ირაკლი ჩიქოვანი: ყველას მეტი პასუხისმგებლობა გვმართებს, მათ შორის მედიის წარმომადგენლებასაც

ირაკლი ჩიქოვანი: ყველას მეტი პასუხისმგებლობა გვმართებს, მათ შორის მედიის წარმომადგენლებასაც

ამ ეტაპზე უმთავრესი ამოცანა არის ის, რომ ყველა მძევლის სიცოცხლე იყოს დაცული და არანაირი საფრთხე არ მიადგეთ. მთავარი ამოცანა არის ის, რომ ყველა ჩვენგანმა მივცეთ საშუალება სამართალდამცველებს, ჩაატარონ ის ღონისძიებები, რომელიც აუცილებელია ამ ვითარებაში, ისინი მოქმედებენ კონკრეტული გეგმის შესაბამისად და ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ ეს ყველაფერი დასრულდება მალე და უმსხვერპლოდ - ამის შესახებ ,,ქართული ოცნების“ ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, ირაკლი ჩიქოვანმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, ზოგიერთი პოლიტიკოსი შექმნილი სიტუაციით საკუთარი პოლიტიკური ქულების დაწერას ცდილობს.

„ამას არაფერი არ ჰქვია, გარდა პოლიტიკური მოროდიორობა. ამ შემთხვევაში ჩვენ ყველას გვმართებს მეტი პასუხისმგებლობა, მათ შორის მედიის წარმომადგენლებასაც, რადგან ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, რა გადაიცემა პირდაპირ ეთერში, როგორც მიმდინარეობს ეს პროცესი და საერთოდ ის, რომ ეთერში ვხედავთ, თითქოს მოლაპარაკებებს აწარმოებენ ზოგიერთი მედიის წარმომადგენლები ასეთი დანაშაულის ჩამდენ ადამიანთან, ეს არის აბსოლუტურად მიუღებელია“- განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

ზუგდიდის ცენტრში, გამსახურდიას ქუჩაზე მდებარე „საქართველოს ბანკში“ შეიარაღებულმა პირმა მძევლები რამდენიმე საათის წინ აიყვანა. მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე, 236-ე და 144-ე მუხლებით დაიწყო.