„ეროვნულ ბანკს საკრედიტო პოლიტიკის რაღაცა დამახინჯებული ელემენტები მაინც გააჩნია, მაგრამ სავალუტო პოლიტიკა  საერთოდ არ გააჩნია“

„ეროვნულ ბანკს საკრედიტო პოლიტიკის რაღაცა დამახინჯებული ელემენტები მაინც გააჩნია, მაგრამ სავალუტო პოლიტიკა  საერთოდ არ გააჩნია“

ქვეყნის ეკონომიკა კრიტიკულ ზღვარზეა. მსოფლიო პანდემია, საპარლამენტო არჩევნები, არარსებული სოფლის მეურნეობა, მონოპოლიები ადგილობრივ ბაზრებზე, აქედან გამომდინარე გაკოტრებული წვრილი და საშუალო ბიზნესი, ყველა ეს გამოწვევა, არა მთავრობის, ახლა უკვე ფაქტია, რომ ქვეყნის მოსახლეობის გადასატანია. ლარის კურსის სტაბილიზაციისთვის, 22 ოქტომბერს, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 40 მლნ დოლარი გაყიდა, შედეგად ოფიციალურმა გაცვლითმა კურსმა დოლართან მიმართებით 3,2181 ლარი შეადგინა.

სტატისტიკის მიხედვით, ჯამში, 13 მარტიდან 22 ოქტომბრის ჩათვლით სებ-მა ბაზარს 569,65 მლნ დოლარი მიაწოდა. ამ პერიოდის განმავლობაში კი ლარი დოლართან მიმართებით 22 პუნქტით გაუფასურდა (14 მარტისთვის დადგენილი კურსით ერთი დოლარი 2,99 ლარი ღირდა, 22 ოქტომბერს დადგენილი კურსით კი 3,21 ლარი). რაც შეეხება ქვეყნის საგარეო ვალს, მიმდინარე წლის 30 სექტემბრის მონაცემებით, საქართველოს სახელმწიფო საგარეო ვალმა 6,761 მლრდ დოლარს ანუ 22,231 მლრდ ლარს გადააჭარბა, რაც წინა თვესთან შედარებით, 3,172 მლნ დოლარით მეტია. კერძოდ, 2020 წლის 31 აგვისტოს მონაცემებით, საქართველოს სახელმწიფო საგარეო ვალი 6,758 მლრდ დოლარს ანუ 20,746 მლრდ ლარს აჭარბებდა. შეგახსენებთ, რომ საქართველოს სახელმწიფოს ყველაზე მსხვილი კრედიტორები არიან: აზიის განვითარების ბანკი, მსოფლიო ბანკის განვითარების საერთაშორისო ასოციაცია და რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკი.

ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში, ლია ელიავა, for.ge-სთან ინტერვიუში აცხადებს, რომ საარჩევნო პროცესის დასრულების შემდეგ ლარის კურსი კიდევ უფრო დაეცემა, ეროვნულ ბანკს კი კურსის სტაბილიზაციისთვის ბერკეტები აღარ გააჩნია, პროგნოზი კი ძალიან მძიმე იქნება:

ლია ელიავა: ეროვნული ბანკი ახორციელებს სავალუტო ინტერვენციებს, ერთადერთი მიზნით, რომ შეინარჩუნოს ლარის კურსის მეტ-ნაკლები სტაბილურობა და მისი მერყეობის ამპლიტუდა იყოს დაბალი. რომ არა ეროვნული ბანკის მიერ განხორციელებული სავალუტო ინტერვენციები, ჩვენ დღეს გვექნებოდა ლარის კურსის კატასტროფული ვარდნა. მინდა ხაზი გავუსვა, რომ ეს ინტერვენციები ხორციელდება იმ ფულით, რომელიც მთავრობამ ისესხა უცხოეთში. პროცედურა არის ძალიან მარტივი, როდესაც მთავრობა ვალუტას სესხულობს, ეს თანხა მიდის ეროვნულ ბანკში და უკვე ეროვნული ბანკი მთავრობას აწვდის ლარს. ანუ, ფაქტობრივად, ის რასაც ეროვნული ბანკი და მთავრობა ახორციელებს, ეს ფული არის ჩვენი ჯიბიდან გასასტუმრებელი. დასკვნა: ეროვნული ბანკი, დღეისათვის ლარის კურსის სტაბილურობას ინარჩუნებს მოსახლეობის ჯიბეების ხარჯზე. როდესაც მას ამოეწურება ეს თანხები, ეროვნული ბანკი, ბუნებრივია, შეწყვეტს ამ სავალუტო ინტერვენციებს, უფრო მეტიც, ეროვნული ბანკი ამ ინტერვენციებს შეწყვეტს არჩევნების შემდეგ და ლარი დაიწყებს სწრაფ ვარდნას. შედეგად კი მივიღებთ გაუბედურებულ ეკონომიკას. და, მესამე ძალიან მძიმე მომენტი - ყველა ქვეყნის ცენტრალური ბანკი არის დამოუკიდებელი მთავრობებისგან. სამწუხაროდ, საქართველოში ჩამოყალიბდა სიტუაცია, როდესაც ეროვნული ბანკი გახდა მთავრობის მიერ მართვადი. ანუ, მიიღებენ ბრძანებას, რომ შეინარჩუნონ კურსი და ისინი ხარჯავენ უზარმაზარ სავალუტო რეზერვებს კურსის შესანარჩუნებლად. თუმცა, მინდა შევახსენო ჩვენს მკითხველს, რომ ეროვნული ბანკი ყოველთვის იძახდა, რომ ლარის კურსი არის მცურავი კურსი და, რომ ის არ ერევა მის ფორმირების პროცესში. ანუ, ეროვნული ბანკის მართვადობა, უკვე აკნინებს მის როგორც ადგილობრივ ავტორიტეტს, ისევე საერთაშორისო ავტორიტეტსაც და რატომ არის ამაზე გაჩუმებული საერთაშორისო სავალუტო ფონდი, რომელიც ყოველთვის კბილებით იცავდა ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობას მთავრობისაგან, ეს არის ჩემთვის გასაკვირი და კითხვის ნიშნის წარმომშობი.

