„სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა - სააკაშვილის ეს გეგმა ზუსტად იმ სტრატეგიულ გეგმაში ჯდება, რაც რუსეთს გააჩნია, ეს თემა მხოლოდ ქვეყნის შიგნით არ იხარშება“

„სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა - სააკაშვილის ეს გეგმა ზუსტად იმ სტრატეგიულ გეგმაში ჯდება, რაც რუსეთს გააჩნია, ეს თემა მხოლოდ ქვეყნის შიგნით არ იხარშება“

ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებების პირველი რაუნდი დაიწყო. ამერიკის საელჩოში სამსაათიანი შეხვედრის მიუხედავად, ჯერჯერობით მხარეები ვერაფერზე შეთანხმდნენ. შეხვედრიდან გამოსულმა პოლიტიკოსებმა შეხვედრის დეტალებზე არ ილაპარაკეს, თუმცა დააანონსეს, რომ მოლაპარაკებები გაგრძელდება. მიუხედავად იმისა, ყველა ოპოზიციონერმა ლიდერმა განაცხადა, რომ არჩილ თალაკვაძესთან შეხვედრა პოზიტიური იყო, ჯერჯერობით თავისი მოთხოვნების უკან წაღებას არ აპირებენ და ისევ რიგგარეშე არჩევნების დანიშვნას და თამარ ჟვანიას გადადგომას ითხოვენ. ასევე, შაბათს დაგეგმილი აქცია ძალაში რჩება. საბოლოოდ რაზე შეიძლება მხარეები შეთანხმდნენ for.ge-„ქართული ოცნების“ ერთ-ერთ ლიდერს გია ვოლსკის ესაუბრა.

მეორე ტურებამდე რამდენიმე დღეა დარენილი და როგორ ფიქრობთ, შეძლებთ ოპოზიციასთან რაიმეზე შეთანხმების მიღწევას?

- უნდა ვაღიაროთ, რომ სიტუაცია საკმაოდ დაძაბულია. რასაკვირველია, ნაციოანლებს აქვთ კონკრეტული გეგმა და სცენარი, რომელსაც მიყვებიან და ახორციელებენ. ჩვენ მოვისმინეთ ეს გეგმა რას ნიშნავს. ეს არის სახელმწიფოს გადატრიალების მცდელობა და ზუსტად ამ სიტყვებით აისახება ის სტრატეგიული გეგმა, რაც მიხელ სააკაშვილს აქვს და ზუსტად იმ სტრატეგიულ გეგმაში ჯდება, რაც რუსეთის ფედერაციას გააჩნია. ეს თემა მხოლოდ ქვეყნის შიგნით არ იხარშება. ჩვენი პასუხები და გადაწყვეტილებები იმ გარემოს ეყრდნობა, რაც მთლიანად რეგიონში ვითარდება.

თქვენ ფიქრობთ, რომ „ნაციოანლური მოძრაობის“ ინტერესში მოლაპარაკება არ შედის?

- ის, რომ ქვეყანა უნდა დავალაგოთ და რაღაცაზე უნდა შევთანხმდეთ, რა თქმა უნდა, ნაცკლასტერის ინეტერესში არ შედის. ამას დაუფარავად ამბობენ კიდევაც. საქართველოს და კავკასიის რეგიონის წინაშე გაცილებით უფრო სერიოზული გამოწვევები დგას და სააკაშვილი ისევ იმ გეგმას ასრულებს, რომელსაც 2008 წლის აგვისტოში ასრულებდა. დესტაბილიზაციის სურვილი იმ ქვეყანაში, რომელსაც ვერ აკონტროლებს და რუსების ინტერესს სააკაშვილის გგემებიც ზუსტად ერგება. ჩვენ იმას ვფიქრობთ, რომ ქვეყანა სამშვიდობოს აუცილებლად უნად გავიყვანოთ. თუ მოლაპარაკება შესაძლებელია და ეს საქართველოს გადაარჩენს იმ არეულობსიგან, რასაც სააკაშვილი გვპირდება, რა თქმა უნდა, მოლაპარაკება აუცილებლია.

