ხელისუფლებასთან მოლაპარაკება, მიხეილ სააკაშვილის დაბრუნება თუ ოპოზიციის შუაზე გაყოფა, რა ხდება ოპოზიციაში?

ხელისუფლებასთან მოლაპარაკება, მიხეილ სააკაშვილის დაბრუნება თუ ოპოზიციის შუაზე გაყოფა, რა ხდება ოპოზიციაში?

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე გრიგოლ ვაშაძე მოლაპარაკების მაგიდასთან დასხდომასა და ქუჩის საკონონმდებლო ორგანოს ტრიბუნით ჩანაცვლებაზე საუბრობს. აღსანიშნავია, რომ ვაშაძის განცხადების შემდეგ, „ევროპული საქართველოს“, „გირჩის“, „სტრატეგია აღმაშენებელისა“ და „ლელოს“ წარმომადგენლებმა შეხვედრა გამართეს და მის ამ განცხადებას გაემიჯნენ.

კონკრეტულად რატომ არის „ევროპული საქართველოსთვის“ ვაშაძის განცხადება მიუღებელი, ემხრობიან თუ არა მიხეილ სააკაშვილის ქვეყანაში დაბრუნებას და დაიშლება თუ არა გაერთიანებული ოპოზიცია? For.ge-ის კითხვებს „ევროპული საქართველოს“ წევრი გიგი წერეთელი პასუხობს.

გიგი წერეთელი: გრიგოლ ვაშაძის განცხადებასაც და პარტიის მოსაზრებასაც გავეცანი. მისი განცხადება ოპოზიციის განწყობაში არ ჯდება. გასაგებია, რომ საუბარია მოლაპარაკებებზე და ეს ყველას კარგად გვესმის. არავის სჯერა იმის, რომ საბოლოოდ რამე მოლაპარაკების გარეშე გადაწყდეს, ოღონდ, რა უნდა იყოს მოლაპარაკების საგანი, ამაზეა საუბარი. მიმდინარე მოვლენების ფონზე, ასეთი განცხადება გაუგებარია, თუნდაც მაშინ, როდესაც წინ მეორე ტურებია და თან იძახის, რომ მონაწილეობის მიღებას არ აპირებს.

სხვათა შორის, საერთაშორისო პოზიციიდანაც თუ გადავხედავთ, საუკეთესო გამოსავალი მოლაპარაკებაა, ოღონდ პოზიციები მკაფიოდ უნდა გვქონდეს ჩამოყალიბებული. მოლაპარაკებები უნდა იყოს ახალ არჩევნებთან დაკავშირებით და ეს უნდა იყოს მთავარი საკითხი. ქვეყნის გარეთაც და ქვეყნის შიგნითაც ვფიქრობდით, რომ ამ არჩევნებს უკეთესად ჩავატარებდით. სამწუხაროდ, ეს არ გამოვიდა.

მოლაპარაკებების თემა აქტუალური გახდა, თქვენც ახსენეთ მოლაპარაკებები. პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ განაცხადა, რომ მოლაპარაკებები მხოლოდ და მხოლოდ იმ შემთხვევაში გაიმართება, თუ ვადამდელი არჩევნები არ დაინიშნება. ასევე მისივე თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ოპოზიცია უარს ამბობს პარლამენტში შესვლაზე ერთპარტიული პარლამენტი არ იქნება...

- უპრეცედენტო გადაწყვეტილება იქნა მიღებული - არც ერთი პოლიტიკური პარტია არ დარჩა, რომელმაც 1%-იანი ბარიერი არ გადალახა და დღეს, ყველა ერთხმად აცხადებს, რომ პარლამენტში არ შევლენ და მანდატებზე უარს აცხადებენ. ვერ გავიგე, რას ნიშნავს ერთპარტიული არ იქნება? პარლამენტში გაიყოფიან სხვადასხვა პარტიებად და ითამაშებენ ოპოზიცია-პოზიციონერობას? ეს სწორი მიდგომა არაა. ასეთი პარლამენტი ვერც საკონსტუტიციო ცვლილებებს ვერ მიიღებს. ეს კიდევ სხვა ნაწილია, მაგრამ დღეს რაც ხდება, არის პოლიტიკური კრიზისი. მთლიანად ოპოზიციას უფრო მეტი ხმები აქვს, მაგრამ მანდატებზე უარს აცხადებენ.

სწორედ, მოლაპარაკება უნდა გაიმართოს იმაზე, რომ ეს არჩევნები არალეგიტიმურად გამოცხადდეს. ერთადერთი გამოსავალი არის ის, რომ მაღალი სტანდარტის არჩევნები გაიმართოს, რომელიც საერთაშორისო სტანდარტებს დააკმაყოფილებს.