რომ არა ეროვნული ბანკის ჩარევა, მთავრობას რა ალტერნატივა ჰქონდა ამ შემთხვევაში?

- რაც არ უნდა ეცადოს მთავრობა, ის თავისი ძალებით ლარის კურსზე ზემოქმედებას ვერ მოახდენს. ეს არის მთლიანად ეროვნული ბანკის პრეროგატივა, რომ დაიჭიროს, დაასუსტოს სხვა ზემოქმედება მოახდინოს გაცვლით კურსზე. ბუნებრივია, ისმის კითხვა, რატომ ვარდება კურსი და რატომ ცდილობს ეროვნული ბანკი მის დაჭერას? კურსი ვარდება ძალიან მარტივი მიზეზის გამო, იმიტომ, რომ ქვეყნიდან გაედინება დიდი ოდენობით თანხა.

რა თანხებია ეს?

- ეს ის თანხებია, რომელსაც ეროვნული ბანკი ხარჯავს სავალუტო ინტერვენციების სახით. როდესაც ეროვნული ბანკი ხარჯავს თანხებს, მაგალითად, როდესაც $40 მილიონი მიყიდა კომერციულ ბანკებს, ეს ნიშნავს, რომ ქვეყნიდან უეცრად გავიდა 40 მილიონი დოლარი და ეს არის ქვეყნიდან გაქცეული თანხები, რომელიც კომერციულ ბანკებს დააკლდა, რომ გადაერიცხათ ვიღაც ვიღაცეების ფინანსური სახსრები საზღვარგარეთ.

რა გავლენას ახდენს პოლიტიკური მოვლენები ქვეყნის ფინანსურ სტაბილურობაზე?

