სტიქიით დაზარალებულმა კომპენსაციის სახით 12 ლარი მიიღო

სტიქიით დაზარალებულმა კომპენსაციის სახით 12 ლარი მიიღო

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ კონდოლში მცხოვრებმა მერაბ ალადაშვილმა, რომელიც 2012 წლის 19 ივლისის სტიქიის შედეგად დაზარალდა, კომპენსაციის სახით 12 ლარი მიიღო.

"17 მეასედ ვენახში, 40 მეასედ მარცვლეულში და 20 მეასედ ბოსტნეულში 12 ლარი ავიღე. მეუბნებიან თბილისში წადიო, რა აზრი აქვს იქ ჩასვლას? მაშინ როდესაც ადგილობრივ მუნიციპალიტეტში მთავრობის წამომადგენლები ამ საკითხზე ნორმალურ პასუხს ვერ მცემენ. მეუბნებიან, გასულ წელს 1500 ლარი გაქვთ აღებული და იმტომ აიღეთ ასეთი მცირე რაოდენობის თანხაო. ეს უსამრთლობაა",– განუცხადა რადიო "ჰერეთს" სტიქიით დაზარალებულმა მერაბ ალადაშვილმა.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით თელავის გამგეობაში კომენტარს არ აკეთებენ.

მეორე დღეა კახეთის რეგიონში სტიქიით დაზარალებულ მოსახლეობაზე ფულადი კომპენსაციების გაცემა მიმდინარეობს. მერაბ ალადაშვილისგან განსხვავებით არიან ისეთები, რომელბიც სახლში სოლიდური თანხებით ბრუნდებიან. „ჰერეთის“ კორესპონდენტის ცნობით, ფულადი ანაზღაურება საშუალოდ 300 ლარიდან 13 ათას ლარამდე მერყეობს.

ბანკ „ქართუს“ თელავის ფილიალში ისევ ხალხმარვლობაა. ბანკიდან გამოსული დაზარალებულების ნაწილი სახელმწიფოს მიერ ზარალის ანაზღაურებით კმაყოფილია, ნაწილი კი კომპენსირებულ თანხას არაადექვატურს უწოდებს.

შეგახსენებთ, რომ რეგიონის 5 რაიონში ფულად კომპენსაციას 28 ათას 500 ოჯახი ეტაპობრივად მიიღებს. ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების სამინისტროში განმარტავენ, რომ თანხების გაცემა 6 კვირის განმავლობაში დასრულდება.