ირმა ხახუტაიშვილი: „ეს არის ის მძევალი, რომელიც ბანკში აღმოჩნდა!“

ირმა ხახუტაიშვილი: „ეს არის ის მძევალი, რომელიც ბანკში აღმოჩნდა!“

ფეისბუქ-მომხმარებელი ირმა ხახუტაიშვილი სოციალურ ქსელში წერს"

"ეს არის ის მძევალი, რომელიც ბანკში აღმოჩნდა! არჩევნებამდე 10 დღით ადრე, ქალაქში სადაც ნაცების მთავარი ექსტრემისტული ბანდაა, ვიღაც ტიპი შედის ბანკში და აჰყავს მძევლები. თან აყენებს აბსურდულ მოთხოვნებს, ბანკიდან ფული კი არ აიღო და გაიქცა, აიყვანა მძევლები. მძევლებს შორის სრულიად შემთხვევით ნაცმოძრაობის აქტივისტი აღმოჩნდა, რომელიც რეკავს მთავარ არხზე და დგამენ შოუს. ეხლა გამოვლენ და იტყვიან რომ ექსკლუზიურად დაადგინეს რომ გამტაცებელი ჯარიდან გაგდებული პატრიოტია და მაგ გამტაცებელსაც გმირად აქცევენ! მიშამ თქვა- მოემზადეთ სიურპრიზებისთვისო, გახარიამ თქვა რომ ამ დღეებში პოლიტიკოსები ყველაფერზე წავლენო! სხვას რას უნდა ელოდე პოლიტიკური ძალისგან ვინც ხურჩის სპექტაკლი დადგა და საკუთარ ხალხს ყოველ შაბათ-კვირა ესროდა! ძალაუფლების დაბრუნების სურვილი მაღალია, რეიტინგი დაბალი, ისინი ყველაფერზე წავლენ! მთავარი საფრთხე ეხლა იმაშია, რომ სპექტაკლი დიდხანს არ გაუგრძელდეთ და როლში არ შეიჭრან! ნაციონალური მოძრაობა ტერორისტული ორგანიზაციაა რომელსაც არაფრად უღირს საკუთარი მომხრეების გაწირვაც კი!

P.S - წეღან ვუყურებდი მთავარი არხის ლაივს და ეტყობა გამტაცებელმა ტექსტი ვერ დაიმახსოვრა და ჟურნალისტი კარნახობს აქედან, დროს რამდენს იძლევი, მერე რას იზამ ვადა რომ ამოიწურება და ა.შ. რატომ ახსენებს ჟურნალისტი ასეთ რამეს გამტაცებელს, რომელსაც თავში აზრადაც არ მოსვლია ამდენი ხნის განმავლობაში რომ შეზღუდულ ვადებზე რამე ეთქვა?

გადავირიე"