ბატონო გიგი, თქვენვე ახსენეთ, რომ ოპოზიციას მმართველ გუნდზე მეტი პროცენტი აქვს მიღებული. არ გქონიათ საუბარი იმაზე, რომ აქციები შეგეწყვიტათ და პარლამენტში შესულიყავით და იქიდან გაგეწიათ ხელისუფლებისთვის წინააღმდეგობა?

- რა თქმა უნდა, თეორიული ვერსიები არსებობს, მაგრამ არჩევების დასრულებისთანავე როგორი სურათი მივიღეთ, კარგად ვნახეთ - რა ხდებოდა საუბნო ოლქებთან, ნათელი იყო რომ გაყალბებასთან გვქონდა საქმე. შესაბამისად, აქციების გამართვის საკითხი ძალიან სწრაფად გადაწყდა. იყო გაყალბებები, „კარუსელის“ ტრიალი, ცარიელი კონვერტები ოქმების გარეშე და ა.შ. ამიტომ, ხელისფლებამ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება, რომ ვადამდელი არჩევნები დაინიშნოს. არ ვიცი, როდის, მაგრამ უნდა დაინიშნოს, ეს შეიძლება გაზაფხულზეც მოხდეს.

და პანდემიის ფონზე აქციების გამართვა რამდენად მართებულად მიგაჩნიათ, არ გირჩევნიათ სამართლებრივად იბრძოლოთ ვადამდელი არჩევნების გასამართად?

- როგორც ვიცი, სასამართლოებში ძალიან ბევრი სარჩელია შეტანილი. სამწუხაროდ, საოლქო კომისიებში ფაქტობრივად არ შეუშვეს ოპოზიციის წარმომადგენლები. გარეთ სერიოზული საპროტესტო მუხტია. უბრალოდ, არ მესმის ასეთი არჩევნების ჩატარების არსი. ჩვენი ქვეყნის გადარჩენის ერთადერთი გზა დემოკრატიის გაძლიერებაა და ამაში ნდობით გამართულ არჩევნებს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს.

დემოკრატია ახსენეთ და იყო ცესკოსთან აქციის დარბევა, წყლის ჭავლის გამოყენება, პარლამენტთან დაკავებები. ეს არ უშლის დემოკრატიის განვითარებას ხელს?

- რა თქმა უნდა, პანდემია არის და სამწუხაროა, რომ ეს ორი პროცესი ერთმანეთს ემთხვევა. ამ დროს უნდა მოინახოს რაღაც ზღვარი სიტყვის თავისუფლებასა და პანდემიას შორის. ნამდვილად არ ვფიქრობ, რომ ხელისუფლებამ პანდემიის პროცესი კარგად მართა. ბევრი ჩავარდნა იყო და სწორედ ამიტომ მოვედით ასეთ აფეთქებამდე. ჯანდაცვის სფეროში ძალიან ცუდი ვითარებაა. თუმცა, ეს სრულად არ ამართლებს, იმას, ხელისუფლებამ რაც ცესკოსთან ჩაიდინა. არ იყო საჭიროება ამ პანდემიის ფონზე, რამდენიმე ათეული ადამიანის ცივი წყლით დაშლის. სწორედ, ამაშია ხელისუფლების პასუხისმგებლობის საკითხიც, რომ ყველაფერი ჩარჩოში უნდა მოაქციოს. როგორც ჩანს, ხელისუფლება ამას ვერ უმკლავდება.

და ამის ფონზე ოპოზიცია როდემდე აპირებს საპროტესტო აქციების გამართვას?

- სიმართლე გითხრათ, არ ვიცი. გამოცხადდა სამოქმედო გეგმა და იგეგმება რამდენიმე აქციის გამართვა. იცით, რომ ოპოზიცია არ იღებს ამ არჩევნების შედეგებს, რაც ძალიან სამწუხაროა, მაგრამ ეს არის რეალური სურათი. ოპოზიციის მოთხოვნები იქამდე გაგრძელდება, ვიდრე ხელისუფლება ამ მოლაპარაკებაზე არ დათანხმდება.

ასევე, ოპოზიციის ნაწილი ემიჯნება მიხეილ სააკაშვილის განცხადებას მის ჩამოსვლასთან დაკავშირებით. თქვენი მოსაზრება რა არის აღნიშნულ საკითხზე?