- ვინაიდან, ყოველი პოლიტიკური მოვლენის და შესაბამისად, არჩევნების წინ, სიტუაცია ქვეყანაში ხდება არასტაბილური, ვინაიდან ბიზნესმა არ იცის არჩევნების შემდგომ როგორ ჩამოყალიბდება პოლიტიკური ძალები და იმოქმედებს თუ არა ამ პოლიტიკურ ძალთა გადანაწილება მათ ბიზნესზე და ფინანსებზე, ამიტომაც ისინი ცდილობენ დააზღვიონ თავიანთი ფული პოლიტიკური პრობლემებისაგან და გააქვთ ქვეყნიდან. ეს არის არა მარტო საქართველოს რეზიდენტი ბიზნესმენების ფული, არამედ ასევე არარეზიდენტების, რომლებსაც შემოაქვთ საქართველოში ფული მოგების მისაღებად. რატომ ხდება, რომ საქართველოდან თავისუფლად გარბის ფული? თქვენ იცით, რომ საქართველო არის გამოცხადებული მცირე ზომის ღია ტიპის ეკონომიკად, ეს ნიშნავს, რომ ქვეყანაში კაპიტალის მოძრაობა არის თავისუფალი, ანუ, ნებისმიერი ოდენობის თანხა შეიძლება შემოვიდეს ქვეყანაში და გავიდეს ქვეყნიდან ისე, რომ არავინ იკითხოს და პირველ რიგში, ეროვნულმა ბანკმა, თუ რა ფულია და რატომ გადის ქვეყნიდან. ამ მოვლენას ჰქვია, სავალუტო პოლიტიკის უქონლობა ეროვნული ბანკის მხრიდან. თქვენ იცით, რომ ეროვნული ბანკი, ორგანული კანონით ვალდებულია იქონიოს ფულადსაკრედიტო და სავალუტო პოლიტიკა და თქვენ წარმოიდგინეთ, ამის შესახებ ყველწლიურად ანგარიშს აბარებს საქართველოს პარლამენტს, თუმცა ფულად საკრედიტო პოლიტიკის რაღაცა დამახინჯებული ელემენტები მაინც გააჩნია და მეტ-ნაკლებად ატარებს, მაგრამ სავალუტო პოლიტიკა ეროვნულ ბანკს საერთოდ არ გააჩნია. სავალუტო პოლიტიკა გულისხმობს ფულის ნაკადების რეგულირებას როგორც ქვეყანაში შესვლის, ისე გამოსვლის მხრივ. ჩვენ ამ შემთხვევაში გვაინტერესებს გასვლა, არც ერთი ცივილიზებული ქვეყანა, რომელიც მთლიანად აკონტროლებს თავის სავალუტო სფეროს, არ მისცემს არც ერთ ბიზნესმენს იმის ნებართვას, რომ ერთბაშად ქვეყნიდან გაიტანოს იმ ოდენობის თანხა, რომელიც აზიანებს სავალუტო კურსის ფორმირების პროცესს. ჩვენი ეკონომიკის მოცულობიდან გამომდინარე, 3-5 მილიონიც კი ერთბაშად გასვლა, უკვე ქმნის სავალუტო პრობლემებს. ეროვნულ ბანკს შეუძლია შეზღუდოს ეს პროცესი და აიძულოს შესაბამისი მარეგულირებელი აქტების საფუძველზე კომერციული ბანკები, გადარიცხონ არა მაგალითად, 5 მილიონი ერთბაშად, არამედ დაანაწევრონ და გადარიცხონ ნაწილ-ნაწილ, ასეთ შემთხვევაში ლარის კურსზე ზემოქმედება იქნებოდა მინიმალური.

და რატომ არ აკეთებს ამას ეროვნული ბანკი?

- ამას ეროვნული ბანკი არ აკეთებს და სამწუხაროდ, საერთაშორისო სავალუტო ფონდი არ აძლევს რეკომენდაციას. ფაქტობრივად, ეროვნული ბანკის ცუდი მუშაობის და უსაქმურობის შედეგად, ლარის კურსის ვარდნა კატასტროფულ შედეგს იწვევს ჩვენი ეკონომიკის განვითარების თვალსაზრისით. უარესიც, ბოლო მიმართვაში, ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, ის ბიზნესმენები, რომლებმაც მიმართეს შეკითხვით, რომ ჩვენ ღამე ერთი კურსით ვიძინებთ და დილით სხვა კურსიაო, ასეთი ბიზნესმენები გამოლანძღა, რომ მათ არ შეუძლიათ ბიზნესის წარმოება, რომ ისინი არიან უცოდინარები. ეს იმდენად სამარცხვინოა, რომ აშკარად გამოკვეთავს მათი მუშაობის სტილს, მათ მიაჩნიათ, რომ ეროვნული ბანკი არის თავის საქმიანობაში უმწიკვლო და ბიზნესმენები არიან უცოდინრები. თურმე მათ საქმიანობაზე არავითარი გავლენა არ უნდა მოახდინოს ლარის გაცვლითმა კურსმა. ამის შემდეგ როგორ შეიძლება შევაფასოთ ეროვნული ბანკის საქმიანობა ეს მკითხველის გადასაწყვეტია.

ეპიდემიოლოგიურ ვითარებიდან გამომდინარე, უახლოეს მომავალში ფაქტია, ეკონომიკურ ზრდას არ უნდა ველოდეთ, რა ბერკეტები რჩება სახელმწიფოს, პროცესების მართვისთვის, რა შეუძლია ამ შემთხვევაში გააკეთოს?

