თუკი ხელისუფლებაში კვლავ „ნაციონალური მოძრაობა“ დაბრუნდება

თუკი ხელისუფლებაში კვლავ „ნაციონალური მოძრაობა“ დაბრუნდება

ქვეყანაში როგორც კი წინასაარჩევნო პერიოდი დგება, „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში „ნაციონალური მოძრაობისა“ და „სისხლიანი რეჟიმის“ დაბრუნდებით აპელირებს. მათი მხრიდან მსგავსი მუქარა ისმის თითქმის ყოველთვის, თუმცა არჩევნების მოახლოებასთან ერთად უფრო აქტიურდება, რაც ამომრჩევლის ნაწილზე მოქმედებს, რადგან წინა მმართველის 9-წლიანი პერიოდი და მისი მარწუხები თითოეულ მოქალაქეს საკუთარ თავზე აქვს გამოცდილი. მწარე გამოცდილებით დათრგუნული და წარსულის დაბრუნებით შეშინებული ამომრჩეველი, ისევ „ოცნებას“ აძლევს იმის საშუალებას, რომ ხელისუფლებაში დარჩეს. რატომ ხდება ასე? - ხალხი პრაქტიკულად ალტერნატივის გარეშეა დარჩენილი. საზოგადოებას სხვა გზა არ რჩება - არჩევანი უნდა გააკეთოს „ქართული ოცნების“ „აუხდენელ ოცნებებსა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ „სისხლიანი რეჟიმს“ შორის.

ჩვენი მეხსიერება საკმაოდ მძიმე კადრებს ინახავს. გონებაში ჩარჩენილია ის სურათი, რომლის უკან დაბრუნება საზოგადოების საკმაოდ სოლიდურ ნაწილს აშინებს და ამის რეალური საფუძველი არსებობს კიდეც. გვახოვს 7 ნოემბერი, 26 მაისი, უამრავი უდანაშაულო ადამიანის დაღვრილი სისხლი. „2 გვამი“, რომელსაც მაშინდელი ძალოვანი ითხოვდა. 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომი და შეშინებული, გასაქცევად გამზადებული პრეზიდენტი.

„ნაციონალური მოძრაობა“ თავის დროზე რევოლუციით მოვიდა. ფაქტია, რევანშს მოწყურებული და მორიგი რევოლუციით შეპყრობილი პარტია კვლავ იგივე მეთობით ცდილობს სათავეში მოქცევას. ვხედავთ, რომ ქვეყანაში არჩევნების მოახლოებასთან ერთად, არა მხოლოდ „ქართული ოცნების“ პროპაგანდისტული მანქანა იწყებს მუშაობას, არამედ ოპოზიციაც თავისი სამოქმედო გეგმითა და „სახელმწიფოს გადატრიალების მორიგი მცდელობით“. ყოფილ პრეზიდენტს კი, რომელსაც ფაქტია, უკრაინაში თავისი თანამდებობა არ აკმაყოფილებს, ქვეყანაში დაბრუნება სურს. ამისთვის აუცილებელია ხელისუფლებაში კვლავ „ნაციონალური მოძრაობა“ მოვიდეს, რომ ძებნილი ექსპრეზიდენტი ქვეყანაში მშვიდად დაბრუნდეს.

ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე For.ge-სთან ამბობს, რომ ხელისუფლებაში მხოლოდ „ნაციონალური მოძრაობა“ ვერ მოვა, რადგან კოალიციური მთავრობის შემთხვევაში პარლამენტში სხვა პარტიებსაც ვიხილავთ. თუმცა, როგორც მან აღნიშნა, ამ პარტიის კვლავ სათავეში მოქცევა ისევ და ისევ „სისხლიანი რეჟიმის“ აღზევების ტოლფასი იქნება.

