ირაკლი ჩიქოვანი: გიგი უგულავა კომპასით დადის ზუგდიდში, ამიტომ მისი დახმარება არაა საჭირო

ირაკლი ჩიქოვანი: გიგი უგულავა კომპასით დადის ზუგდიდში, ამიტომ მისი დახმარება არაა საჭირო

გიგი უგულავა კომპასით დადის ზუგდიდში, ყველამ კარგად ვიცით რა და როგორ გაუკეთებია მას კრიზისულ ვითარებაში, ამიტომ მისი დახმარება არაა საჭირო, - ამის შესახებ ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის „ქართული ოცნების“ კანდიდატმა ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა.

„ზუგდიდში ვახტანგ გომელაურის ყოფნის შესახებ ჩემთვის არაფერია ცნობილი. ეს ისეთი ვითარებაა, როდესაც არც ერთმა პოლიტიკურმა ძალამ არ უნდა შეეცადოს, პოლიტიკური ქულები დაიწეროს. ამას თუ ვინმე აკეთებს, ეს ჩვეულებრივი პოლიტიკური მაროდიორობაა. გიგი უგულავას რა და როგორ გაუკეთებია კრიზისულ ვითარებაში, ეს ყველამ კარგად ვიცით. გიგი უგულავა კომპასით დადის ზუგდიდში, აქ მისი დახმარება არავის სჭირდება. აქ არიან სამართალდამცველები, პროფესიონალები, რომლებიც თავიანთ საქმეს შეასრულებენ“, - განაცხადა ჩიქოვანმა.

ზუგდიდის ცენტრში, გამსახურდიას ქუჩაზე მდებარე „საქართველოს ბანკში“ შეიარაღებულმა პირმა მძევლები რამდენიმე საათის წინ აიყვანა. მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე, 236-ე და 144-ე მუხლებით დაიწყო.