„ნაციონალები თუკი დანარჩენ ოპოზიციას აზრს არ ეკითხებიან, ხელისუფლებაში რომ დაბრუნდნენ, ვინ რას შეეკითხება?“

„ნაციონალები თუკი დანარჩენ ოპოზიციას აზრს არ ეკითხებიან, ხელისუფლებაში რომ დაბრუნდნენ, ვინ რას შეეკითხება?“

რა სამოქმედო ტაქტიკა დაისახა ოპოზიციამ მიზნად და აპირებს თუ არა 2003 წლის რევოლუციური სცენარის მოდიფიცირებას? ოპოზიციური ლიდერების ნაწილი ამბობს, რომ გამორიცხული არაფერია და სწორედ იმ პერიოდის სიტუაცია გვაქვს, როდესაც ედუარდ შევარდნაძემ არჩევნები ტოტალურად გააყალბა.

ოპოზიცია ხელისუფლებას ულტიმატუმის ენით ესუბრება და ამის პარალელურად, სახელმწიფო ინსტიტუტის, ცესკოს შენობის პიკეტირებას შეეცადა. ხელისუფლება კი ამტკიცებს, რომ მან პროპორციული ძალა გამოიყენა - წყლის ჭავლით, კანონის სრული დაცვით ის მომიტინგეები დაშალა, რომლებიც შენობაში შევარდნას აპირებდნენ და პოლიციას წინააღმდეგობას უწევდნენ. რამდენიმე საათიანი დაპირისპირების შემდეგ ოპოზიციამ აქციის მონაწილეების დაშლის გადაწყვეტილება მიიღო და 9 ნოემბერს 6 საათზე შეკრებისკენ მოუწოდა.

ანალიტიკოსებს რჩებათ შთაბეჭდილება, რომ ოპოზიციას სამოქმედო ტაქტიკა არ აქვს და მხოლოდ ემოციურ გადაწყვეტილებებს იღებს. მართვის სადავეები კი ხელში სავარაუდოდ, ნაციონალებს აქვთ, რომლებმაც, დიდი ალბათობით, ცესკოსკენ დაძვრის გადაწყვეტილება სხვა ოპოზიციური ლიდერებისგან დამოუკიდებლად მიიღეს. ლიდერის ამპლუაში კი ნიკა მელია მოგვევლინა, რომელმაც ცესკოსათან მისულ აქციის მონაწილეებს დაშლისკენ ისე მოუწოდა, რომ სხვა ოპოზიციის ლიდერებმა ამის შესახებ ისევ მედიით გაიგეს. მათ ეს აქციაზე არსებული სიტუაციიდან გამომდინარე, კომუნიკაციის პრობლემით ახსნეს.

თუმცა ანალიტიკსოები ამბობენ, რომ ყველა ის პატარა პარტია, რომელიც ამბობდა, რომ არც ნაციონალები და არც „ოცნება“ არ უნდათ, საბოლოო ჯამში, ნიკა მელიას და ნაციონალების გადაწყვეტილებების უპირობო შემსრულებელი გახდა. რა იქნება მომდევნო დღეებში? ამ კითხვაზე პასუხი ოპოზიციის არც ერთმა ლიდერმა არ იცის. პრემიერმა გიორგი გახარიამ კი მათ მოლაპარაკების მაგიდასთან დასხდომისკენ მოუწოდა. ოპოზიიცის ნაწილი ამბობს, რომ თუკი ეს გულწრფელი შეთავაზებაა, ისინი მხოლოდ ერთ რამეზე ისაუბრებენ და ეს რიგგარეშე არჩევნების დანიშვნა იქნება.

„კარგად ჩანდა მელია და მისი „შპანა“, ყველაფერი ძალიან კარგად ჩანდა“, - ასე აფასებს თბილისის მერი კახა კალაძე გუშინ ცესკოსთან განვითარებულ მოვლენებს. კალაძე ამბობს, რომ პროცესებს მელია და მისი ზონდერ ჯგუფები მართავდნენ, რომლებიც პროვოკაციას მიზანმიმართულად აწყობდნენ.

რაც შეეხება საკითხს, იქნება თუ არა ოპოზიციასთან გამართულ შეხვედრაზე საუბარი ოპოზიციის მოთხოვნაზე - რიგგარეშე არჩევნების დანიშვნისა და ცესკო-ს თავმჯდომარის გადაყენების თაობაზე, კალაძე აცხადებს, რომ მმართველი გუნდი შეხვედრისთვის მზადყოფნას კიდევ ერთხელ გამოთქვამს.

