თამარ ჩერგოლეიშვილი:

თამარ ჩერგოლეიშვილი:"ივანიშვილი ქვეყანას, როგორც კომპანიას ისე უყურებს"

ჟურნალ "ტაბულას" მთავარი რედაქტორის თამარ ჩერგოლეიშვილის აზრით, ივანიშვილი პოლიტიკას როგორც ბიზნესს ისე უყურებს. ამის შესახებ გიგა ბოკერიას მეუღლე სიციალურ ქსელ "ფეისბუქში" წერს.

"ივანიშვილის psycho -ს ასახსნელად ფუკუიამას მოხმობა ცოტა მერიდება, მაგრამ მას ეკუთვნის სტატია, სადაც ხსნის, თუ რატომ არ გამოვა ბიზნესმენისგან ქვეყნის მეთაური.

გუშინ მე და ვატო ლეჟავა ვმსჯელობით და ვცდილობდით გამოგვეცნო, რატომ აკეთებს ეს კაცი ურთიერთგამომრიცხავ განცხადებებს და რატომ არ ერიდება. ერთ-ერთი ახსნა ასეთია:

ხომ ცხადია, რომ ქვეყანას, როგორც კომპანიას ისე უყურებს. მოიგო ხმების 54% პროცენტი, ანუ მაჟორიტარი აქციონერია და ვერ ხვდება ეს მინორიტარები ხმას საერთოდ რატომ იღებენ.

ზუსტად ისევე უყურებს თავის განცხადებებსაც. ფიქრობს, რომ ბორდ რუმებში დასეირნობს. ერთგან ერთს იტყვის, მეორეგან მეორეს, მესამეგან მესამეს და მიაჩნია, რომ მსმენელი ამ განცხადებებს ერთმანეთს არ უკავშირებს. ანუ ვერ ხვდება, რომ ერთიან, საჯარო სივრცეში საუბრობს",-წერს ჩერგოლეიშვილი.

ჟურნალის რედაქტორი, პრემიერ ივანიშვილის თავდაცვის მინისტრ ირაკლი ალასანიაზე გაკეთებულ განცხადებასაც ეხმაურება.

"რა საშინელებაა, პოლიტიკოსს პრეზიდენტობა მოუნდომებია და საკუთარ გუნდთან განუხილავს :)",- წერს საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის მეუღლე.

გუშინ, დავოსში, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ბიძინა ივანიშვილმა ქართველ ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა, რომ ირაკლი ალასანიას მოუვიდა შეცდომა, როდესაც საპრეზიდენტო კანდიდატურის განხილვა თავის პარტიასთან დაიწყო.