„მარტო „ნაცმოძრაობა“ ვერ მოვა ხელისუფლებაში. თუმცა, თუ ოპოზიცია გაიმარჯვებს, ხელისუფლებაში სააკაშვილი დაბრუნდება. არ ვფქირობ, რომ რაიმე რადიკალურად შეიცვლება. საუბარი იმაზე, რომ სააკაშვილი კი არა, კოალიცია იქნება, ასე არაა. კოალიცია იქნება, მაგრამ ხელისუფლების რეალური განმკარგველი სააკაშვილი გახდება.

დიდი ალბათობით, იგივე პოლიტიკური პროცესი იქნება, როგორიც 9 წლის განმავლობაში იყო. დიდ რეფორმებზე წამსვლელი არაა ეს პარტია. ეს ის ხალხია, რომელიც ერთხელ უკვე იყო ხელისუფლებაში. პრობლემა ის კი არაა, რომ მათ დანაპირები ვერ შეასრულეს, არამედ ის, როგორ მოქმედებდნენ. ცუდი უფრო მეტი იყო, ვიდრე კარგი, თუკი რაიმე კარგი საერთოდ იყო. უბრალოდ, რეჟიმი იქნება უფრო ხისტი, ზოგჯერ ლიბერალური, მაგრამ რეჟიმი მაინც რეჟიმი იქნება“, - განაცხადა ვახტანგ ძაბირაძემ.

კიდევ ერთი ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე ჩვენთან საუბრისას აღნიშნავს, რომ თეორიულადაც კი ხელისუფლებაში „ნაციონალური მოძრაობის“ დაბრუნებაზე მსჯელობა არასერიოზულია. მისივე თქმით, „ნაცმოძრაობას“ ხელისუფლებაში დაბრუნებისთვის მხოლოდ ერთი გზა არსებობს - სახელმწიფოს გადატრიალება.

„ნაცმოძრაობას“ შეუძლია ხელისუფლებაში დაბრუნება სახელმწიფო გადატრიალების გზით, როგორც 2003 წელს. თუ „ნაცმოძრაობა“ ხელისუფლებაში დაბრუნდება, ის აუცილებლად დაბრუნდება ისე, რომ თვითონ იყოს უმრავლესობაში და სხვა პარტიებს პატარ-პატარა ნაჭრები ჩამოურიგოს, რომ მათ არ ჰქონდეთ გადაწყვეტილებაზე რაიმე გავლენის საშუალება.

თუ ახლა ეს პარტიები „ნაცმოძრაობას“ გვერდში დაუდგებიან და დაეხმარებიან, რომ სახელმწიფო გადატრიალება მოახდინონ და რევოლუციით დაეუფლონ ძალაუფლებას, შემდეგ კი „მღვრიე წყალში თევზი დაიჭერონ“, ეს ამ პარტიების მხრიდან ძალიან მცდარი გათვალაა. ხელისუფლებაში „ნაცმოძრაობის“ დაბრუნების ძალიან მცირე შანსი არსებობს. ხელისუფლებამ ძალიან მძიმე, ფატალური შეცდომები უნდა დაუშვას, რომ „ნაცმოძრაობას“გაუათმაგდეთ მომხრეთა რაოდენობა და ჰქონდეთ იმის იმედი, რომ ხელისუფლებაში დაბრუდნენ.

2003 წელს სხვა მდგომარეობა იყო, ახლა სხვა ვითარებაა. თუ „ნაცმოძრაობა“ შეეცადა ძალისმიერი მეთოდით ხელისუფლების დაუფლებას, აქ შეიძლება გამოვიდეს საზოგადოების მეორე ნაწილი და ამას ხელი შეუშალოს. ალბათ, ეს ყველაზე არასასურველი სცენარი იქნება. თუ ხელისუფლებაში დაბრუნდება, ისინი რაღაც პერიოდი ტოლერანტობას აჩვენებენ საზოგადოებას, თითქოს წინა პერიოდის შეცდომები გაითვალისწინეს, მაგრამ შემდგომში ისევ დაუბრუნდებიან მმართველობის იგივე სტილს, რაც ჰქონდათ“, - განაცხადა ზაალ ანჯაფარიძე For.ge-სთან.