„წინასწარ კომენტარის გაკეთება იმაზე, რაზე იქნება ოპოზიციასთან საუბარი, ცოტა რთული და უხერხულია. როცა შედგება შეხვედრა, დაველოდოთ, ვნახოთ, რაზე იქნება საუბარი“, – დასძინა კალაძემ.

ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძის თქმით, აქციების წარმართვასა და პროტესტის დაგეგმვაში რომ „ნაციონალური მოძრაობა“ დომინირებს, ეს ფაქტია და გუშინდელმა დღემაც ნათლად აჩვენა. ძაბირაძე ამბობს, რომ ელექტორატის მხრივ მას ოპოზიციაში ყველაზე მეტი მომხრე ჰყავს და აქციაზეც, სავარაუდოდ, მისული ადამიანების დიდი ნაწილი მისი პარტაქტივი იყო. ამიტომაც ეს პარტია დომინანტია და, სავარაუდოოდ, მოქმედების ტაქტიკას და გადაწყვეტილებებსაც ის იღებს.

„ცესკოსთან წასვლის გადაწყვეტილება რატომ მიიღეს, მე, მაგალითად, ვერ გავიგე. მით უმეტეს, თუ ეს მხოლოდ ნაციონალების ერთპარტიული გადაწყვეტილება იყო და ოპოზიციის ლიდერები ამის საქმის კურსში არ ჩააყენეს, მათ ვურჩევდი, რომ დაფიქრდნენ. თუკი ასეთ კრიტიკულ მომენტშიც კი მათ აზრს არ ეკითხებიან, მაშინ მართლა ხელისუფლებაში ისევ რომ დაბრუნდნენ და კოალიციური მთავრობის შექმნა საჭირო გახდეს, ვინ რაღას შეეკითხება? ამ კონტექსტში დაფიქრდნენ და გაიაზრონ. რაც მიტინგიდან გავიგე, ცესკოს ბლოკირებას აპირებდნენ, არა მარტო გადატანით მნიშვნელობით, არამედ პირდაპირ ითქვა, რომ არავის არც შეუშვებენ და არც გამოუშვებენ. ამას რომ ხელისუფლება არ დაუშვებს და სახელმწიფო ორგანოს ბლოკირებას არავინ გააკეთებინებს, ეს კარაგდ იციან. ნებისმიერ ქვეყანაში ასეა და ამას როცა ამბობ და აკეთებ, ესე იგი გამიზნულად მოქმედებ. არ ვიცი, ხელისუფლებამ რამდენად გადააჭარბა, მაგრამ ოპოზიციასაც და ჩვენც კარგად უნდა გვესმოდეს, დღეს 2003 წელი არაა და თუ ვინმეს იმ სცენარის მოდიფიცირება უნდა, დღეს ეს არ გამოვა. სხვა რეალობაა შექნილი და სხვა ტაქტიკა დასახონ ჯობია“, - ამბობს ძაბირაძე for.ge-სთან.

მისივე თქმით, პრემიერ გიორგი გახარიას მოწოდება სრულიად ადეკვატური და სწორია, რომ მოლაპარაკების მაგიდასთან დასხდნენ, თუმცა თუ ოპოზიცია მსგავს ულტიმატუმებს და პროვოკაციულ ნაბიჯებს გააგრძელებს, მაშინ მოლაპარაკების რესურსი აღარ დარჩება. ეს კი ქვეყანას კრიზისამდე მიიყვანს.

ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი for.ge-სთან ამბობს, რომ გუშინ განვითარებულ მოვლენებზე პასუხისმგებლობა როგორც ოპოზიციას ასევე ხელისუფლებას ეკისრება, თუმცა მთავრობას უფრო მეტად, რადგანაც ქვეყანაში სტაბილურობის გარანტი ის უნდა იყოს. ხუხაშვილი ამბობს, რომ პირველი ეპიზოდზე, რაც გუშინ განვითარდა, მიუხედავად ოპოზიციის და მათი მომხრეების ქცევისა, მეტის მოთმენა იყო საჭირო და ასე ადვილად მდგომარეობიდან გამოსვლა, ხელს სიტუაციის ესკალაციას უწყობს.