- პირველი და მნიშვნელოვანი - რატომ აიღო მთავრობამ ამდენი ვალი? - ამას გააჩნია ორი მიზეზი. პირველი მნიშვნელოვანი მიზეზია, რომ სავალუტო ფონდის პოლიტიკა იმაში მდგომარეობს, რომ არც ერთი განვითარებადი ქვეყნის მთავრობა არ დატოვოს ვალის გარეშე, ანუ, რაც უფრო მეტი ვალი აქვს აკიდებული სახელმწიფოს, მით უფრო ადვილი სამართავია ის სახელმწიფო და მეორე მომენტი ამაზე უფრო მნიშვნელოვანია - ვინაიდან, საქართველო არის ღრმა ეკონომიკურ კრიზისში და მოხმარება არის მნიშვნელოვნად შემცირებული, ეს აშკარად დაეტყო ბიზნესსაქმიანობას, რადგანაც ამ დროს ბიზნესი ძალიან ზარალობს და ერთობლივი მოხმარების სტიმულირებისათვის, აუცილებელია სახელმწიფო ხარჯის გაწევა. ვინაიდან, ჩვენი სახელმწიფო ბიუჯეტი არ არის დიდი მოცულობის, რომ ასეთი ხარჯი გაეწია, შესაბამისად ის ნასესხები თანხა გამიზნული იყო ერთადერთი რამისთვის, რომ ეკონომიკაში მოხვედრილიყო დამატებითი ფული და მოსახლეობას ეს ფული დაეხარჯა. ანუ მთელი ფილოსოფია ამაში მდგომარეობდა და მერე დანარჩენი ეს უკვე იყო ლამაზად შეფუთული - ჩვენ ვზრუნავთ თქვენზე, ანუ მოსახლეობის დახმარება და ასე შემდეგ. სინამდვილეში, ეს თანხა იყო მხოლოდ და მხოლოდ მოხმარების გაზრდისათვის, ანუ დამატებითი ფულის ჩადებისთვის ქვეყნის ეკონომიკაში. ეს არის იმისი მაქსიმუმი, რაც შეუძლია დღეს საქართველოს მთავრობას რომ გააკეთოს. მათ ეკონომიკური კრიზისის მოთოკვა და ეკონომიკის გაჯანსაღება, უახლოეს პერიოდში, დამოუკიდებლად არ შეუძლიათ.

აზიის განვითარების ბანკი მომავალ 2021 წელს 4,5%-იან ზრდას პროგნოზირებს, რას ეყრდნობა მსგავსი გათვლებისას?

- ეს პროგნოზი ატარებს ალბათობის ხასიათს. საერთაშორისო სავალუტო ფონდი ეკონომიკური ზრდის პროგნოზებს დებს ყოველ თვე და ის ყოველთვის არის სხვადასხვა, თუმცა ამის არც რცხვენიათ, იმიტომ რომ ისინი სხვადასხვა ფაქტორებზე ანგარიშობენ. მარტო ეკონომიკური ფაქტორები არ არის საკმარისი პროგნოზის გასაკეთებლად, ამას თან უნდა ერთვოდეს პოლიტიკური ფაქტორები. ყველანი ერთად იძლევა ამ პროგნოზის დადების საშუალებას. ამიტომ, ჩემი რჩევა იქნება, რომ განსაკუთრებული მნიშვნელობა არ მიანიჭონ ამ პროგნოზებს, ისინი არაფრის მთქმელი არ არის.

საგარეო ვალი ძალიან შემაშფოთებელ ზღვარზეა მისული. ეს ვალი რამდენად მძიმე ტვირთად დააწვება, პირველ რიგში, ქვეყნის მოსახლეობას?

- დღეს შეერთებული შტატების ვალი აჭარბებს მის შიდა მთლიან პროდუქტს, იაპონიის ვალი 200%-ით აჭარბებს მის მთლიან შიდა პროდუქტს. საქმე ის არ არის, რამდენი ვალი გაქვს, საქმე ისაა როგორ ხარჯავ ვალად აღებულ თანხას. თუ ქვეყანა მოიქცევა ისე, როგორც საქართველოს მთავრობა და გაანიავებს ფულს, რომელიც მან სესხად აიღო, ამ სესხის გადახდა ეკონომიკისთვის იქნება ძალიან მძიმე. მოუწევთ არაპოპულარული ზომების გატარება, გადასახადების გაზრდა, რომ პირნათლად შეასრულონ ვალდებულებები და ეს არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი, რომ სახელმწიფო, რომელიც ვერ იხდის თავის ვალებს, ითვლება გაკოტრებულად და მას სხვა არასდროს არ ასესხებს ფულს. ამიტომ, ვალის გადახდა არის მნიშვნელოვანი და მის განსახორციელებლად მთავრობა ყველანაირად წიხლს დააჭერს მოსახლეობას, რომ მისგან ამოქაჩოს რაც შეიძლება მეტი ფული. ვალი არ არის საშიში, თუ ის ვალი ხმარდება ეკონომიკურ ზრდას და ამ ვალის გადახდა იქნება ბევრად უფრო ადვილი, ვიდრე იმ ვალის, რომელიც იფლანგება და ფაქტობრივად, არ ზრდის ეკონომიკას. ამიტომ, ჩვენი საგარეო ვალი თავისი სტრუქტურით არის ბევრად უფრო საშიში, ვიდრე ვთქვათ, იაპონიის 200%-იანი ვალი.