- სიმართლე გითხრათ, მიხეილ სააკაშვილის განცხადებისთვის ბოლომდე არ მისმენია. აღსანიშნავია, რომ მისი ჩამოსვლის გეგმებზე სულ ვისმენთ. თუმცა, ვფიქრობ, რომ ყველას აქვს ქვეყანაში ცხოვრების უფლება და პოლიტიკურ პროცესში მიღების უფლებაც. ოღონდ, ამას ყველა ინდივიდუალურად წყვეტს და ალბათ, მიხეილ სააკაშვილიც თავად გადაწყვეტს თუ როდის დადგება მომენტი, რომ დაბრუნდეს.

მიხეილ სააკაშვილის ჩამოსვლაზე გასაგებია თქვენი მოსაზრება, მაგრამ გრიგოლ ვაშაძის განცხადება, ამას სააკაშვილის დაბრუნების საკითხიც ემატება და ეს ყველაფერი ოპოზიციას გაყოფს შუაზე?

- ერთი რამ შემიძლია გითხრათ, რა თქმა უნდა, ოპოზიციურ პარტიებშიც იქნება კამათი, განცხადებებიც დაზუსტდება. ბუნებრივია, ყველა ერთნაირად ვერ აღიქვამს რომელიმე პოლიტიკოსის სურვილს, მაგრამ მე ვიცი, რა სჭირდება საქართველოს. ქვეყანა მანიპულირებულ არჩევნებს უნდა დაემშვიდობოს. ბევრმა ქვეყანამ ეს გზა გაიარა, ჩვენც უნდა გავიაროთ, მაგრამ სადღაც ეს უნდა დასრულდეს. დიდი სურვილი მაქვს, რომ ამაზე ყველა შეთანხმდეს, მათ შორის როგორც ხელისუფლება, ისევ ოპოზიცია.

trampi იან კელი - როგორ შეიძლება საქართველოს პრეზიდენტმა მიულოცოს შეთანხმება, რომელიც კავკასიაში ამყარებს კიდევ ერთ რუსულ ოკუპაციას და ბლოკავს დასავლეთს?


აშშ-ის ყოფილი ელჩი საქართველოში იან კელი პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადებას აკრიტიკებს, რომელიც მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში საომარი მოქმედებების დასრულების შესახებ შეთანხმებას უკავშირდება.

„როგორ შეიძლება საქართველოს პრეზიდენტმა მიულოცოს შეთანხმება, რომელიც კავკასიაში ამყარებს კიდევ ერთ რუსულ ოკუპაციას და ბლოკავს დასავლეთს?“ - წერს იან კელი „ტვიტერზე“.

შეგახსენებთ, საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ კავკასიაში ახალი ეპოქა იწყება. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ დაწერა, რითაც ის მთიან ყარაბაღში სომხეთისა და აზერბაიჯანის კონფლიქტის დასრულების შესახებ მიღწეულ შეთანხმებას გამოეხმაურა.

„კავკასიაში ახალი ეპოქა იწყება, ვულოცავ ჩვენს მეგობრებს, სომხეთსა და აზერბაიჯანს, ტრაგიკული ომის დასრულებას და მადლობას ვუხდი ფასილიტატორებს. თანაგრძნობას ვუცხადებ დაღუპულთა ოჯახებს. მშვიდობასა და სტაბილურობას ალტერნატივა არ გააჩნია. ერთად ვიწყებთ თანამშრომლობის ახალ ეტაპს“, - წერს პრეზიდენტი ზურაბიშვილი.
----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------


აი ამ იან შიხტა-კიკოლამ, სუ გააშიშვლა ამერიკის ,,ნამდვილი მეგობრობის,,, არსი
წარმოგიდგენიაათ?....... ეს ჩათლახი რას ამბოობს?---------- ოღონდ ჩვენი ინტერესები გატარდეს და დაგიხოციათ ერთმანეთიო ...ფაქტიურად ამბობს რაც ბევრი დაიხოცებით ჩვენთვის უფრო უკეთესიო
მთავარი ჩვენი ინტერესებია,..... ჩვენი ინტერესებიო....რადაც არ უნდა დაგვიჯდეს რუსეთი აუნდა დავქინძოთ, ოღონდ თქვენი ხელითო......
ჩათლახი და ასეთი ჩათლახიი?/
აი ასეთი ჩათლახები რომ არიან , იმიტომაც იქინძება კოლუმბი ...და ჩქარა ბოლომდეც მიიქინძება
განა იმას ამბობს ყოჩაღ..... ომი გაჩერდა..... ხალხი აღარ დაიხოცებაო.............. არა---- ოღონდ ჩვენი ინტერესები გატარდეს და მოგსტკვნიათ პატრონიო
3 წლის უკან