„ცესკოსთან გუშინ ოპოზიციის მისვლა სწორი ნაბიჯი არ იყო, სრულიად გაუგებარია ტაქტიკურად ეს რა გადაწყვეტილება იყო. საერთოდ, არ მიმაჩნია, რომ ასეთი პრობლემები მხოლოდ ქუჩით წყდება. ეს პროცესი რაღაც ცივილიზებულ ჩარჩოებში უნდა მოვაქციოთ, მით უმეტეს იმ ფონზე, როდესაც სხვა მიმართულებითაც სერიოზული პროცესები გვაქვს. ხელისუფლება ოპოზიციას მთელი დღის განმავლობაში ნერვებზე შლიდა და გამოიწვია კიდეც. ამის შემდეგ საკამოდ უცნაურად მოიქცა და საბოლოო ჯამში ნერვებმა მათაც უმტყუნა. პანდეემის პირობებში წყლის შესხმა, გარკვეულწილად ზიზღის დემონსტრირება იყო. ოპოზიციაც, რა თქმა უნდა, არასწორ ნაბიჯებს დგამს. ისინიც ამ პროვოკაციას ეგუებიან და შუბლით ეტაკებიან“, - ამბობს ხუხაშვილი for.ge-სთან.

ჩვენს კითხვაზე ხომ არ დარჩა შთაბეჭდიელბა, რომ ოპოზიციას არა აქვს სამოქმედო ტაქტიკა და იღებს სპონტანურ გადაწყვეტილებებს, რომესაც სათავეში „ნაციონალური მოძრაობა“ და მათი ლიდერი ნიკა მელია უდგას, ხუხაშვილი ამბობს:

„არ მიკვირის, რომ სიტუაციას აქციაზე „ნაციონალური მოძრაობა“ წარმართავს. ეს ამ ქვეყანაში გასაკვირი არაა, სხვანაირი პროცესი საქართველოში არც გვინახავს. ყოველთვის ემოციები ჭარბობს და მოქმედების რეალური გეგმა არავის არა აქვს. მე ვერ გავიგე ოპოზიციის ცესკოსთან მისვლის მიზანი. მათ შორის რეალური გეგმა არც ხელისუფლებას არა აქვს. გაბრაზდნენ და უბრალოდ წყლის ჭავლი მიუშვეს. პირველ რიგში, ყველაზე ადეკვატური ამ პროცესში პრემიერ-მინისტრი იყო. გახარიას განცახდებას მივესალმები, სადაც თქვა, რომ მზად არიან მოლაპარაკების მაგიდასთან დასხდნენ. ვფიქრობ, ყველაფერი მხოლოდ მოლაპარაკების გზით უნდა გადაწყდეს. სხვა ალტერნატივას დღეს ვერ ვხედავ“, - ამბობს ხუახშვილი for.ge-სთან.

ანალიტიკოსი და კონსტიტუციონალისტი ლევან ბოძაშვილი for.ge-სთან ამბობს, რომ წუხელ ისევ სამწუხარო რეალობა ვნახეთ, რომელსაც უკვე 30 წელია ვუყურებთ. ბოძაშვილი აცხადებს, რომ ბოლო დროის ისტორიას თვალი რომ გადავავლოთ, ვერასდროს რაღაცაზე შეთანხმება ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე ვერ შევძელით. მუდმივად უცხოური პარტნიორების დახმარება გვჭირდება, რათა ერთმანეთს ვესაუბროთ. ანალიტიკოსი ფოქრობს, რომ ამ სიტუაციიდან რამდენიმე გამოსავალი შესაძლოა არსებობდეს. ერთობლივი კომიტეტი შექიმნას და თუ რამე გადასათვლელია ამ კომიტეტმა დაითვალოს. პროცესები აუცილებლად სამართლებრივ ჩარჩოში უნდა დაბრუნდეს და ქუჩაში მსგავსი დაპირისპირებები ქვეყანას ჩიხში შეიყვანს.

„ვხედავთ, რომ როგორც ერთი, ასევე მეორე მხრიდან საკმაოდ მწვავე შეცდომების დაშვება ხდება. მით უმეტეს ამ მწვავე პანდემიის და რეგიონში არსებული მძიმე სიტუაციის ფონზე. პროცესები ძალიან მწვავდება და ხეელოვნური ესკალაციისკენ მიდის. აღმოჩნდა, რომ ხალხის აზრი და ინტერესი, რომ ქვეყანაში სტაბილურობა იყოს, ეს ყველაფერი უგულებელყოფილია.