 

Aburjga Tasmanieli მე მონაცემებს ვიღებ საიტიდან ბმული /> დღეისათვის, ამ საღამოს მშპ შეადგენს - $39 მილიარდ 930 მილიონი
საგარეო ვალი - $21 მილიარდ 015 მილიონი.
ვერ გავიგე ქალბატონი ექსპერტი ლია ელიავა რატომ ასახელებს საგარეო ვალის სულ სხვა რიცხვს - $6 მილიარდ 761 მილიონი. ???
ჩემს მიერ დასახელებულ საიტზე ნებისმიერი ქვეყნის საფინანსო მონაცემები შეგიძლიათ ნახოთ. საქართველოს მშპ და საგარეო ვალის ისეთი შეფარდება აქვს, რომ უმეტესობა განვითარებული ქვეყნებისა ასეთ კარგ შედეგზე ვერც იოცნებებს!
4 წლის უკან
Aburjga Tasmanieli ნახეთ რას წერს ქალბატონი ელიავა - "- პირველი და მნიშვნელოვანი - რატომ აიღო მთავრობამ ამდენი ვალი? - ამას გააჩნია ორი მიზეზი. პირველი მნიშვნელოვანი მიზეზია, რომ სავალუტო ფონდის პოლიტიკა იმაში მდგომარეობს, რომ არც ერთი განვითარებადი ქვეყნის მთავრობა არ დატოვოს ვალის გარეშე, ანუ, რაც უფრო მეტი ვალი აქვს აკიდებული სახელმწიფოს, მით უფრო ადვილი სამართავია ის სახელმწიფო..."
აქ, ამ საკითხში მე მას სრულიად ვეთანხმები. დიახ, საქართველოს მიმართ ჩვენი დასავლეთელი მოკავშირეების ყველა მცდელობა, ყველა გადადგმული ნაბიჯი მიმართულია ქვეყნის სუვერენიტეტის მაქსიმალურად შესაზღუდად, ეკონომიკის დაუძლურებისაკენ. ეს იმიტომ არ ხდება, რომ ჩვენი რაღაც განსაკუთრებული ჯინი სჭირთ?! არა, მათი კაპიტალისტურ- იმპერიალისტური შინაარსი (შიგათავსი)-ბუნება არის ასეთი! ხოლო ლიბერალური-დემოკრატია არის ამ ქრონიკული უბედურების იდეოლოგიური საფუძველი.
ახლა ვნახოთ რას ამბობს ქალბატონი ექსპერტი ქართული ვალიუტის დაცემის მიზეზე - " ვინაიდან, ყოველი პოლიტიკური მოვლენის და შესაბამისად, არჩევნების წინ, სიტუაცია ქვეყანაში ხდება არასტაბილური, ვინაიდან ბიზნესმა არ იცის არჩევნების შემდგომ როგორ ჩამოყალიბდება პოლიტიკური ძალები და იმოქმედებს თუ არა ამ პოლიტიკურ ძალთა გადანაწილება მათ ბიზნესზე და ფინანსებზე, ამიტომაც ისინი ცდილობენ დააზღვიონ თავიანთი ფული პოლიტიკური პრობლემებისაგან და გააქვთ ქვეყნიდან. ეს არის არა მარტო საქართველოს რეზიდენტი ბიზნესმენების ფული, არამედ ასევე არარეზიდენტების, რომლებსაც შემოაქვთ საქართველოში ფული მოგების მისაღებად." აქ ყველაფერი ნათელია, ლიბერალური დემოკრატიის იდეოლოგიური საფუძველი ითვალისწინებს ნებისმიერ ქვეყანაში სხვადასხვა დონის არჩევნების ჩატარებას უწყვეტ რეჟიმში. ქვეყანაში ან მიმდინარეობს არჩევნები, ანწინასაარცევნო რეჟიმია ან ხელისუფლების ცვლილების შემთხვევაში არჩევნების შემდგომი კატაკლიზმები საკანონმდებლო, აღმასრულებელ თუ სასამართლო ხელისუფლებაში. ჭკვიანი ადამიანები სტუმრობთ ამ საიტს, დაკვირვებული იქნებით, რომ განუწყვეტლივ არის ლაპარაკი რაღაცის რეფორმაზე: სასამართლო სისტემის, განათლების, შეიარაღებული ძალების და მოკლედ ყველაფრის ... არ აქვს მნიშვნელობა ეს დარგი მუშაობს, აკმაყოფილებს სისტემურ მოთხოვნებს თუ არა, ყველაფერი უნდა დაემორჩილოს სიტყვა რეფორმას! სხვა ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, ისეთი ბუნებრივად