თუ მოლაპარაკება ვერ მოხდა და პოზიციები არც ერთმა თქვენგანმა არ დათმო, მაშინ გამოსავალს რაში ხედავთ?

- თუ მოლაპარაკება ვერ შედგა, მაშინ უნდა მოიძებნოს პოლიტიკური ძალები, რომლებიც უფრო მეტი პასუხისმგებლობით იქნებიან ქვეყნის წინაშე გამსჭვალულები, ვიდრე სააკაშვილის ნაცკლასტერია. თუ ესეც ვერ მოხერხდა, რასაკვირველია, ქვეყანას აქვს ის რესურსი, რომ სტაბილურობაც შეინარჩუნოს - ნაკლული, მაგრამ პარლამენტი შექმნას, რომელსაც ამავე დროს, ვალდებულება აქვს, რომ 2021 წლის ბიუჯეტი მიიღოს. ქვეყანას ამათ გულისთვის ხომ არ დავანგრევთ?

ვინ არიან ოპოზიციაში ის პოლიტიკური ძალები, რომლებთანაც ფიქრობთ, რომ თუ „ნაციოანლური მოძრაობა“ დათმობაზე არ წამოვიდა, მათთან საუბარი შესაძლებელია?

- ვინაობის დასახელება არ მინდა, მაგრამ ვიტყვი, რომ ვიღცეებს დალაპარაკების სურვილი ადრეც ჰქონდათ. აგერ, გრიგოლ ვაშაძესაც კი აღმოხდა, რომ დიალოგს წინ არაფერი უდგას და ლაპარაკი აუცილებლად უნდა დაწყებულიყო, თუმცა ჩატკეპნეს და მიწასთან გაასწორეს. მე ვაშაძის და სალომე სამადაშვილის ადვოკატად ვერ გამოვდგები, მაგრამ ხაზგასმით საუბრობენ იმაზე, რასაც მეც ვამბობ. თუ რამე ნაგავი იყო ნაციონალებმა შეისრუტეს, შექმნეს არა პარლამენტართა ოცეული, არამედ რევოლუციონერთა ოცეული, რომელთა ინტელექტი სერიოზულ შენიშვნებს იმსახურებს. რასაკვირველია, გამოჩდებიან ისეთი პოლიტიკური ფიგურები და სუბიექტები, რომლებიც მოსახლეობის უდიდესი ნაწილის პოზიციას გაითვალისწინებენ. მანდატები მათთვის იმიტომ არ მიუციათ, რომ საქართველო დაანგრიონ. აქედან გამომდინარე, გამოჩდებიან პოლიტიკური პარტიები, რომლებსაც არამარტო გამბედაობა, არამედ თავისი ქვეყნის წინაშე პასუხისმგებლობა ექნებათ.

ოპოზიცია, ჯერჯერობით, პოზიციას რიგგარეშე არჩევნების დანიშვნასთან დაკავშირებით არ ცვლის და თქვენი პასუხიც ისევ კატეგორიული უარი იქნება?

- არამარტო ჩვენ, არამედ მთელი საერთაშორისო თანამეგობრობა თვლის, რომ არჩვენები ყველა იმ ფუნდამენტალური ნორმების დაცვით ჩატარდა, რომელიც დემოკრატიულ სახელმწიფოს ახასიათებს. შენიშვნები და რაღაცა პატარა დარღვევები ისედაც იყო, იქ გადათვლები მიმდინარეობს. როგორც ჩვენს ოპონენტებს ვუყურებ, ეს არ აინტერესებთ. ახლა არჩევნებს იმდენხანს ხომ ვერ ჩავატარებთ, სანამ ნაციონალები არ გაიმარჯვებენ? ეს რეალობა ქვეყანაში აღარ მოხდება და ამ რელობას კი, ჩვენ ნამდვილად ვერ დავუპირისპირდებით.