როგორც ცნობილია, 8 ნოემბერს ცენტრალურ საარჩევნო კომისიის შენობასთან მომიტინგეები წყლის ჭავლით დაშალეს. ოპოზიციონერმა ლიდერებმა ცესკოს შენობასთან მისვლა მას შემდეგ გადაწყვიტეს, რაც მათ მიერ მიცემული ულტიმატუმის დრო ამოიწურა. (ოპოზიციას სამი მოთხოვნა ჰქონდა: ცესკოს თავმჯდომარის, თამარ ჟვანიას გადადგომა, ხელახალი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნა და პოლიტპატიმრები გათავისუფლება.) აქვე აღვნიშნოთ, 2019 წლის 20 ივნისის მოვლენები და „გავრილოვის ღამე,“ როდესაც რუსთაველის გამზირზე მომიტინგეები რეზინის ტყვიებით დაშალეს.

ანალიტიკოს ზაალ ანჯაფარიძის განცხადებით, ამ ორ მოვლენას შორის არსებობს საკმაოდ საინტერესო მსგავსება:

ორივე ოპოზიციის მიერ იყო ორგანიზებული და პროვოცირებული, რომელიც პირველ შემთხვევაში პარლამენტზე, მეორე შემთხვევაში კი ცესკოზე შტურმს გულისხმობდა, რასაც შესაძლოა, ქვეყნის გადატრიალების მორიგი მცდელობაც ვუწოდოთ. იკვეთება ასევე საკმაოდ საინტერესო ნიუანსი: ორივე შემთხვევაში ოპოზიცია „მშრალი“ გამოვიდა.

„შეიქმნა ისეთი შთაბეჭლდილება, რომ ოპოზიციის ლიდერები ერთგვარად განერიდნენ ამ პროცესს და ეგზალტირებული ახალგაზრდების მასა მიუშვეს, რომელიც ჩემი აზრით, იგივე ხალხი იყო, რომელიც 2019 წლის 20 ივნისს უტევდა პარლამენტს. მოქმედების სტილი, ხელწერა იყო აბსოლუტურად იგივე, რასაც პარლამენტის შტურმისთვის იყენებდნენ. მგონია, რომ მიუშვეს ეს ხალხი ცესკოს შენობაში შესაჭრელად და უყურებდნენ რა გამოუვიდოდათ.

შეიძლება გავაკეთოთ დაშვება, რომ ამ ეგზალტირებული ახალგაზრდების წინააღმდეგ პოლიციას გამოეყენებინა გადამეტებული ძალა და ოპოზიციას შემდეგ ხელში ჰქონოდათ ის არგუმენტი, რაც 2019 წლის 20 ივნისს ჩაუვარდათ, როდესაც პალიციელების ცალკეული რაზმების მიერ იქნა გამოყენებული გადამეტებული ძალა და ხალხი დაზიანდა, რომ ეჩვენებინათ ადგილობრივი თუ საერთაშორისო აუდიტორიისთვის ბევრი დაზიანებული ადამიანი და ა.შ.

როგორც ჩანს, პოლიციამ გაითვალისწინა ის გამოცდილება, რაც მიიღო და წყლის ჭავლის გარდა არაფერი გამოიყენა. ვფიქრობ, ოპოზიციონერი ლიდერების იქ არგამოჩენა იყო წინასწარ გათვლილი ნაბიჯი. ისინი მივიდნენ მხოლოდ მას შემდეგ, რაც ბრძოლა უკვე გაჩაღებული იყო“, - განაცხადა ზაალ ანჯაფარიძემ.