კონსერვატიული ცნებები როგორებიცაა ადამიანის სქესი და ოჯახის ცნება ლიბერალური დემოკრატიის პირობებში ესენიც კი განსჯის და რეფორმის საგანი ხდება!!! საქმე იქამდეც კი მივიდა, რომ რამდენიმე დღის წინ რომის პაპმა საჯაროდ გამოთქვა ლგბტ საზოგადოების მხარდაჭერა და მხარი დაუჭირა მათ უფლებას შეიქმნას ერთი და იგივე სქესის მოქალაქეების საქორწინო კავშირები, დაკანონდეს! აი ასეთი რეფორმაცია ხდება კათოლიციზმში! ალბათ გასაგებია ამ გაუთავებელი რეფორმებით რა უბედურებისაკენ (მაგალითად როგორც ქალბატონი ექსპერტი გვიხსნის, მუდმივი ფინანსური, ფულად-საკრედიტო არასტაბილურობისაკენ) მიერეკებიან ჩვენს სამშობლოს. იქნებ ვინმე კიდევ ეჭვებშია რა "სიკეთეს", რა "სამართალს" უნდა ველოდეთ "ჩვენი დასავლეთელი პარტნიორებისაგან"??
4 წლის უკან
Aburjga Tasmanieli ნახეთ რას წერს ქალბატონი ელიავა - "- პირველი და მნიშვნელოვანი - რატომ აიღო მთავრობამ ამდენი ვალი? - ამას გააჩნია ორი მიზეზი. პირველი მნიშვნელოვანი მიზეზია, რომ სავალუტო ფონდის პოლიტიკა იმაში მდგომარეობს, რომ არც ერთი განვითარებადი ქვეყნის მთავრობა არ დატოვოს ვალის გარეშე, ანუ, რაც უფრო მეტი ვალი აქვს აკიდებული სახელმწიფოს, მით უფრო ადვილი სამართავია ის სახელმწიფო..."
აქ, ამ საკითხში მე მას სრულიად ვეთანხმები. დიახ, საქართველოს მიმართ ჩვენი დასავლეთელი მოკავშირეების ყველა მცდელობა, ყველა გადადგმული ნაბიჯი მიმართულია ქვეყნის სუვერენიტეტის მაქსიმალურად შესაზღუდად, ეკონომიკის დაუძლურებისაკენ. ეს იმიტომ არ ხდება, რომ ჩვენი რაღაც განსაკუთრებული ჯინი სჭირთ?! არა, მათი კაპიტალისტურ- იმპერიალისტური შინაარსი (შიგათავსი)-ბუნება არის ასეთი! ხოლო ლიბერალური-დემოკრატია არის ამ ქრონიკული უბედურების იდეოლოგიური საფუძველი.
ახლა ვნახოთ რას ამბობს ქალბატონი ექსპერტი ქართული ვალიუტის დაცემის მიზეზე - " ვინაიდან, ყოველი პოლიტიკური მოვლენის და შესაბამისად, არჩევნების წინ, სიტუაცია ქვეყანაში ხდება არასტაბილური, ვინაიდან ბიზნესმა არ იცის არჩევნების შემდგომ როგორ ჩამოყალიბდება პოლიტიკური ძალები და იმოქმედებს თუ არა ამ პოლიტიკურ ძალთა გადანაწილება მათ ბიზნესზე და ფინანსებზე, ამიტომაც ისინი ცდილობენ დააზღვიონ თავიანთი ფული პოლიტიკური პრობლემებისაგან და გააქვთ ქვეყნიდან. ეს არის არა მარტო საქართველოს რეზიდენტი ბიზნესმენების ფული, არამედ ასევე არარეზიდენტების, რომლებსაც შემოაქვთ საქართველოში ფული მოგების მისაღებად."
აქ ყველაფერი ნათელია, ლიბერალური დემოკრატიის იდეოლოგიური საფუძველი ითვალისწინებს ნებისმიერ ქვეყანაში სხვადასხვა დონის არჩევნების ჩატარებას უწყვეტ რეჟიმში. ჩვენს ქვეყანაში ან მიმდინარეობს არჩევნები, ან წინა საარჩევნო რეჟიმია, ან სულაც ხელისუფლების ცვლილების შემთხვევაში მიმდინარეობს არჩევნების შემდგომი კატაკლიზმები საკანონმდებლო, აღმასრულებელ თუ სასამართლო ხელისუფლებაში. ე.