გია ხუხაშვილი:

გია ხუხაშვილი: "ბიზნესმენები ჩემთან მოდიან, რათა საკუთარი გულისტკივილი გამიზიარონ…"

"ურთიერთობები რომ გაჯანსაღდეს და კორუფციული სახ ეარ ჰქონდეს, სახელმწიფომ ტრანზიტული ტვირთებიდან მაქსიმალური შემოსავალი უნდა მიიღოს. სახელმწიფოს ინტერესი ამ დერეფანში შპს "საქართველოს რკინიგზის" სახითაა წარმოდგენილი. არსებობს იდეა, რკინიგზამ ფორვარდული ანუ სატვირთო გადაზვიდების შვილობილი კომპანია შექმნას, რომელიც ამ დერეფანში გადამზიდავის როლს შეასრულებს და შემოსავლების სახით, ამ სახელმწიფო რესურსს მაქსიმალურად აითვისებს. ბუნებრივია, ბიზნესმენებიც იმუშავებენ დ აიმ ჯანსაღ შემოსავალსაც მიიღებენ, რაც ნებისმიერ ქვეყანაში საქმიანობას ახასიათებს. ამის შემდეგ, აღარ იქნება მუდმივი ეჭვები აღებ-მიცემობასა და კორუფციული გარიგებების შესახებ. რისკიც მინიმუმამდე დავა", - აცხადებს საქართველოს განვითარების კვლევითი ინსტიტუტეს ხელმძღვანელი გია ხუხაშვილი გაზეთ "ვერსიასთვის" მიცემულ ინტერვიუში სათაურით "ზურაბ ჯაფარიძემ თავს მიხედოს… არ მესმის, თავი რატომ უნდა ვიმართლო!".

"ტრანზიტულ კომპანიებს არავინ არაფერს ეკითხება. ეს რესურსი სახელმწიფო საკუთრებაა და გადაწყვეტილებასაც სახელმწიფო იღებს. ამ კომპანიებს საშუალება აქვთ, როგორც ქვეკონტრაქტორებმა იმუშაონ რკინიგზასთან. პრობლემა არ იქნება, რადგან ბაზრიდან მათ არავინ ყრის, უბრალოდ, ქვეკონტრაქტორებად მოგვევლინებიან. სიტუაცია იცვლება, რაც სახელმწიფო ინტერესს დაიცავს და ბიუჯეტშიც მეტ შემოსავალს უზრუნველყოფს. არსებობს ეჭვი, რომ ტრანზიტული ტვირთების შემოსავლებით, სახელმწიფო კი არა, კონკრეტული ჩინოვნიკები სარგებლობდნენ. არ მინდა მათი დასახელება და პირდაპირი ბრალდების წაყენება, მაგრამ ისინი "ატკატებს" იღებდნენ. ჩვენ კი ამ ყველაფრის ლეგალიზება გვინდა და ერთ-ერთი ამოცანა, ამ სფეროს კორუფციისგან გაწმენდაა", - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას გია ხუხაშვილი.

"ჯაფარიძის განცხადება არ მინახავს, მაგრამ მითხრეს და ვიცი, რაც თქვა. ზურაბ ჯაფარიძემ თავს მიხედოს. გიდასტურებთ, ჩემი ოფისი ნამდვილად "პიქსელის" შენობაშია, რომელიც უზარმაზარია და იქ ბევრი კომპანიაა განთავსებული. კეზერაშვცილიც ამ შენობაში იჯდა, თუმცა მისთვის თვალიც არ მომიკრავს და არც პირადად შევხვედრივარ. მე რომ "პიქსელის" შენობაში გადავედი, კეზერაშვილი დიდი ხნისა აორთქლებული იყო იქიდან. როგორც მითხრეს, ეს შენობა ფიჭვური კავშირგაბმულობის ერთ-ერთი კომპანიის საკუთრებაა და კეზერაშვილის ოფისი მე-8, თუ მე-9 სართულზე იყო. მაგალითად, ჩემი მეზობელია "მაიკროსოფტის" წარმომადგენლობა საქართველოში და, ამ ლოგიკით, შეგიძლიათ თქვათ, რომ ეს კომპანიაც კეზერაშვილთანა დაკავშირებული, რაც არასერიოზულია. არ მესმის, ამაზე რა კომენტარი უნდა გავაკეთო და თავი რატომ უნდა ვიმართლო?" - განაგრძობს რესპონდენტი.

"არავის ვიბარებ ოფისში. რა თქმა უნდა, ბიზნესმენები ჩემთან მოდიან ხოლმე, მაგრამ არა მარტო ისინი. ახლა ის ეარ წარმოიდგინოთ, თითქოს ჩემს კაბინეტთან რიგი დგას. ვფიქრობ, ბიზნესი სისტემის მსხვერპლი და მძევალი იყო. შესაბამისად, მათ ბევრი პრობლემა დაუგროვდათ. ჩემი მდგომარეობა კი, გარკვეულწილად, უნიკალურია, რადგან ერთი მხრივ, ხელისუფლების ჩინოვნიკი არ ვარ, ვისთანაც ბიზნესს ურთიერთობა უჭირს, მეორე მხრივ - ხელისუფლებასთან გარკვეული კომუნიკაცია მაქვს. ბიზნესმენები ჩემთან მოდიან, რათა საკუთარი გულისტკივილი გამიზიარონ, მაგრამ მას შემდეგ, რაც განვაცხადე, რომ ისინი ჩემთან პრობლემებზე საუბრობენ, მათი სტუმრობა შეწყდა. ჩანს, დაიძაბნენ, მაგრამ საკმაოდ საინტერესო მასალა დამიგროვდა. სამწუხაროდ, ამ კვლევას ვერ ვაქვეყნებ იმიტომ, რომ ბიზნესსუბიექტებს ვუფრთხილდები, მაგრამ მასალებს შესაბამისი მიმართულება მივეცი დამ ოვა დრო, როდესაც კვლევის შედეგებს აუცილებლად გამოვაქვეყნებ!", - დასძენს გია ხუხაშვილი.