ამიტომ, ახლა ვთვლი, რომ როგორც ხელისუფლება, ასევე ოპოზიცია მოლაპარაკების მაგიდასთან უნდა დასხდნენ და ერთმანეთთან ისაუბრონ. ვინც ამ მოლაპარაკების წინააღმდეგები იქნებიან, ისინი აპრიორი რევოლუციური და კრიზისული სიტუაციის შექმნაზე არიან ორიენტირებულები. თუ ვინმეს მიაჩნია, რომ ოქმები გაყალბდა, აგერ არიან უცხოელი პარტნიორები და გადათვალონ. აგერ არის სასამართლო და იდავონ. ოღონდ ეს ყველაფერი ცივილიზებულ ნორმებში გაკეთდეს, რათა ხელისუფლება და სახელმწიფო თავზე არ ჩამოგვეშალოს“, - ამბობს ბოძაშვილი for.ge-სთან.

მისივე თქმით, ოპოზიციის მხრიდან გაჟღერებული ულტიმატუები სიტუაციის ესკალაციისკენ იყო მიმართული. ბოძაშვილი ამბობს, რომ ყველამ ისედაც კარგად იცოდა, რომ ხელისუფლება ორ საათში არანაირ გადაწყვეტილებას არ მიიღებდა. ხოლო თუ ვინმე გადასადგომია, ეს ცესკოსთან მივარდნით და იქ შეჭრით ვერ მოგვარდება, ეს იურდიულად და სამართლებრივად უნდა დადასტურდეს და არა პოლიტიკური ულტიმატუმების ენით.

ბოძაშვილი ამბობს, რომ რაც შეეხება აქციის მართვის სადავეების „ნაციონალური მოძრაობის“ ხელში აღებას, ეს იმის ბრალია, რომ ამ პარტიას 8 წლის განმავლობაში სასათბურე პირობები ჰქონდა და ახალმა პარტიებმა ამ ყველაფრის დაძლევა ვერ შეძლეს. არ მოხერხდა, რომ ალტერნატიული ძალა ისინი გამხადრიყვნენ და ეს პარტია სხვა პოლიტიკური სუბიექტებით ჩანაცვლებულიყო. ამიტომაც ახლა ყველა პატარა პარტია თავისი წინანდელი განცხადებების მიუხედავად, მათ ჩრდილს ამოეფარნენ და შეერწყნენ. ამის გამო კი მოსახლეობის დიდ ნაწილს მათ მიმართაც მიუღებლობა გაუჩნდება.

„არ მინდა გვარების და სახელების დასახელება, მაგრამ ოპოზიციაში არის მართლა ძალიან ბევრი ოდიოზური ფიგურა, რომლებსაც ბევრი რამე აქვთ გაფუჭებული და თავად პარტიის შიგნითაც კარგად იციან. ეს ადამიანები დღეს მიტინგებიდან გვმოძღვრავენ და რიხიანად ლაპარაკობენ. ამაზე რაიმე ობიექტური კომენტარის გაკეთება როგორ შეიძლება? მოსახლეობის დიდი ნაწილისთვის ეს ადამიანები მიუღებლები არიან.

თუმცა რადგან არჩევნები იყო და ესენი ყვირიან გაგვიყალბესო, ცივილიზებული გზა უნდა გამოვნახოთ. ოპოზიციამ შარშანდლიდან მოყოლებული დიდი შეცდომები დაუშვა. ამას შეგნებულად აკეთებენ თუ არა, ეს არ ვიცი, მაგრამ საბოლოოდ, ამ მდგომარეობამდე მივედით. ამ ჩიხში უკვე მერამდენედ შევედით! ოპოზიცია, რომელიც იძახის, რომ დეინსტიტუციონალიზმი გვაქვს, მაშინ ამის გამწვავებას თავად ხელს რატომღა უწყობს?“,-ამბობს ბოძაშვილი for.ge-სთან.

არაგველი641 განგაში:
ბმული
3 წლის უკან
trampi არაგველინა ................................... ეგ გიკვიირს??????/!....
ეგ ჯერ აფხაზებმა იდარდონ აფხაზებმა, სუ რომ გაქრებიან ...... და მერე ჩვენ....
3 წლის უკან