პოლიციის წარმომადგენელმა ფული მოიტანა - გათავისუფლებული მძევლის პირველი კომენტარი

პოლიციის წარმომადგენელმა ფული მოიტანა - გათავისუფლებული მძევლის პირველი კომენტარი

ზუგდიდში „საქართველოს ბანკის“ შენობაში შეიარაღებული პირი შეიჭრა და მძევლები აიყვანა.

ამ ეტაპზე დარჩენილია 16 მძევალი 3 მათგანი კი თავდამსხმელმა გაათავისუფლა.

როგორც ცნობილია, შეიარაღებული პირი მედიასთან და სამართალდამცველებთან მძევლების საშუალებით კონტაქტობს.

ერთ-ერთმა გათავისუფლებულმა მძევალმა ირაკლი კვარაცხელიამ ცოტა ხნის წინ სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა და წერს, რომ პოლიციის წარმომადგენელმა ფული მიიტანა.

„სამი კაცის გარდა ყველანი გამოგვიშვეს. პოლიციის წარმომადგენელმა ფული მოიტანა და მძარცველტან ერთად დატოვებენ შენობას, რამდენიმე წუთში. უღრმესი მადლობა ყველას მხარდაჭერისთვის. ახლა დაკითხვაზე გადამიყვანენ და ტქვენს მესიჯებს შემდეგ გავეცნობი. მიყვარხართ ყველანი“- წერს