პაატა იმნაძე:  ნოემბრის ბოლოსთვის, დღეში ალბათ ინფიცირების 3 000-4 000 შემთხვევა იქნება

პაატა იმნაძე:  ნოემბრის ბოლოსთვის, დღეში ალბათ ინფიცირების 3 000-4 000 შემთხვევა იქნება

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილის, პაატა იმნაძის განცხადებით, ეპიდემიოლოგები ნოემბრის ბოლოსთვის ქვეყანაში დღიურად კორონავირუსის სამი ათასიდან ოთხი ათასამდე შემთხვევას ელოდებიან.

ამის შესახებ იმნაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„ხვალ გვექნება განახლებული პროგნოზები. დაახლოებით სამ მათემატიკურ მოდელს ვიყენებთ. დღეში ალბათ ინფიცირების 3 000-4 000 შემთხვევა იქნება“, – განაცხადა პაატა იმნაძემ.

მისივე თქმით, ბოლო დღეების განმავლობაში საქართველოში რვა ათასიდან 10 ათასამდე „პისიარ“ ტესტი ჩატარდა.