გიორგი გახარია: თქვენ რომ არ გენერვიულათ ჩემს ჯანმრთელობაზე, ჩავიტარე ტესტი და საბედნიეროდ, უარყოფითი იყო

გიორგი გახარია: თქვენ რომ არ გენერვიულათ ჩემს ჯანმრთელობაზე, ჩავიტარე ტესტი და საბედნიეროდ, უარყოფითი იყო

თქვენ რომ არ გენერვიულათ ჩემს ჯანმრთელობაზე, ჩავიტარე ტესტი და საბედნიეროდ, უარყოფითი იყო, - ამის შესახებ საქართვლოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარია ჟურნალისტებს განუცხადა.

გახარიას კითხვით მიმართეს მის ტესტირებასთან დაკავშირებით. კერძოდ, გურიის რეგიონში, სადაც პრემიერ-მინისტრი ერთ-ერთ ღონისძიებაზე იმყოფებოდა, იქ მყოფთა ნაწილს კორონავირუსი დაუდასტურდა. მედია დაინტერესდა, ჩაიტარა თუ არა გიორგი გახარიამ ტესტირება ან იმყოფებოდა თუ არა იგი თვითიზოლაციაში.

„სასიამოვნოა ჩემთვის, რომ ჩემს ჯანმრთელობაზე ასე ზრუნავთ“, - მიმართა პასუხად გიორგი გახარიამ ჟურნალისტებს.

მისივე თქმით, არსებობს დადგენილი სტანდარტები, რას ნიშნავს ახლოკონტაქტი, რომლის დროსაც პირი უნდა გადავიდეს თვითიზოლაციაში.

„ეს არის მეტრზე ახლოს დისტანციაზე მყოფი 15 წუთზე უფრო მეტ ხანს პირბადეების გარეშე. ასეთი მოცემულობა მე არ მქონია. ეს ერთი, მეორე, ეპიდემიოლოგების განმარტებით, მე ახლო კავშირი არ ვარ. მაგრამ მიუხედავად ამის, რომ თქვენ არ გენერვიულად ჩემს ჯანმრთელობაზე, მაშინ, როდესაც დავბრუნდი, ჩავიტარე ტესტი და საბედნიეროდ, უარყოფითი იყო“, - განაცხადა გახარიამ.