ცისფერი აგენტურა - ვინ დგას მეგის ქარდავას უკან?!

ცისფერი აგენტურა - ვინ დგას მეგის ქარდავას უკან?!

საიდუმლო სამსახურისთვის ყველაზე კარგი აგენტები არიან ქალები და ჰომოსექსუალები. ფრანგებს აქვთ ასეთი ანდაზა "საიდუმლო, რომელსაც ვერ მოიპოვებს ქალი, ვერ მოიპოვებს ვერავინ". ჰომოსექსუალისტების უმრავლესობა კი ბუნებით უფრო ფემინინურია, აქედან გამომდინარე მათგან გამჭრიახი, დაკვირვებული და ე.წ. "მოაზროვნე" აგენტის გამოზრდა ბევრად უფრო ადვილია, ვიდრე ჰეტეროსექსუალთა შორის. ზოგადად, ჰომოსექსუალები ნებისმიერი სპეცსამსახურების "ოქროს ფონდს" შეადგენენ, ხოლო ჰომოსექსუალი, რომელმაც მიაღწია გარკვეულ სოციალურ მდგომარეობას, აგენტურისთვის უბრალოდ ფასდაუდებელ მადანს წარმოადგენს. რაც უფრო მაღალია მისი თანამდებობა, მით უფრო დიდია გახმაურების შედეგად გამოწვეული სკანდალი და შესაბამისად, მით უფრო არ მოინდომებს ესა თუ ისე ადამიანი ამ საქმის გამომზეურებას.

ამ დღეებში საზოგადოებისთვის, სავარაუდოდ კიდევ რამდენიმე შემზარავი ფაქტის შესახებ გახდება ცნობილი. კერძოდ, ორი სამხედრო პირის მიერ ჩადენილი იქნა თვითმკვლელობის მცდელობა. ამ ეტაპზე, თავდაცვის სამინისტრო არ ახმაურებს მათ ვინაობას, იქიდან გამომდინარე, რომ ეს მცდელობები შესაძლოა დაუკავშირდეს პროკურატურის მიერ გამოქვეყნებულ კადრებს. ცნობისთვის, სუიციდის მცდელობა ორი ყოფილი სამხედრო მაღალჩინოსნის მიერ ახალ წლამდე მოხდა და როგორც ვარაუდობენ, ისინი შანტაჟის ფაქტებს უკავშირდება. ასე რომ, პროკურატურის მიერ ამ კადრების გამოქვეყნება, შეიძლება ერთგვარ თავდაცვით მექანიზმად ჩაითვალოს, რათა შეწყდეს მსგავსი შანტაჟის მცდელობები და სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა დაეკისროს მოთავე პირს.

ამ ეტაპზე, ინფორმაციას ამის შესახებ, არ ფლობს არც პროკურატურა. ყოველ შემთხვევაში, როგორც პრეს-სამსახურის უფროსმა ხათუნა პაიჭაძემ "კვირის პალიტრას" განუცხადა:

- "ასამდე ფირი, რომელზეც ასახულია სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლის მიერ განხორციელებული ჰომოსექსუალური კავშირები, გატაცებულია მეგის ქარდავას მიერ. ჩვენ არ ვიცით მისი გამოყენების დანიშნულება, ანუ როგორ გამოიყენებს, თუმცა გვაქვს საფუძვლიანია ეჭვი ფირზე ასახული პირების დაშანტაჟების მცდელობისა. კიდევ ვიმეორებ, სავარაუდოდ აქ საუბარი არ არის მხოლოდ სამხედრო პირებზე, აქედან გამომდინარე პროკურატურა მიიღებს ყველა საჭირო ზომას, რათა არ მოხდეს ამ ინფორმაციის გაჟონვა, რომელიც ნებისმიერი ადამიანის ღირსებას ანდა პირად ცხოვრებას შეეხება".

"კვირის პალიტრამ" კომენტარი სთხოვა ექსპერტს ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, თამაზ ერგემლიძეს: 

- "ცისფერი აგენტურა" აქტუალური იყო და არის ყველა ეპოქაში. ისინი დღესაც კი სპეც-სამსახურების საუკეთესო აგენტებად ითვლებიან. ის რითაც ხელმძღვანელობდა მეგის ქარდავა, ეს იყო ტიპიური დასავლეთიდან გადმოტანილი სქემა. როგორ გითხრათ, საუბარია იმაზე, რომ სპეც-სამსახურები ქმნიან თავიანთი ცისფერი აგენტურის ვარსკვლავებს.. ამ ეტაპზე პროკურატურამ გამოიტანა მხოლოდ და მხოლოდ სამხედრო პირებზე არსებული ჩანაწერები, მაგრამ ასეთი ჩანაწერბი არის ყველა ფენის მოღვაწეზე. ანუ მარტო სამხედროებზე არ ვრცელდება.

- ჩვენთან საუბარში, ამის შესახებ უკვე ახსენა პროკურატურის პრეს-სამსახურის უფროსმა..

