გიგა ბოკერია: მძევლის პოლიტიკურ კუთვნილებაზე დემონიზების კამპანია გაუგონარი ამბავია

გიგა ბოკერია: მძევლის პოლიტიკურ კუთვნილებაზე დემონიზების კამპანია გაუგონარი ამბავია

მძევლების დემონიზება გაუგონარი ამბავია, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ ზუგდიდში, „საქართველოს ბანკში“ მომხდარ თავდასხმაზე საუბრისას განაცხადა.

როგორც ბოკერია განმარტავს, ქვეყანაში კრიმინალური ვითარება დღითიდღე მძიმდება, რასაც გარდამტეხი ცვლილებები სჭირდება.

„პირველ რიგში, ამ კრიზისის ყველა მძევალს, მათ ოჯახებს, მთელ საზოგადოებას, მათ შორის, სამართალდამცავ ორგანოებს, ვინც ამ ოპერაციითაა დაკავებული, მინდა სწრაფი გათავისუფლება და მშვიდობიანი დასრულება ვუსურვო. ამავე დროს, მინდა ვთქვა, ძალიან სამარცხვინოა, ის რაც ივანიშვილის პროპაგანდის ორგანოებში ვიხილეთ, ანუ ის სიგნალი, რაც ივანიშვილის პროპაგანდამ დაიწყო მისივე დავალებით, სხვა დასკვნის საფუძველი მე არ მაქვს - მძევლების დემონიზება, ეს გაუგონარი ამბავია.

ახლა ზუგდიდში მოხდა ინციდენტი, ამ ხელისუფლების მიერ დაქირავებული პროპუტინური მოძალადე ჯგუფები რომ არიან, გაბედავა თუ ვიღაც, მივარდა იქ, ამ გზავნილით, რომ თურმე, მძევლის მიერ არის პროვოცირებული ეს ყველაფერი, წინა ხელისუფლებაზე საუბრობს, ამ მძევლის პოლიტიკურ კუთვნილებაზე, ეს გაუგონარი ამბავია მძევლის პოლიტიკურ კუთვნილებაზე დემონიზების კამპანია, ეს მარტო ივანიშვილის რეჟიმმა და მისმა სამარცხვინო, ამ დაქირავებულმა, პროპუტინურმა ჯგუფებმა, გაბედავასნაირმა ჯგუფებმა შეძლება იკადრონ...

ასეთი კრიზისის დროს, ბუნებრივია, დისკუსია გაჩნდება იმაზე, რა მდგომარეობა გვაქვს ზოგადად კრიმინალთან მიმართებაში ქვეყანაში და ჩვენ ვიცით, რომ დღითიდღე ივანიშვილის მმართველობის დროს მძიმდებოდა და ამ ხელისუფლების დარჩენის შემთხვევაში გველოდება კატასტროფა. ამ ტიპის კრიზისები დალაგებულ ქვეყანაშიც შეიძლება მოხდეს, მაგრამ ბუნებრივია, ასეთ დროს, დისკუსია იმართება იმაზე, როგორია ზოგადად ვითარება ქვეყანაში და ქვეყანაში ვითარებას გარდამტეხი ცვლილებები სჭირდება. ასეთ დროს, როცა პროპაგანდას იწყებ იმისთვის, რომ გადაფარო პრობლემა მძევლის წინააღმდეგ, ეს კიდევ ერთხელ იმსახურებს პოლიტიკურ განაჩენს ამ რეჟიმისას და ივანიშვილისას, ესენი უნდა წავიდნენ, ხელისუფლებას მოცილდნენ და ჩვენ უნდა წავიდეთ წინ“, - აცხადებს ბოკერია.

კითხვაზე, მოახდენს თუ არა, აღნიშნული ფაქტი არჩევნებზე გავლენას, ბოკერია პასუხობს, რომ მძევლების აყვანის საკითხს ის წინასაარჩევნო პერიოდს ვერ დაუკავშირებს.

„მძევლების აყვანა, წინასაარჩევნო ამბავს ემთხვევა-მეთქი, ამას ვერ ვიტყვი, არანაირი მონაცემი არ გვაქვს, რომ პოლიტიკური მოთხოვნები აქვს ვინმეს მიმართ, ეს არის დამნაშავე, ვინც ეს ჩაიდინა, საზარელი დანაშაულია ადამიანის სიცოცხლის საფრთხეში ჩაგდება ამ ფორმით. რა თქმა უნდა, დღესაც, გუშინაც და სანამ ეს ხელისუფლებაა, უნდა ვისაუბროთ კი არა, უნდა დავასრულოთ ეს პროცესი ვარდნის, უნდა მოვახდინოთ გარდამტეხი ცვლილება“, - განაცხადა ბოკერიამ.

Aburjga Tasmanieli ვინ არის გიგა მძევალი?! ის მძევალი კი არა მძევლის როლში მყოფი ტრანსლიატორია, რომელიც იქ იმიტომ არის, რომ სცენარის ნაწილია! პუტინის ინტერესების გამტარებელი თქვენი პოლიტიკური დომინოს ქვაა "შაში -სე". სე-სამი თქვენ ხართ ბოკერია, ბაქრაძე, უგულავა, შაში კი ნაცები. ზვიდ გამსახურდიას თანმებრძოლ, თხემით ტერფამდე ქართველ სანდრო ბრეგაძეს და მის პარტიას რა აქვს თქვენი წამოსაძახებელი თქვე ლგბტს შნირებო?!
3 წლის უკან
Aburjga Tasmanieli ვინ არის გიგა მძევალი?! ის მძევალი კი არა მძევლის როლში მყოფი ტრანსლიატორია, რომელიც იქ იმიტომ არის, რომ სცენარის ნაწილია! პუტინის ინტერესების გამტარებელი თქვენი პოლიტიკური დომინოს ქვაა "შაში -სე". სე-სამი თქვენ ხართ ბოკერია, ბაქრაძე, უგულავა, შაში კი ნაცები. ზვიდ გამსახურდიას თანმებრძოლ, თხემით ტერფამდე ქართველ სანდრო ბრეგაძეს და მის პარტიას რა აქვს თქვენი წამოსაძახებელი თქვე ლგბტს შნირებო?!
3 წლის უკან