ზუგდიდში, „საქართველოს ბანკზე“ თავდამსხმელმა ერთი მძევალი გაათავისუფლა

ზუგდიდში, „საქართველოს ბანკზე“ თავდამსხმელმა ერთი მძევალი გაათავისუფლა

ზუგდიდში „საქართველოს ბანკზე“ თავდამსხმელმა რამდენიმე წუთის წინ ერთი მძევალი გაათავისუფლა. შუახნის ქალმა ბანკის შენობა ცოტა ხნის წინ დატოვა. დარჩენილი 18 მძევლის გასათავისუფლებად პოლიცია მუშაობას აგრძელებს.

ზუგდიდის ცენტრში, გამსახურდიას ქუჩაზე მდებარე „საქართველოს ბანკში“ შეიარაღებულმა პირმა მძევლები რამდენიმე საათის წინ აიყვანა. მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე, 236-ე და 144-ე მუხლებით დაიწყო.