- როდესაც საუბარია იმაზე, რომ ეს კადრები თუნდაც დაშიფრული სახითარ უნდა გამოექვეყნებინა პროკურატურას, ეს არის მცდარი მოსაზრება. დიახაც რომ უნდა გამოექვეყნებინა, ვინაიდან ეს იმას ნიშნავს, რომ ყოველი ასეთი მცდელობა, მაგალითად, დაიდოს ეს კადრები "იუთუბზე" ანდა სოციალურ ქსელებში, ძირშივე იქნება აღკვეთილი. ანუ დომენი ექვემდებარება გაფილტვრას მხოლოდ მას მერე, რაც ამის შესახებ წინასწარ იქნა გაჟღერებული ამა თუ იმ ქვეყნის სამართალდამცავი სტრუქტურის მიერ. მაგალითად, "ვიკილიქსის შემთხვევაში ეს ვერ მოხერხდა, იმიტომ რომ აკრძალვის დადება მოხდა "პოსტფაქტუმ. მაგრამ, როდესაც ამა თუ იმ ქვეყნის პროკურატურა დებს წიანსწარ მასალებს და აფიქსირებს, რომ ეს კადრები არის სისხლის სამართლებრივი დანაშაული, ეს იმას ნიშნავს, რომ მას ანგარიში უნდა გაეწიოს ყველა საიტის ადმინისტრაციამ. მთლად ასე უკონტროლოდაც არ არის ინტერნეტ-სივრცეში სიტუაცია.

- ანუ არსებობდა ამ ინფორმაციის გაჟონვის საშიშროება?

- გაჟონვის არა. შეგნებულად, თან დოზირებულად გამოქვეყნების საშიშროება, უბრალოდ, პროკურატურამ, როგორ გითხრათ, დაასწრო. აქ ფესვები ბევრად ღრმად უნდა ვეძიოთ. არ არის საქმე ასე მარტივად. მეგის ქარდავამ გაიტაცა ის, სადაც ე.წ. "ცისფერი აგენტურის" ვარსკვლავები არიან დაფიქსირებულები.

- თქვენ წეღან სქემა ახსენეთ?

- არაფერი აქ ახალი არ არის. როგორ გითხრათ, სამხედრო დაზვერვის უმაღლეს სკოლაში ამას ასწავლიან ისტორიასავით. ჩვეულებრივი კლასიკური სქემაა აწყობილი. - ისტორიის ექსპერტები ყევლაზე ეფექტურ აგენტ-ჰომოსექსულისტად თვლიან ოფიცერ ალფრედ რედლის, რომელიც 1905 წლამდე ავსტრო-უნგრეთის დაზვერვის სამსახურის უფროსი გახლდათ. მასზე ლეგენდები დადიოდა, რომ ევროპაში არ არსებობს საიდუმლო, მან რომ არ იცოდესო. რედლი "დაავერბოვკა" პოლკოვნიკმა ბატიუშინმა, ვარშავის მეფის რუსეთის დაზვერვის რეზიდენტმა, რომელმაც ჯერ ბიჭუნა მიუგზავნა და შემდეგ გადმოიბირა. რედლიმ ძალიან დიდი სამსახური გაუწია მეფის რუსეთს და პირველი მსოფლიო ომის შედეგები მის მიერ გადაცემულმა ინფორმაციამაც განაპირობა. სხვათა შორის, რედლიმ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. 

მაგრამ ყველაზე მთავარი - მეგის ქარდავას მიერ გატაცებული ფირები მიზნად არ ისახავს სამხედროების ვინაობის დაფარვას ანდა მათ დაშანტაჟებას. სამხედროები, ძალიან დიდი ბოდიში, მაგრამ ფეხებზე ჰიკიდიათ იმ პირებს, ვინც ქარდავას უკან დგანან. საუბარია იმაზე, რომ არ იქნან გაშიფრული ე.წ. "ცისფერი აგენტები". ეს გახლავთ ის, რაზეც დგას ნებიესმიერი ქვეყნის სპეცსამსახური.

- ვინ დგას მეგის ქარდავას უკან?

- მე ვერ გეტყვით, მაგრამ სავარაუდოდ, რომელიმე უცხო ქვეყნის სპეც-სამსახურები, რომელთაც არ აწყობთ, რომ მათი ცისფერი აგენტურის "ვარსკვლავები" იყვნენ ამოცნობილები. ის ფირები, რაც აქვთ პროკურტაურას და რაც "დაუტოვეს", ნაკლებ მნიშვნელოვანია მათთვის და სწორედ ამიტომ არსებობდა იმის საშიშროება, რომ ისინი დადებულიყო ინტერნეტ-სივრცეში. გატაცებული ფირები ბევრად მნიშვნელოვანია.

- ეს ჰომოსექსუალი აგენტები ქართველები არიან?

- არ ვიცი, ალბათ კი, შეიძლება მათი ნაწილი არა. ჰომოსექსუალისთვის ეროვნებას რა მნიშვნელობა აქვს. ეს კი მომზადებული სპეც-კადრია, რომელთა მომზადებაში დიდი ფულია ჩაყრილი, ფლობენ ენებს, იციან თავიანთი საქმე და ბუნებრივია, მათი გაშიფვრა ახალი ხელისუფლების წარმომადგენლების მიერ არ არის ვიღაც-ვიღაცეების ინტერესებში.