დედ ჰასანის საქმე - მკვლელობა

დედ ჰასანის საქმე - მკვლელობა "ძველ ფაიტონში"

მომზადებულია რუსულ წყაროებზე დაყრდნობით.

16 იანვარს მოსკოვის ცენტრში სნაიპერის ტყვიამ სასიკვდილოდ დაჭრა 75 წლის ლეგენდარული კანონიერი ქურდი ასლან უსოიანი (დედ ჰასანი), - ერთ-ერთი გავლენიანი კრიმინალური ავტორიტეტი მთელ პოსტსაბჭოთა სივრცეში.
დედ ჰასანი კრიმინალური გარჩევების მსხვერპლი გახდა, მისმა სიკვდილმა კი შეიძლება კრიმინალურ სამყაროში ძალთა მასშტაბური გადანაწილება გამოიწვიოს. მკვლელს სამხედროთა შორის ეძებენ, დამკვეთს კი კანონიერ ქურდებში.
თავდასხმა ასლან უსოიანზე დაახლოებით დღის ორ საათზე მოხდა, როდესაც ის მცველების თანხლებით, პოვარსკოეს ქუჩაზე მდებარე რესტორან "სტარი ფაეტონიდან" გამოდიოდა.

ოფიციალური ინფორმაციით, რესტორნის მოპირდაპირე შენობის მე-5 სართულიდან სადარბაზოს ფანჯრიდან "დაუდგენელმა პირმა უსოიანს სპეციალური ავტომატიდან რამდენიმეჯერ ესროლა."მაყუჩიანი და ოპტიკური ავტომატიდან ბოროტმოქმედმა ექვსჯერ გაისროლა: ერთი ტყვია ასლან უსოიანს თავში მოხვდა, ორი მკერდსა და ფეხში. დაჭრილია ავტორიტეტის თანმხლები 30 წლის მარიატ ბიკჩურინა.მცველებმა დაჭრილები მაშინვე რესტორანში შეიყვანეს და ჰოლში ხალიჩაზე დააწვინეს. დედი იმავე ხალიჩით მიიტანეს მანქანამდე და დაჭრილ ქალთან ერთად ბოტვინში გააქანეს იმავე საავადმყოფოში, სადაც დედ ჰასანს ერთხელ სიცოცხლე შეუნარჩუნეს: 2010 წლის 16 სექტემბერს ტვერის ქუჩაზე თავისი სახლიდან გამოსვლისას სამჯერ ესროლეს და მუცელში დაჭრეს. მაშინ მისი გადარჩენა ექიმებმა შესძლეს, ახლა კი ისინი უძლურები აღმოჩნდნენ - ასლან უსოიანი საავადმყოფოში თითქმის უსულოდ მიიყვანეს. ათწუთიანი უშედეგო რეანიმაციის შემდეგ ექიმებმა მისი სიკვდილი დაასტურეს. დაჭრილი ქალის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.

ორგანიზებულ დანაშაულებთან ბრძოლის დეპარტამენტის ოპერატიული მუშაკის თქმით რესტორანი "ძველი ფაეტონი" კანონიერი ქურის საყვარელი ადგილი იყო, ფაქტობრივად საზოგადოებრივ მისაღებად ქონდა გადაქცეული". ასლან უსოევი იქ არა მხოლოდ ყოველდღიურად სადილობდა, არამედ საქმიან შეხვედრებსაც აწყობდა. ოპერმუშაკის აზრით რესტორანი თითქმის ერთადერთი ადგილი იყო, სადაც ავტორიტეტთან მიახლოება იყო შესაძლებელი. საქმე ის არის, რომ წინა თავდასხმის შემდეგ უსოევმა განსაკუთრებით გააძლიერა თავისი უსაფრთხოების დაცვის საშუალებები.

ქალაქში გასვლისას ოთხი დაჯავშნული მანქანა ახლდა. პოდმოსკოვნი ლუბერეცის ახლოს განსაკუთრებულად დაცულ ოსობნიაკში კი ისვენებდა და ეძინა ხოლმე.
ასლან უსოიანის მკვლელობის ფაქტზე სამძებრო ორგანოების მიერ აღძრულია სისხლის სამართლის საქმე ორი მუხლით - მკვლელობა და ცეცხლსასროლი იარაღის უნებართვო ხმარება. ძიება იმედოვნებს, რომ შემსრულებელს იარაღის მეშვეობით მიაგნებენ, როგორც ეს 2009 წელს მახაჩყალაში დაღესტნის შსს-ოს მეთაურის ადილიღეი მაგომედტაკიროვის მკვლელის აღმოჩენისას მოხდა. მაშინ იშვიათი იარაღი, რითაც მინისტრი მოკლეს, ბოტლიხის სამხედრო ნაწილში აღმოაჩინეს, მკვლელობაში კი დადანაშაულებულ იქნა ლეიტენანტი რიაზანოვი.