ი. რა გამოდის, ლიბერალურ-დემოკრატიული იდეოლოგიის დამკვიდრების პირობებში საქართველო განწირულია მუდმივი ფინანსური არასსტაბილურობისათვის. ამას ქვია ცხოვრება არჩევნებიდან არჩევნებამდე. გვქონდეს მაინც რაიმე ასარჩევი?! ყველა მოქმედი ასე თუ ისე შესამჩნევი „პოლიტიკური ძალა“ ერთი და იგივე კალაპოტში მიედინება - განვითარების ვექტორი დასავლეთისკენ, ნატოსაკენ, იდეოლოგია ლიბერალურ-დემოკრატიული!!! რატომ ხდება ასე? - იმიტომ რომ ბოლო 30 წელია ნელ-ნელა, ხან შეუმჩნევლად, ხანაც თვალხილულად (სააკაშვილის 9 წელი) გავხდით კოლექტიური დასავლეთის კოლონია და აზერბაიჯანის ეკონომიური მძევალი.
ჭკვიანი ადამიანები სტუმრობთ ამ საიტს, დაკვირვებული იქნებით, რომ განუწყვეტლივ არის ლაპარაკი რაღაცის რეფორმაზე: სასამართლო სისტემის, განათლების, შეიარაღებული ძალების და მოკლედ ყველაფრის ... არ აქვს მნიშვნელობა ეს დარგი მუშაობს, აკმაყოფილებს სისტემურ მოთხოვნებს თუ არა, ყველაფერი უნდა დაემორჩილოს სიტყვა რეფორმას! სხვა ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, ისეთი ბუნებრივად კონსერვატიული ცნებები როგორებიცაა ადამიანის სქესი და ოჯახის ცნება ლიბერალური დემოკრატიის პირობებში ესენიც კი განსჯის და რეფორმის საგანი ხდება!!! და განა მარტო საქართველოშია ასე?! - არა, ეს რეფორმიზმი თვით ჩვენი „სანატრელი , აღქმული ქვეყნის“ სულსა და გულსაც სოკოვან დაავადებად მოსდებია. საქმე იქამდეც კი მივიდა, რომ რამდენიმე დღის წინ რომის პაპმა საჯაროდ გამოთქვა ლგბტ საზოგადოების მხარდაჭერა და მხარი დაუჭირა მათ უფლებას შეიქმნას ერთი და იგივე სქესის მოქალაქეების საქორწინო კავშირები, დაკანონდეს! აი ასეთი რეფორმაცია ხდება კათოლიციზმში! ალბათ გასაგებია ამ გაუთავებელი რეფორმებით რა უბედურებისაკენ (მაგალითად როგორც ქალბატონი ექსპერტი გვიხსნის, მუდმივი ფინანსური, ფულად-საკრედიტო არასტაბილურობისაკენ) მიერეკებიან ჩვენს სამშობლოს. იქნებ ვინმე კიდევ ეჭვებშია რა "სიკეთეს", რა "სამართალს" უნდა ველოდეთ "ჩვენი დასავლეთელი პარტნიორებისაგან"??
4 წლის უკან
trampi ჩოპრა
კი მაგრამ ეგენი რად გაგიკვირდა??
ეგენი ხომ აქ მინიმუმ ჯერ კიდევ ათი წლის წინ იწერებოდა?? (მაშინ აქ ოქრო ხალხი ტრიალებდა, ყველაფერს ძალიან კომპეტენტურად წერდნენ)
ისე კი რააა.... ესენი ეხლაღა გაიგეეე?
ვთქვათ და ეხლა გაიგე.....კი მაგრამ შენ(ჩვენ) რას იზამ, ან ამ სიტუაციას რით და როგორ შეცვლი?? ვერანაირად .... ჩვენ ვერაფერს ვიზამთ
ვისაც ოდნავ რამის გაკეთება შეუძლია(ხელისუფლება) ისინი ჯიბეში ფულს იდებენ და.... კრება რჩება მხიარულიც და კმაყოფილიც
გარეჯი ფუკასავით აგვაცალეს, დაჟე იმაზეც კი ვერაფერი და...... მსოფლიო მამაძაღლებს მოერევიიი ??
კორონა თვითონ მოვიდაააა?
...ეკონომიკა აღსდგებაო..... კაი რაააა ....... ერთი პაპაჩემი გაიღვიძებს და მეორე კიდევ მსოფლიო მამაძაღლები დაგვანებებენ თავს....
4 წლის უკან
