურ ზარალს. ამ საკითხზე ჩივილს თვითონ აპირებდა და რადგან ეს მისი სურვილი იყო, ამიტომ ჩვენ გავაგრძელებთ. ამბობდა, არ ვიცი, ციხეში ის წლები როგორ გავიდა, მაგრამ არჩევნების შემდეგ დრო არაფრით არ დამთავრდაო.