დედ ჰასანის მკვლელობის პრიორიტეტულ ვერსიად ძიება კრიმინალურ დაჯგუფებებს შორის გავლენის სფეროების გადანაწილებისთვის გაჩაღებულ ბრძოლას მიიჩნევს.
ამავე ვერსიას იზიარებს ორგანიზებულ დანაშაულებებთან ბრძოლის აღიარებული ექსპერტი, მილიციის გადამდგარი გენერალი ლეიტენანტი ალექსანდრ გუროვი. მისი აზრით "ჰასანის სიკვდილი არის შედეგი იმ ბრძოლისა, რაც გაჩაღებულია კანონიერ უქრდებს შორის, რომლებიც ძირითადად ქართველები არიან".
ალექსანდრ გუროვს ეთანხმება ადვოკატი მარკ კრუცერი, რომელიც წლების მანძილზე იცავდა დედ ჰასანზე არანაკლებ ცნობილ კრიმინალურ ავტორიტეტს ვიაჩესლავ ივანკოვს (იაპონჩიკს), რომელიც ასევე შეეწირა სნაიპერის ტყვიას 2009 წელს.
ადვოკატს მიაჩნია, რომ ახლო მეგობრების იაპონჩიკისა და დედ ჰასანის მკვლელობები ერთმანეთთან არის დაკავშირებული, რადგან "ავტორიტეტები" გავლენის სფეროებისთვის ერთად ილაშქრებდნენ ახალგაზრდა ქართველი ავტორიტეტების წინააღმდეგ. ადვოკატი კრუტერი ამბობს - ამ ქურდების გვარებს არ დავასახელებ, სპეციალისტებისთვის ეს ისედაც კარგად არის ცნობილიო.

საბედისწერო სატელეფონო ზარი

ამავე ინფორმაციას ადასტურებენ "კომერსანტისთვის" სანდო წყაროები. ისინი ამბობენ, რომ ამჟამად იკვლევენ მონაწილეობს თუ არა ამ თავდასხმაში ორგანიზებული კანონიერი ქურდები ჯემალ მიქელაძე (ჯემო) და როვშან ჯანიევის (როვშან ლიანკარიანსკი), სამართალდამცავი ორგანოების ინფორმაციით, თითქოს დედ ჰასანსა და ამ ახალგაზრდა კანონიერ ქურდებს შორის დიდი ხანია რაც მძაფრი კონფლიქტია: კრიმინალებსა ვერ გადაწყვიტეს თუ ვინ უნდა გააკონტროლოს ის შემოსავლები, რომელსაც კრიმინალური სამყარო იღებს მოსკოვიდან და რუსეთის სამხრეთ რეგიონებიდან, კერძოდ კი სოჭიდან.
2011 წლის ზაფხულიდან კონფლიქტი განგსტერებს შორის ღია ომში გადაიზარდა, რასაც უკვე შეეწირა ათობით კრიმინალური ავტორიტეტი. სამართალდამცავ ორგანოებში ამბობენ, რომ კრიმინალებს შორის ომი გამოიწვია დედ ჰასანისა და მისი მხარდამჭერი ქურდების გადაწყვეტილებამ - ჯემალ მიქელაძისთვის კანონიერი ქურდის სტატუსის ჩამორთმევის შესახებ, თანაც, როგორც სიტუაციაში ჩახედული ოპერატიული მუშაკები ყვებიან, ეს შეურაცხმყოფელი ფორმით გაკეთდა. თურმე დედ ჰასანს თავის ამფსონებთან ერთად ჯემალთან დაურეკის რომელიც პარიზში თავის მეგობრებთან ერთად იმყოფებოდა, ჰასანს უთქვამს - ერთი ხმის გამაძლიერებელი ჩართეო და ამის შემდეგ განუცხადებია - ამას იქით ქურდი აღარა ხარ და თან გინებაც მიუყოლებია.