Aburjga Tasmanieli პაპა, იცი რაშია საქმე?! მთავარი რჩება სულ განზე- ხან კორპორაციებია დამნაშავე, ხან რომელიმე ჩვენი პარტია, ხან რუსეთი, ხან ინდოეთი, ხან სააკაშვილი, ხან ივანიშვილი... ამ დროს უფრო ღრმად თუ ჩავიხედავთ დამნაშავე არის დემოკრატია, ლიბერალურიც და კონსერვატიულიც. ნებისმიერი! დემოკრატიის განუყოფელი ატრიბუტია პოლიტიკური პარტიები და ხელისუფლების არჩევითობა - არჩევნები! თუ გახსოვს სულ დემოკრატიის წინააღმდეგ ვილაშქრებდი, რის გამოც ხანდახან მთელი საიტის უამრავი იუზერი ერთხმად მაგინებდა. არც ჭკვიანი და არც უჭკუო ამ „საქმეში“ განზე არავინ რჩებოდა. რა დასამალია ავტორიტრულ რეჟიმს ვუჭერდი და ვუჭერ მხარს! ოღონ სააკაშვილის შესრულებით არა. ნამდვილი პატრიოტი პრეზიდენტის ხელმძღვანელობით ავტორიტარულ რეჟიმში უნდა იმართებოდეს ქვეყანა! აი ისეთი ჯიგარი, სამართლიანი, სამშობლოს მოყვარული კაცი უნდა იყოს ავტორიტარული პრეზიდენტი, როგორიც ალექსანდრე ლუკაშენკოა! როგორიც იყო ავგუსტო პინოჩეტი, მოამარ კადაფი, ალბათ სადამ ხუსეინიც! კანონზომიერია დაისვას კითხვა - თუ არა არჩევნები ვინ უნდა იყოს პრეზიდენტი, ადამიანი პრეზიდენტი როგორ უნდა გახდეს?! ამაზე ასეთი პასუხი მაქვს, ვიღაც ძლიერმა კაცმა, ალფა მამრმა (შეიძლება დედაკაცმაც - ინდირა განდი), განსაკუთრებული პიროვნული ძალით და შესაბამისი გონებით დაჯილდოებულმა უნდა მოახერხოს ძალაუფლების სრული უზურპაცია! დაახლოებით ისე, როგორც ეს მოახერხა სინგაპურში ლი კვან იუმ! დიდი ხნით, 20-30 წლით საქართველომ უნდა დაივიწყოს არჩევნები, ხალხმა უნდა დაისვენოს არჩევნებისაგან! პოლიტიკური პარტიების საქმიანობაზე უნდა დაწესდეს მორატორიუმი. უნდა აღიკვეთოს ე.წ. სიტყვის და შესაბამისად მასმედიის თავისუფლება და ა.შ.
ახლა რაც ამდენი წელი ვწერე ყველაფერს ვერ გავიმეორებ. ამ კომენტარებში რომელიც გავაკეთე ქალბატონი ნამდვილი ექსპერტის მოსაზრებებზე, შევეცადე ნათლად მეჩვენებინა, რომ თუ არ დამთავრდა ეს დემოკრატიული ყიჟინ - გნიასი საქართველოს დაწყნარება, განვითარება და აღმშენებლობა არ უწერია!
სადემარკაციო კომისია პირით კედელთან.
დიდება სტალინს, დიდება ბერიას!
4 წლის უკან
Aburjga Tasmanieli PAPA, ახლა წავიკითხე, და აქვე დავდებ მასალას. თურმე მთლად თერი ყვავი არ ვყოფილვარ, თურმე დემოკრატიამ დასავლეთშიც ბევრს მოაბეზრა თავი, თურმე ასეულობით მილიონი მხარდამჭერი თვით აშშ-შიც მყოლია! )))
"გავლენიანმა ამერიკულმა გამოცემა Foreign Policy–მ გამოაქვეყნა ჩიკაგოსა და პენსილვანიის უნივერსიტეტების პროფესორების _ მაიკლ ალბერტუსისა და გაი გროსმანის სტატია. მათ ჩაატარეს კვლევები, რომელთა შედეგებმაც უსიამოვნოდ განაცვიფრეს მეცნიერები. გაირკვა, რომ აშშ–ში მოიმატა განწყობამ ქვეყანაში ავტორიტარიზმის დამყარების სასარგებლოდ.

“გამოკითხულთა 31 პროცენტი მისაღებად მიიჩნევს ქვეყნის სათავეში ძლიერ ლიდერს, რომელსაც არ დასჭირდება კონგრესისთვის ანგარიშის გაწევა და ხელახლა არჩევაზე ფიქრი”, _ განაცხადეს ალბერტუსმა და გროსმანმა. სხვა სიტყვებით, ასე ფიქრობს ამერიკელთა მესამედი. და, თუ ისინი ფაქტის წინაშე დადგებიან, შეიძლება ავტორიტარიზმის მომხრეებმა მოსახლეობის ნახევარიც კი შეადგინონ.

ასეთი ტენდენციაა არა მხოლოდ აშშ-ში, არამედ მსოფლიოში."
4 წლის უკან
Aburjga Tasmanieli ამერიკის მოსახლეობა დღეისათვის შეადგენს 335 მილიონ ადამიანს. ამის 31% შეადგენს 103 მილიონ და მეტ კაცს!
4 წლის უკან