გუშინ საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ნიუ-იორკის უნივერსიტეტში სიტყვით გამოვიდა.
შეხვედრისას ერთ-ერთმა სტუდენტმა მას კითხვით მიმართა, თუ რას თვლის იგი პირად მიღწევად.
სააკაშვილმა ის წარმატებები ჩამოუთვალა, რომლებსაც, მისი აზრით, საქართველომ მიაღწია.
მაშინ კითხვის ავტორმა მას დაუკონკრეტა, რომ პირადად მისი მიღწევა აინტერესებდა.
- ერთადერთი, რაც ჩემს პირად მიღწევად შეიძლება ჩაითვალოს, ის არის, რომ, ცოტა წონაში დავიკელი, - უპასუხა საქართველოს პრეზიდენტმა.
მის ამ სიტყვებს დარბაზი ოვაციებით შეხვდა.