დედ ჰასანის ანდერძი

ექსპერტთა უმეტესობას მიაჩნია, რომ დედ ჰასანის სიკვდილი გაამძაფრებს სისხლიან კონფლიქტს, რაც კრიმინალურ სამვაროში გავლენის სფეროების მასშტაბურ გადანაწილებას გამოიწვევს, არა მარტო რუსეთში, არამედ პოსტსაბჭოთა სივრცის სხვა ქვეყნებშიც.რუსეთის სამართალდამცავი ორგანოები ვარაუდობენ, რომ დედ ჰასანის მკვლელობაზე პასუხი დიდხანს არ დააყოვნებს. მიუხედავად უსოიანის დაღუპვისა, მისი კრიმინალური კლანი მაინც ყველაზე მძლავრია მთელ პოსტსაბჭოთა სივრცეში. ოპერატიული მუშაკები ამბობენ, რომ დედ ჰასანმა თავიდანვე იზრუნა თავისი კრიმინალური იმპერიის მომავლისა, რომელსაც მისი უამრავი ნათესავი და ახლო მეგობრები მართავენრფ-ის შსს-ს ინფორმაციით, მაფიოზური კლანების ხელმძღვანელი ასლან უსოიანის დისშვილი - დიმიტრი ჭანტურია (მირანი) იქნება, რომელიც თურმე დედ ჰასანმა ჯერ კიდევ თავის სიცოცხლეშივე ჩართო თავისი იმპერიის მართვაში.

დედ ჰასანს ისიც განუსაზღვრია, მისი სიკვდილის შემდეგ თუ ვინ დაიცავდა კლანის ინტერესებს ადგილებზე. მაგ. სვერდლოვის ოლქში "მეთვალყურე" ჰასანის დისშვილი თემურ მირზოევი (ტიმურ სვერდოვსკი) იქნება. კრასნოდარის მხარეში - ძმისშვილი იური უსოიანი (იურა ლაზარევსკი), მაგრამ როგორც შსს-ში ვარაუდობენ, დედ ჰასანის იდეოლოგიური მემკვიდრე გახდება ზაქარია კალაშოვი (შაქრო მალადოი). ეხლდა ის სასჯელს იხდის ესპანეთში, მაგრამ 2013 წელს უნდა გათავისუფლდეს. მართალია, შაქროს ესტრადაციას საქართველო ითხოვს, სადაც მას დაუსწრებლად აქვს მისჯილი 18 წელი ბიზნესმენის მოტაცებისა და მკვლელობისათვის. მაგრამ იმასთან დაკავშირებით, რომ თბილისში ფაქტობრივად ხელისუფლება შეიცვალა, არავინ იცის შედგება თუ არა კალაშოვის ექსტრადაცია საქართველოში.

კრიმინოლოგი, იურიდიულ მეცნიერებათა დოქტორის იაკოვ მალინსკის კი განსაკუთრებული აზრი გააჩნია. ის ამბობს, რომ ბრძოლა 2008-2009 წლებიდან მიმდინარეობდა ასლან უსოიანისა და ტარიელ ონიანის (ტარო) კლანებს შორის. ზოგიერთი ამ ბრძოლას უკავშირებს "დიდ სოჩიზე" კონტროლის მოპოვებას. გასაგებია, თუ რატომ "დიდი სოჩი" - 2014 წლის ოლიმპიადა და ა.შ. ამ კლანების ბრძოლის პირველი მსხვერპლი 2008 წლის ბოლოს იყო. ონიანის მომხრე ვინმე გელა ცერცვაძე. შეიძლება საპასუხო აქცია იყო თავდასხმა დედ ჰასანის კლანის წევრ ალიკ სოჩინსკიზე 2009 წელს. ამას მოჰყვა კვლავ დედ ჰასანის მომხრე იაპონჩიკის მკვლელობა, ხოლო 2010 წელს მარსელში მოკლეს ონიანის თანამებრძოლი ვლადიმერ ჯანაშია (ლადო). კრიმინოლოგი იმედოვნებს, რომ დიდი გარჩევების დრო დასრულებულია, რადგან დედ ჰასანი აღარ არის, მისი მოწინააღმდეგე ონიანი, ანუ ტარო კი 2009 წლიდან ციხეში ზის - ათი წელი აქვს მისჯილი.