Aburjga Tasmanieli 2003 წლის სახელმწიფო გადატრიალების შემდეგ ნაციონალური მოძრაობა სულ ხელისუფლებაშია!!! დღემდე ხელისუფლებაშია!!! ხან უმრავლესობაში და 2012 წელს შემდეგ უმცირესობაში, მაგრამ ხელისუფლებაში. საქართველოს ხელისუფლების უმაღლესი ორგანო არის პარლამენტი. 2012 წელს, 2016 წელს, 2020 წელსაც ნაციონალური მოძრაობა არის პარლამენტში, უმსხვილესი ოპოზიციური პარტიაა. ქვეყნის პოლიტიკურ დღისწესრიგს უმეტეს შემთხვევაში მათი დაყენებული ნარატივი განსაზღვრავს! ყოველთვის, უმცირესობაა თუ უმრავლესობა ქართველ ხალხას თავის პოლიტიკურ ხუშტურზე არბენინებენ! ფაქტია! თანაც ახლა ორბივით გაიზარდნენ, მათ ამოუვიდათ ფრთები - "ევროპული საქართელო", ლელო, გირჩი, სტრატეგია აღმაშენებელი და ა.შ.!
3 წლის უკან
trampi იან კელი - როგორ შეიძლება საქართველოს პრეზიდენტმა მიულოცოს შეთანხმება, რომელიც კავკასიაში ამყარებს კიდევ ერთ რუსულ ოკუპაციას და ბლოკავს დასავლეთს?


აშშ-ის ყოფილი ელჩი საქართველოში იან კელი პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადებას აკრიტიკებს, რომელიც მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში საომარი მოქმედებების დასრულების შესახებ შეთანხმებას უკავშირდება.

„როგორ შეიძლება საქართველოს პრეზიდენტმა მიულოცოს შეთანხმება, რომელიც კავკასიაში ამყარებს კიდევ ერთ რუსულ ოკუპაციას და ბლოკავს დასავლეთს?“ - წერს იან კელი „ტვიტერზე“.

შეგახსენებთ, საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ კავკასიაში ახალი ეპოქა იწყება. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ დაწერა, რითაც ის მთიან ყარაბაღში სომხეთისა და აზერბაიჯანის კონფლიქტის დასრულების შესახებ მიღწეულ შეთანხმებას გამოეხმაურა.

„კავკასიაში ახალი ეპოქა იწყება, ვულოცავ ჩვენს მეგობრებს, სომხეთსა და აზერბაიჯანს, ტრაგიკული ომის დასრულებას და მადლობას ვუხდი ფასილიტატორებს. თანაგრძნობას ვუცხადებ დაღუპულთა ოჯახებს. მშვიდობასა და სტაბილურობას ალტერნატივა არ გააჩნია. ერთად ვიწყებთ თანამშრომლობის ახალ ეტაპს“, - წერს პრეზიდენტი ზურაბიშვილი.
----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------


აი ამ იან შიხტა-კიკოლამ, სუ გააშიშვლა ამერიკის ,,ნამდვილი მეგობრობის,,, არსი
წარმოგიდგენიაათ?....... ეს ჩათლახი რას ამბოობს?---------- ოღონდ ჩვენი ინტერესები გატარდეს და დაგიხოციათ ერთმანეთიო ...ფაქტიურად ამბობს რაც ბევრი დაიხოცებით ჩვენთვის უფრო უკეთესიო
მთავარი ჩვენი ინტერესებია,..... ჩვენი ინტერესებიო....
ჩათლახი და ასეთი ჩათლახიი?/
აი ასეთი ჩათლახები რომ არიან , იმიტომაც იქინძება კოლუმბი ...და ჩქარა ბოლომდეც მიიქინძება
განა იმას ამბობს ყოჩაღ..... ომი გაჩერდა..... ხალხი აღარ დაიხოცებაო.............. არა---- ოღონდ ჩვენი ინტერესები გატარდეს და მოგსტკვნიათ პატრონიო
3 წლის უკან